newhospitals

ფორკორიუმი კრემი ადგილობრივი გამოყენებისთვის 15გრ ტუბი #1

ფორკორიუმი კრემი ადგილობრივი გამოყენებისთვის 15გრ ტუბი #1
0
6
რეკომენდაცია
0შეფასება
5502ნახვა

 

 

 

 

ფორკორიუმი

 

რეგისტრაციის ნომერი: 031022

სავაჭრო დასახელება: ფორკორიუმი

საერთაშორისო არაპატენტირებული ან ჯგუფური სახელწოდება: გენტამიცინი + დექსპანთენოლი + მომეტაზონი + ეკონაზოლი

წამლის ფორმა: კრემი გარეგანი გამოყენებისთვის

 

შემადგენლობა:

1 გრ კრემი შეიცავს:

აქტიური ნივთიერება: გენტამიცინის სულფატი - 1.0 მგ (გენტამიცინზე გადაანგარიშებით); დექსპანთენოლი - 50.0 მგ; მომეტაზონის ფუროატი - 0.5 მგ; ეკონაზოლის ნიტრატი - 10.0 მგ; 

დამხმარე ნივთიერებები: თხევადი პარაფინი (მინერალური ზეთი) - 120.0 მგ; ცეტოსტეარილის სპირტი - 70.0 მგ; პროპილენგლიკოლი - 50.0 მგ; მაკროგოლი 6 ცეტოსტეარილის ეთერი - 20.0 მგ; მაკროგოლი 25 ცეტოსტერილური ეთერი - 20.0 მგ; ნატრიუმის დიჰიდროფოსფატის დიჰიდრატი - 2.0 მგ; გასუფთავებული წყალი -  1.0 გ. - მდე.

 

აღწერა

თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ერთგვაროვანი კრემი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ანტიბიოტიკი-ამინოგლიკოზიდი + ქსოვილის აღმდგენი სტიმულატორი + ადგილობრივი გამოყენების გლუკოკორტიკოსტეროიდული საშუალება + სოკოს საწინააღმდეგო საშუალება .

ათქ კოდი

D07XC

 

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

კომბინირებული პრეპარატი გარეგანი გამოყენებისთვის.

აქვს ანთების საწინააღმდეგო, ქავილის საწინააღმდეგო, ანტიექსუდაციური, ანტიბაქტერიული, სოკოს საწინააღმდეგო (ფუნგიციდური) და რეგენერაციული ეფექტი. წამლის აქტიურობას განაპირობებს მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების ფარმაკოლოგიური მოქმედება.

გენტამიცინი

ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი ამინოგლიკოზიდების ჯგუფიდან. მოქმედებს ბაქტერიციდულად და უზრუნველყოფს კანის პირველადი და მეორადი  ბაქტერიული ინფექციების მაღალეფექტურ გარეგან მკურნალობას.  აქტიურია გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების წინააღმდეგ: Pseudomonas aeruginosa, Aerobacler aerogcnes, Escherichia coli, Proteus vulgaris, Klebsiella pneumoniae; გრამდადებითი მიკროორგანიზმები: Staphylococcus aureus (კოაგულაზა – დადებითი, კოაგულაზა – უარყოფითი და ზოგიერთი შტამები, რომლებიც ახდენენ პენიცილინაზას პროდუცირებას).  

დექსპანთენოლი

დექსპანთენოლი არის პანტოტენის მჟავის წარმოებული. პანტოტენინის მჟავა არის B ჯგუფის წყალში ხსნადი ვიტამინი (ვიტამინი B5) - რომელიც წარმოადგენს კოფერმენტი A-ს შემადგენელ ნაწილს. ასტიმულირებს კანის რეგენერაციას, ახდენს უჯრედული მეტაბოლიზმის ნორმალიზებას, აჩქარებს მიტოზს და ზრდის კოლაგენური ბოჭკოების სიმტკიცეს. პანტოტენის მჟავის საჭიროების ზრდა შეინიშნება კანის ან ქსოვილების დაზიანების შემთხვევაში, მისი დეფიციტი შეიძლება ანაზღაურდეს დექსპანტენოლის გარეგანი გამოყენებით. აღწევს კანის ყველა ფენაში. აქვს რეგენერაციული, სუსტი ანთების საწინააღმდეგო ეფექტი.

