newhospitals

ფლუკოლდ–ენ

ფლუკოლდ–ენ
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
9306ნახვა

შემადგენლობა:

პარაცეტამოლი - 500მგ ქლორფენირამინ მალეატი - 2მგ კოფეინი - 30მგ ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი - 5მგ

 

სხვა ინგრედიენტები:

სახამებელი,ჟელატინი ნატრიუმის ბენზოატი, ტალკი,მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის სახამებელ-გლიკოლატი, მუქი წითელი საღებავი.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფლუკოლდ -N კომბინირებული პრეპარატია. პარაცეტამოლის ანალგეზიური მოქმედება მოიცავს ცენტრალურ და პერიფერიულ ნერვულ სისტემაზე გავლენას. სიცხის დამწევი მოქმედება განპირობებულია ჰიპოთალამუსის მარეგულირებელ ცენტრებზე გავლენით. კოფეინი ახდენს ცნს-ზე მასტიმულირებელ ზეგავლენას, ძირითადად თავის ტვინის ქერქზე, სასუნთქ და სისხლძარღვების მამოძრავებელ ცენტრებზე, ზრდის გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას, ამცირებს ძილიანობას, დაღლილობის შეგრძნებას დაამცირებს ცნს-ის დამთრგუნველი საშუალებების მოქმედებას. კოფეინი ავლენს გამოხატულ ზემოქმედებას გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. აძლიერებს გულისცემის სიხშირეს და ძალას, არტერიულ წნევას ჰიპოტენზიის დროს, ავლენს ზომიერ დიურეზულ ეფექტს. აძლიერებს კუჭის ჯირკვლების სეკრეციას. ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი- ალფა ადრენერგული საშუალებაა, რომელსაც არ გააჩნია ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე გამაღიზიანებელი ზემოქმედება. ის უპირატესად ავლენს ადრენერგულ რეცეპტორებზე ზემოქმედებას. ხშირად გამოიყენება კომბინირებულ პრეპარატებში, გაციების სიმპტომების შესამსუბუქებლად. ქლორფენირამინის მალეატი- ალერგიის საწინააღმდეგო საშუალება. მიეკუთვნება ჰ1 ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორების ჯგუფს. ავლენს ზომიერად გამოხატულ სედატიურ ეფექტს. გააჩნია ანტიმუსკარინული აქტივობა. ფლუკოლდ-N მრავალკომპონენტიანი პრეპარატია. კომპონენტები მოქმედებენ ერთობლივად, ამიტომ ფარმაკოკინეტიკური კვლევების ჩატარება ძალიან რთულია. ყველა კომპონენტის დინამიკის გამოკვლევა მარკერების და ბიოლოგიური მეთოდების დახმარებით ვერ ხერხდება.


ჩვენება:

გაციების და გრიპის სხვადასხვა გამოვლინებების: რინიტის, ცხვირის დაცობის, თავის ტკივილის, ცხელების სიმპტომების შესამსუბუქებლად.

 

გამოყენება:

მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები - 1 ტაბლეტი დღეში 3-4 ჯერ; ბავშვები 6-12 წლამდე -1/2 ტაბლეტი დღეში 3-4 ჯერ; ბავშვები 2-6 წლამდე -1/4 ტაბლეტი დღეში 3-4 ჯერ.

 

უკუჩვენება:

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტებზე, ორსულობა, ლაქტაცია, 2 წლამდე ასაკი.

 

გვერდითი ეფექტები:

უმეტეს შემთხვევაში პრეპარატი კარგი ამტანობით ხასიათდება. შესაძლებელია ტაქიკარდია, არტერიული წნევის მომატება, თავბრუსხვევა, ძილიანობა, ლორწოვანი გარსების სიმშრალე, მადის გაუარესება,საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გაღიზიანება, ცნს-ის სტიმულაცია, გულისრევა, ღებინება, კანის ალერგიული რეაქციები.

 

განსაკუთრებული მითითებები:

სიფრთხილით ენიშნებათ ღვიძლის უკმარისობით,ასევე გლაუკომის, შარდის შეკავების, წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზმიის, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გაუვალუბის, ეპილეფსიის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მძიმე დაავადებების დროს და ასევე ხანდაზმულ ასაკში. მკურნალობის დროს სასურველია სატრანსპორტო საშუალებების, მექანიზმების მართვისგან და სხვა სახიფათო ქმედებისგან თავის შეკავება.პრეპარატით მკურნალობის დროს ალკოჰოლის გამოყენება არ შეიძლება.

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

ფლუკოლდ-N-ის გამოყენებისას ჰეპატოტოქსიკურ საშუალებებთან ერთად. შეიძლება გაიზარდოს ჰეპატოქსიკური მოქმედება. მეტოკლოპრამიდი აჩქარებს პარაცეტამოლის აბსორციას. პრობენიციდი გავლენას ახდენს პარაცეტამოლის პლაზმაში კონცენტრაციაზე და ექსკრეციაზე. სხვა ანტივიტამინური პრეპარატების მსგავსად, ქლორფენირამინის მალეატი აძლიერებს იმ სედატიური პრეპარატების ეფექტს, რომლებიც ერთობლივი გამოყენების დროს იწვევენ ცნს-ის დათრგუნვას.

 

ჭარბი დოზირება:

შეიძლება ადგილი ჰქონდეს მადის უქონლობას, ღებინებას, მძიმე შემთხვევებში - ჰეპატონეკროზს.

 

მკურნალობა:

კუჭის ამორეცხვა, სიმპტომური მკურნალობა.

 

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ დაცულ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.


გამოშვების ფორმა:

ტაბლეტი N4 და N200

 

აფთიაქიდან გაცემის წესი:

ურეცეპტოდ.


მწარმოებელი:

ნაბროს ფარმა პვტ. ლტდ ნ.ჰ. N8 გუჯარატის შტატი. კჰედა -387411 ინდოეთი

 

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.