ფლუკონაზოლი პოლფარმექსი
FLUCONAZOLE
შემადგენლობა: 10მლ შეიცავს: ფლუკონაზოლი - 50 მგ კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: აზოლის ჯგუფის სოკოს საწინააღმდეგო საშუალება ფარმაკოლოგიური თვისებები: ფლუკონაზოლი, სინთეზური ტრიაზოლის წარმოებული, წარმოადგენს აზოლის ჯგუფის სოკოს საწინააღმდეგო აგენტს. ფლუკონაზოლი სოკოს უჯრედებში ერგოსტეროლის ბიოსინთეზის ინჰიბიტორია. ერგოსტეროლის ლიპიდების დონის შემცირება ცვლის სოკოს უჯრედების მემბრანის თხევადობას. საბოლოოდ, წყდება ქიტინის ბიოსინთეზი და საფუარის სოკოს უჯრედების დაყოფა.ჩვენებები: - ვაგინალური კანდიდოზის, ორალური კანდიდოზის, ეზოფაგური კანდიდოზის, ოროფარინგეალური კანდიდოზის, კანდიდათი გამოწვეული პერიტონიტის, საშარდე გზების კანდიდოზის სამკურნალოდ; - სისტემური კანდიდოზური ინფექციის სამკურნალოდ, მათ შორის, კანდიდემია, დისემინირებული კანდიდოზი, ფილტვის კანდიდოზი; - კრიპტოკოკული მენინგიტის სამკურნალოდ; - ქიმიოთერაპიის და (ან) რადიოთერაპიის დროს, კანდიდოზის პრევენციისთვის; - ძვლის ტვინის გადანერგვის შემდეგ, კანდიდოზის პრევენციისთვის. დოზირების რეჟიმი მოზარდები 13 წელზე ზევით და მოზრდილები: თერაპიული გამოყენება: - ვაგინალური კანდიდოზი: 150 მგ (30 მლ) ერთხელ დღეში; - ორალური კანდიდოზი: რეკომენდებული დოზაა 50 მგ (10 მლ) ერთხელ დღეში, 7-14 დღის განმავლობაში. მძიმე შემთხვევებში, დოზა შეიძლება გაიზარდოს 100 მგ (20 მლ)-მდე, ერთხელ დღეში. - ეზოფაგური კანდიდოზი: რეკომენდებული დოზაა 50 მგ (10 მლ) დღეში. მძიმე შემთხვევებში, დოზა შეიძლება გაიზარდოს 100 მგ (20 მლ)-მდე, დღეში. მკურნალობა, ჩვეულებრივ, 14-30 დღეზე მეტ ხანს არ გრძელდება. - სისტემური კანდიდოზური ინფექციები, მათ შორის, კანდიდემია, დისემინირებული კანდიდოზი და ინვაზიური კანდიდოზის სხვა ფორმები (ფილტვის კანდიდოზი, კანდიდათი გამოწვეული პერიტონიტი, საშარდე გზების კანდიდოზი): პირველ დღეს 400მგ (80 მლ) ფლუკონაზოლი დღეში, შემდეგ კი 200 მგ (40 მლ). კლინიკური პასუხის მიხედვით, დოზა შეიძლება გაიზარდოს 400 მგ (80 მლ)-მდე დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია კლინიკურ პასუხზე. - კრიპტოკოკული მენინგიტი: ფლუკონაზოლის დოზა პირველი დღისთვის არის 400 მგ (80 მლ), შემდეგ კი 200 მგ (40 მლ) - 400 მგ (80 მლ) ერთხელ დღეში. მკურნალობა, ჩვეულებრივ, გრძელდება თავზურგტვინის სითხის სტერილურობის მიღწევიდან კიდევ 6-8 კვირის განმავლობაში. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია კლინიკურ ეფექტზე. უკუჩვენებები: ნუ მიიღებთ ფლუკონაზოლ პოლფარმექსს, თუ ალერგიული ხართ მისი ინგრედიენტების ან აზოლის სხვა წარმოებულების მიმართ. ნუ მიიღებთ ფლუკონაზოლ პოლფარმექსს ტერფენადინთან, პიმოზიდთან, ასტემიზოლთან და ცისაპრიდთან ერთად. ფლუკონაზოლი პოლფამექსის გამოყენება მოითხოვს განსაკუთრებულ სიფრთხილეს შემდეგ პაცეინტებში: - შიდსით ან სიმსივნით დაავადებული; - ჰეპატობილიარული დარღვევების მქონე (აუცილებელია ღვიძლის ბიოქიმიური პარამეტრების რეგულარული კონტროლი. ღვიძლის უკმარისობის გამოვლენის შემთხვევაში, ფლუკონაზოლით მკურნალობა უნდა შეწყდეს). - ზედაპირული სოკოვანი ინფექციებით (გამონაყარის შემთხვევაში, ფლუკონაზოლით მკურნალობა უნდა შეწყდეს). - სისტემური კანდიდოზით ან ინვაზიური სისტემური კანდიდოზით (გამონაყარის შემთხვევაში, ფლუკონაზოლით მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს. ვეზიკულური ცვლილებების ან მულტიფორმული ერითემის შემთხვევაში, მკურნალობა უნდა შეწყდეს). გამოშვების ფორმა სიროფი: ფლაკონში 150მლ. მწარმოებელი: POLFARMEX S.A.