მომეტაზონი

სინთეზური გლუკოკორტიკოსტეროიდი (გკს), აქვს ადგილობრივი ანთების საწინააღმდეგო, ქავილის საწინააღმდეგო და ანტიექსუდაციური ეფექტი. გკს ახდენს იმ ცილების გამონთავისუფლების ინდუცირებას, რომლებიც ახდენენ ფოსფოლიპაზას A2-ის დათრგუნვას, რომელიც  ცნობილია ლიპოკორტინის სახელით და აკონტროლებენ ისეთი ანთებითი მედიატორების ბიოსინთეზს, როგორიცაა პროსტაგლანდინები და ლეიკოტრიენები, მათი საერთო წინამორბედის - არაქიდონის მჟავას განთავისუფლების ინჰიბირებით.

ეკონაზოლი

ეკონაზოლი არის იმიდაზოლის სინთეზური წარმოებული. მას აქვს სოკოს საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული ეფექტი. ახდენს ერგოსტეროლის ბიოსინთეზის ინჰიბირებას, რომელიც არეგულირებს მიკროორგანიზმების უჯრედის კედლის გამტარიანობას. ადვილად იხსნება ლიპიდებში და კარგად აღწევს ქსოვილებში. აქტიურია დერმატოფიტების Trichophyton, Microsporum, Epidermophyton წინააღმდეგ, საფუარი მსგავსი სოკოების Candida, Coryncbacterium minutissimum, ისევე როგორც Malassczia furfur (Pityrosporum orbiculare), რომელიც იწვევს სხვადასხვაფერ პიტირიაზს და ზოგიერთი გრამდადებით ბაქტერიების (სტრეპტოკოკები, სტაფილოკოკები) წინააღმდეგ.

 

ფარმაკოკინეტიკა

გენტამიცინი 

გარეგანი გამოყენებისას  შეიწოვება მცირე რაოდენობით. დაბალი აბსორბციის შედეგად პრაქტიკულად არ აქვს სისტემური ეფექტი.

დექსპანთენოლი

გარეგანი გამოყენებისას შეიწოვება და გარდაიქმნება პანტოტენის მჟავად, უკავშირდება პლაზმის ცილებს. პანტოტენის მჟავა ორგანიზმში არ განიცდის  მეტაბოლიზმს და გამოიყოფა უცვლელი სახით თირკმელების საშუალებით.

მომეტაზონი

გარეგანი გამოყენებისას მომეტაზონის  აბსორბცია დაბალია. დაუზიანებელ კანზე ერთჯერადი გამოყენებიდან (ოკლუზიური სახვევის გარეშე)  8 საათის შემდეგ სისტემურ სისხლის მიმოქცევაში აღინიშნება დოზის დაახლოებით 0.4%. ანთებითი და დაზიანებული კანის შემთხვევაში შეწოვა იზრდება. მომეტაზონი ინტენსიურად მეტაბოლიზდება ღვიძლში. ძირითადად გამოიყოფა თირკმელებით და მცირე რაოდენობით ნაღველში.

ეკონაზოლი

ეკონაზოლი გარეგანი გამოყენებისას, აღწევს კანის ყველა ფენაში და ფრჩხილის ფირფიტაში. თერაპიული კონცენტრაცია იქმნება ეპიდერმისის რქოვან და სხვა ფენებში, ისევე როგორც დერმაში. კანზე გამოყენებისას სისტემური შეწოვა უმნიშვნელოა. გამოყენებული დოზის 1% -ზე ნაკლები გამოიყოფა ნაწლავებისა და თირკმელების მეშვეობით.

 

გამოყენების ჩვენებები

ანთებითი გენეზის დერმატოზების მკურნალობა თანმხლები ბაქტერიული და მიკოზური ინფექციით ან მეორადი ინფექციის დიდი ალბათობით (მარტივი და ალერგიული დერმატიტი, ატოპიური დერმატიტი, ეგზემა, დერმატომიკოზი (დერმატოფიტოზი, კანდიდოზი, სხვადასხვაფერის პიტირიაზი), განსაკუთრებით საზარდულის არეში და დიდ ნაკეცებში, მარტივი ქრონიკული პიტირიაზი).

 

უკუჩვენებები

  • ჰიპერმგრძნობელობა დექსპანთენოლის, ეკონაზოლის, გენტამიცინის, მომეტაზონის ან პრეპარატის სხვა რომელიმე კომპონენტის მიმართ;
  • ვაქცინაციის შემდგომი კანის რეაქციები;
  • კანის ტუბერკულოზი;
  • სიფილისის კანის გამოვლინებები;
  • ჩუტყვავილა;
  • მარტივი ჰერპესი;
  • ღია ჭრილობების არეში გამოყენება, წყლულები;
  • ვარდისფერი ფერიმჭამელა;
  • პერიორალური დერმატიტი;
  • აკნე, კანის ატროფია, პერიანალური და გენიტალური ქავილი;
  • ძუძუთი კვების პერიოდი;
  • ბავშვთა ასაკი 18 წლამდე (ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის დადასტურებული).
  • სიფრთხილით
  • ორსულობა
  • კანის დიდ ფართობებზე გამოყენება;
  • ხანგრძლივი გამოყენება;
  • გამოყენება კანის მთლიანობის დარღვევისას;
  • ოკლუზიური სახვევის გამოყენებისას;
  • სახის კანზე და ინტერტროგინოზული კანიზე დატანა. 

 

გამოყენება ორსულობის დროს და ძუძუთი კვების პერიოდში

ორსულობა

ორსულობის დროს პრეპარატ ფორკორიუმის გამოყენების კონტროლირებადი კვლევები არ ჩატარებულა. ორსულობის დროს გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც დედისთვის სავარაუდო სარგებელი აღემატება ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს. ორსულობის დროს, თქვენ არ უნდა გამოიყენოთ პრეპარატი ფორკორიუმი კანის დიდ ფართობზე დიდი ხნის განმავლობაში.

ძუძუთი კვების პერიოდი 

ცნობილი არ არის, გარეგანი გამოყენებისას გკს თუ გადადის დედის რძეში. ამასთან დაკავშირებით, მეძუძური დედის მიერ შეწყვეტილი უნდა იყოს ძუძუთი კვება ან მეძუძური დედის მიერ ფორკორიუმის  გამოყენება.

 

გამოყენების წესი და დოზირება 

გარეგანი გამოყენებისათვის.

კრემი დაიტანება კანის დაზიანებულ ადგილებზე თხელი ფენად, ნაზად წაუსვით, დღეში 2-ჯერ, სანამ არ მიიღებთ დადებით კლინიკურ შედეგს. მკურნალობის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია, დამოკიდებულია დაზიანების ზომაზე, ადგილსა და დაავადების სიმძიმეზე და როგორც წესი გრძელდება 1-2 კვირა. ფეხის დერმატომიკოზის შემთხვევაში მკურნალობის საშუალო ხანგრძლივობა  შეადგენს 2-4 კვირას. პრეპარატ ფორკირიუმის გამოყენება 4 კვირაზე მეტი არ არის რეკომენდებული.

თუ მკურნალობის შემდეგ გაუმჯობესება არ აღინიშნება ან გამოჩნდება ახალი სიმპტომები, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. გამოიყენეთ პრეპარატი მხოლოდ იმ დოზებით და გამოყენების წესის შესაბამისად, რომელიც მოცემულია ინსტრუქციაში. საჭიროების შემთხვევაში, გამოყენებამდე გთხოვთ, გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან.

 

გვერდითი ეფექტი

გვერდითი ეფექტების განვითარების კლასიფიკაცია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად:

ძალიან ხშირად ≥ 1/10;

ხშირად ≥  1/100-დან <1/10 -მდე;

ნაკლებად ხშირად ≥  1/1000-დან <1/100 -მდე;

იშვიათად ≥ 1/10000-დან <1/1000-მდე;

ძალიან იშვიათად <1/10000, ცალკეული შეტყობინებების ჩათვლით;

სიხშირე უცნობია - შეუძლებელია არსებული მონაცემებით დაადგინეს სიხშირე.

 

იმუნური სისტემის დარღვევები:

ძალიან იშვიათად - ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ანგიონევროზული შეშუპება;

 

ნერვული სისტემის დარღვევები:

ძალიან იშვიათად - წვის შეგრძნება;

სიხშირე უცნობია - პარესთეზია.

 

მხედველობის ორგანოს დარღვევა:

სიხშირე უცნობია - მხედველობის დაბინდვა.

 

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები:

ხშირად - ქავილი, წვის შეგრძნება;

ძალიან იშვიათად - ფოლიკულიტი, ერითემა, კონტაქტური დერმატიტი, ჭინჭრის ციება, კანის აქერცვლა, პერიორალური დერმატიტი, კანის მაცერაცია, ატროფიული ზოლები (სტრიები), ტელეანგიოექტაზი;

სიხშირე უცნობია - მეორადი ინფექცია, ფურუნკულოზი, გაღიზიანება, კანის სიმშრალე, კანის ატროფია, პიგმენტაციის ცვლილება, ჰიპერტრიქოზი, აკნეფორმული დერმატიტი, კანის ადგილობრივი ატროფია.

 

ზოგადი დარღვევები და რეაქციები დატანის ადგილზე:

ხშირად - ტკივილი დატანის ადგილზე;

იშვიათად - დისკომფორტის შეგრძნება, შეშუპება.

 

გკს-ის გარეგანი ფორმების დიდი ხნის განმავლობაში და / ან კანის დიდ ფართობებზე ან ოკლუზიური ნახვევით გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს გლუკოკორტიკოსტეროიდებისთვის  დამახასიათებელი სისტემური მოქმედების  გვერდითი მოვლენები, მათ შორის თირკმელზედა უკმარისობა და იცენკო-კუშინგის სინდრომი.

 

დოზის გადაჭარბება

გკს-ის მაღალი დოზით ხანგრძლივი  ადგილობრივი გამოყენებისას, თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დათრგუნვამ შესაძლებელია გამოიწვიოს თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის განვითარება და ჰიპერკორტიციზმის სიმპტომები, მათ შორის იცენკო-კუშინგის სინდრომი.

გენტამიცინის ერთჯერადი დოზის გადაჭარბებას არ ახლავს რაიმე სიმპტომების გამოვლენა. ხანგრძლივმა ან რეკომენდებულზე მეტი დოზის გამოყენებამ, შეიძლება გამოიწვიოს დაზიანების ადგილზე არამგრძნობიარე მიკროფლორის მნიშვნელოვანი ზრდა, მათ შორის სოკოვანი.

ეკონაზოლის გარეგანი გამოყენებისას ერთადჯერადი დოზის გადაჭარბება არ იწვევს რაიმე სიმპტომების გამოვლენას.

დექსპანთენოლის დოზის გადაჭარბებით გარეგანი გამოყენებისას, არ არის მოსალოდნელი რაიმე სიმპტომების გამოვლინება.

 

მკურნალობა

სიმპტომური. ჰიპერკორტიციზმის მწვავე სიმპტომები ჩვეულებრივ შექცევადია. საჭიროების შემთხვევაში, ნაჩვენებია წყალ-ელექტროლიტური ბალანსის კორექცია, მედიკამენტის გამოყენების შეჩერება. არამგძნობიარე მიკროორგანიზმების უკონტროლო ზრდის შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს და შეირჩეს შესაბამისი მკურნალობა.

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

კვლევები პრეპარატი ფორკორიუმის სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედების შესახებ არ ჩატარებულა, მაგრამ არ არის რეკომენდებული სხვა გარეგანი გამოყენების პრეპარატებთან ერთდროულად გამოყენება.

ეკონაზოლი, რომელიც შედის პრეპარატ ფორკორიუმის  შემადგენლობაში, არის CYP3A4 / 2C9 ინჰიბიტორი.

დაბალი სისტემური შეღწევადობის გამო, კანზე გამოყენებისას, კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედებების განვითარება ნაკლებად სავარაუდოა. ამავდროულად, დაფიქსირდა პერორალურ ანტიკოაგულანტებთან ურთიერთქმედების შემთხვევები. პაციენტები, რომლებიც იღებენ ანტიკოაგულანტებს, მაგალითად ვარფარინს ან აცენოკუმაროლს, უნდა იყვნენ ფრთხილად და ასევე აკონტროლონ ანტიკოაგულანტური ეფექტი.

 

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატი ფორკორიუმი არ არის განკუთვნილი ოფთალმოლოგიაში გამოყენებისთვის. დაუშვებელია პრეპარატის მოხვედრა თვალებში და პერიორბიტალურ არეში.

თვალში შემთხვევით მოხვედრის დროს ჩამოიბანეთ სუფთა წყლით ან ფიზიოლოგიური ხსნარით და სიმპტომების შენარჩუნების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

რეკომენდებული არ არის პრეპარატის გამოყენება ოკლუზიურ სახვევებში, გარდა საჭიროების შემთხვევისა.

არ უნდა იქნას გამოყენებული წვივის ვარიკოზული ტროფიკული წყლულების სამკურნალოდ და ღია ჭრილობების შემთხვევაში.

სხეულის ზოგიერთი ნაწილში (საზარდულის ნაკეცები, იღლიის ფოსოები და პერიანალური არე) არსებობს ზოლების (სტრიების) განვითარების მაღალ რისკი, შესაბამისად, სხეულის ამ ნაწილებში პრეპარატის ხანგრძლი გამოყენება უნდა შეიზღუდოს.

თუ პრეპარატი ფორკორიუმის გამოყენებისას აღინიშნება გაღიზიანება ან მომატებული მგრძნობელობის ნიშნები, მკურნალობა უნდა შეწყდეს და პაციენტისთვის უნდა შეირჩეს მკურნალობის სხვა კურსი.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენა, რომლებიც გვხვდება გკს სისტემური გამოყენებისას, მათ შორის თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დათრგუნვა, ასევე შეიძლება აღინიშნოს გკს-ს გარეგანი გამოყენების შემთხვევაში. ადგილობრივი გკს-ს სისტემური აბსორბცია შეიძლება გაიზარდოს ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში, სხეულის ფართო ზედაპირების მკურნალობისას ან ოკლუზიური  ნახვევის გამოყენებისას. ასეთ შემთხვევებში შესაძლოა განვითარდეს სისტემური  გკს-თვის დამახასიათებელი

 

გვერდითი მოვლენები.

გკს-ს სისტემური და ადგილობრივი (მათ შორის ინტრანაზალური, ინჰალაციით და ინტრაოკულური) გამოყენების შემთხვევაში, შეიძლება აღინიშნოს მხედველობის დარღვევა. თუ პაციენტს აქვს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ბუნდოვანი მხედველობა ან მხედველობის სხვა დარღვევა, რეკომენდებულია პაციენტმა მიმართოს ოფთალმოლოგს,  რომ გამოვლინდეს მხედველობის  დარღვევების შესაძლო მიზეზები, მათ შორის, კატარაქტა, გლაუკომა ან იშვიათი დაავადებები, მაგალითად, ცენტრალური სეროზული ქორიორეტინოპათია (ცსქ), რომლებიც აღინიშნებოდა ზოგიერთ შემთხვევაში გკს-ის  სისტემური და ადგილობრივი გამოყენებისას.

უნდა გვახსოვდეს, რომ გკს აქვთ უნარი შეცვალონ კანის  გარკვეული დაავადებების გამოვლენა, რამაც შეიძლება გაართულოს დიაგნოზირება. გარდა ამისა, კორტიკოსტეროიდების გამოყენება შეიძლება იყოს ჭრილობების შეხორცების შეფერხების მიზეზი. სიფრთხილით გამოიყენეთ კანის ატროფიული ცვლილების მქონე პირებში, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში.

გკს-ით ხანგრძლი მკურნალობის უეცარმა შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს მოხსნის სინდრომის განვითარება, რომელიც ვლინდება ინტენსიური დერმატიტის ფორმით, კანის სიწითლე და წვის შეგრძნება. ამიტომ, მკურნალობის ხანგრძლივი კურსის შემდეგ, პრეპარატ ფორკირიუმის მოხსნა უნდა მოხდეს თანდათანობით, მაგალითად, წყვეტილი მკურნალობის რეჟიმი, ვიდრე სრულად შეწყდება გამოყენება.

გარეგანი გამოყენებისას გენტამიცინის სისტემური შეწოვა შეიძლება გაიზარდოს, თუ იგი გამოიყენება კანის დიდ ფართობზე, განსაკუთრებით ხანგრძლივი მკურნალობისას ან კანის ნახეთქების არსებობის შემთხვევაში. ასეთ შემთხვევებში, არსებობს გენტამიცინის შეწოვის პოტენციური შესაძლებლობა და შესაბამისად ოტოტოქსიურობის სიმპტომების და სხვა არასასურველი მოვლენების განვითარება, რომელიც დამახასიათებელია გენტამიცინის სისტემური გამოყენებისას.

შესაძლოა, ამინოგლიკოზიდური ჯგუფის ანტიბიოტიკების მიმართ ჯვარედინი ალერგიული რეაქციების განვითარება.

გენტამიცინის ხანგრძლივი გარეგანი გამოყენებისას შეინიშნება არამგძნობიარე მიკროფლორის ზრდა. მოცემულ  შემთხვევაში, ისევე როგორც გაღიზიანების, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების და სუპერინფექციის განვითარების  შემთხვევაში, მკურნალობა უნდა შეწყდეს და დანიშნოს შესაბამისი მკურნალობის კურსი.

გავლენა სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარებზე

არ არსებობს მონაცემები ფორკორიუმის უარყოფითი მოქმედებების შესახებ სანტრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე, აგრეთვე სხვა მოქმედებების შესრულებაზე, რომლებიც მოითხოვს კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.

პაციენტები უნდა იყვნენ გაფრთხილებული ბუნდოვანი მხედველობის განვითარების შესაძლებლობის შესახებ. არასასურველი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, თავი უნდა შევიკავოთ მითითებული საქმიანობის შესრულებისგან.

 

გამოშვების ფორმა

კრემი გარეგანი გამოყენებისთვის.

15 გ ალუმინის ტუბში. დალუქული პოლიმერული თავსახურით.

თითოეული ტუბი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია  მუყაოს კოლოფში.

 

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25 °C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

 

ვარგისობის ვადა

2 წელი

არ გამოიყენოთ  ვარგისობის ვადის ამოწურვის  შემდეგ.

 

გაცემის პირობა

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -III , გაიცემა რეცეპტის გარეშე

 

იურიდიული პირი, რომლის სახელზეც გაცემულია სარეგისტრაციო მოწმობა:

სს "ვერტექს", რუსეთი

იურიდიული მისამართი:

197350, ქ. სანქტ-პეტერბურგი, კამენკის გზა, სახ. 62, ლიტ. A.

მწარმოებელი:

სს "ვერტექს", რუსეთი

წარმოების მისამართი: ქ. სანქტ-პეტერბურგი, ვასილიევსკის კუნძული, ხაზი 24, სახ. 27, ლიტ. A.

ხარისხის კონტროლის გამშვები: ქ. სანქტ-პეტერბურგი, კამენკის გზა , 62, ლიტ. A.

მომხმარებელთა პრეტენზიების მიმღები ორგანიზაცია:

სს "ვერტექს", რუსეთი

199106, სანქტ-პეტერბურგი, ვასილიევსკის კუნძული,  ხაზი 24, სახ. 27, ლიტ. A.   ტელ/ფაქსი

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.