ფლუდიტეკი 0.15% 150მლ ხსარი
შემადგენლობა:
პერორალურად მისაღები ხსნარის 100მლ შეიცავს: აქტიური ნივთიერება:დექსტრომეტორფანის ჰიდრობრომიდი - 150მგ; დამხმარე ნივთიერება: მალტოლის ხსნარი, კალიუმის სორბატი, გარგარის არომატიზატორი, მოყვითალო-ნარინჯისფერი საღებავი, გამოხდილი წყალი. გამოშვების ფორმა:
150 მლ ყავისფერი მინის გამჭვირვალე ფლაკონი. შეფუთვაშია ერთი ფლაკონი გამჭვირვალე ბლანტი, მოყვითალო-ნარინჯისფერი, გარგლის არომატიზატორის მქონე ხსნარი. ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ცენტრალური მოქმედების ხველის საწინააღმდეგო საშუალება. დექსტრომეტორფანის ჰიდრობრომიდი წარმოადგენს ცენტრალური მოქმედების ხველის საწინააღმდეგო საშუალებას. თერაპიულ დოზებში არ იწვევს სუნთქვის ცენტრის დათრგუნვასა და მიჩვევას. ფარმაკოკინეტიკა:
პარორალურად მიღებისას დექსტრომეტორფან ჰიდრობრომიდი განიცდის ღვიძლში ნაწილობრივ მეტაბოლიზმს. გამოიყოფა შარდით უცვლელი ან დიმეთილირებული მეტაბილიტების სახით. ჩვენება:
მშრალი, შემაწუხებელი ხველის მკურნალობა. უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ; ბრონქული ასთმა; სუნთქვის უკმარისობის ნიშნები; მაო-ს ინჰიბიტორებით მკურნალობის პერიოდში; ლაქტაციის პერიოდი; 15 წლამდე ასაკის ბავშვებში. განსაკუთრებული მითითებები:
ბრონქებისა და ფილტვების ქრონიკული დაავადებების შემთხვევაში, რომელთაც თან ახლავს ნახველის გამოყოფა, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია. არ შეიძლება ამ პრეპარატით სველი ხველის მკურნალობა. სხეულის ტემპერატურის მომატებისას, აგრეთვე მდგომარეობის გაუარესებისას ან ხუთდღიანი მკურნალობის კურსის არაეფექტურობის შემთხვევაში არ არის მიზანშეწონილი რეკომენდებული დოზის მომატება და ხველის სხვა საწინააღმდეგო საშუალებების მიღება. ამ დროს საჭიროა მიმართოთ ექიმს. პრეპარატის მიღება არ შეიძლება ბრონქული ლორწოს გამათხიერებელ (ამოსახველებელ და მუკოლიზურ პრეპარატებთან) საშუალებებთან ერთად. პრეპარატის ერთი სუფრის კოვზი შეიცავს 7,8 მგ კალიუმს, რაც აუცილებელია გავითვალისწინოთ დღის რაციონის შედგენისას. თირკმლის უკმარისობისას პრეპარატის მიღება შესაძლებელია მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. პრეპარატის შემადგენლობაში მალტიტოლის არსებობის გამო მისი მიღება არ არის რეკომენდებული ფრუქტოზის აუტანლობის დროს (ნივთიერებათა ცვლის მემკვიდრეობითი დაავადება). პრეპარატი ზოგიერთ შემთხვევაში იწვევს ფარულ ან გარდამავალ ძილიანობას ან თავბრუსხვევას, რაც საშიშია მძღოლებისა და იმ პირებისათვის, რომლებიც მუშაობენ მანქანა-დანადგარებთან. პრეპარატის რამდენჯერმე მიღების შემდეგ ეს სიმპტომები მცირდება. ზოგიერთ შემთხვევაში მკურნალობის დაწყება უმჯობესია საღამოს. მსგავსი მოვლენები ძლიერდება ალკოჰოლის მიღების ფონზე.ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობის დროს პრეპარატის მიღება შესაძლებელია ხანმოკლე კურსით (რამოდენიმე დღე) და დოზირება არ უნდა აღემატებოდეს რეკომენდებულს. მიღების წესი და დოზირების რეჟიმი:
ერთი სუფრის კოვზი შეიცავს 22,5მგ დექსტრომეტორფანის ჰიდრობრომიდს. მიიღება თითო სუფრის კოვზი დღეში 1-4 ჯერ, პრეპარატის მიღებათა შორის ინტერვალი არ უნდა იყოს 4 საათზე ნაკლები. არ შეიძლება ხუთ სუფრის კოვზზე მეტის მიღება დღეღამეში. მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5 დღეს. შესაძლებელია პრეპარატის მიღება ხველის შეტევის პერიოდში რეკომენდებული დოზით. ხანდაზმულ ასაკში ან ღვიძლის უკმარისობის შემთხვევაში პირველად მიღებისას ერთჯერადი დოზა მცირდება ორჯერ, ტოლერანტობიდან გამომდინარე შესაძლებელია დოზის მომატება რეკომენდებულ დოზამდე. გვერდითი მოვლენები:
ცენტრალური-ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა და ძილიანობა. კუჭ-ნაწლავის მხრივ: გულისრევა, ღებინება, ყაბზობა. მალტიტოლის არსებობის გამო შესაძლებელია საჭმლის მონელების დარღვევა და დიარეის განვითარება. ალერგიული რეაქციები (გამონაყარი კანზე, ურტიკარია, კვინკეს შეშუპება, იშვიათ შემთხვევაში ბრონქოსპაზმი). ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, თავბრუსხვევა, მომატებული აგზნებადობა, გაღიზიანებადობა, ორიენტაციის დარღვევა, ძილიანობა. მძიმე შემთხვევაში შესაძლებელია კომის განვითარება, სუნთქვის ცენტრის დათრგუნვა, კრუნჩხვები. მკურნალობა: სუნთქვის დათრგუნვის დროს: ნალოქსონი, ხელოვნური სუნთქვა. კრუნჩხვისას: ბენზოდიაზეპინი. სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
უკუნაჩვენებია ერთდროული მკურნალობა: სელექტიურ და არასელექტიურ MAO-ს ინჰიბიტორებთან (მოკლობემიდი, ტოლაქსოტონი) ერთდროული გამოყენება სეროტონინერგული სინდრომის განვითარების რისკის არსებობის გამო (ტაქიკარდია, ოფლიანობა, ტრემორი, ორიენტაციის დარღვევა, დიარეა, კომა). არ არის რეკომენდებული ერთდროული გამოყენება:
ალკოჰოლის მიღება მკურნალობის პერიოდში აძლიერებს სედატიურ მოქმედებას ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, აქვეითებს ყურადღების კონცენტრაციას, რაც საშიშია ავტომობილის მართვისას და ავტომატური დანადგარებთან მუშაობისას. საფრთხილოა ერთდროული გამოყენება: ერთდროული გამოყენება პრეპარატებისა, რომლებიც ახდენენ დეპრესიულ მოქმედებას ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე - მორფინის წარმოებულები (ოპიოიდური ანალგეზიური საშუალებები, ცენტრალური მოქმედების ხველის საწინააღმდეგო პრეპარატები და მისი ანალოგები), ნეიროლეფსიური საშუალებები, ბარბიტურატები, ბენზოდიაზეპინი და სხვა ჯგუფის ანქსიოლიზური საშუალებები, საძილე პრეპარატები, სედატიური ანტიდეპრესანტები, H1 ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორები, კლონიდინი და მისი ანალოგები, ბაკლოფენი, ტალიდომიდი - შესაძლებელია ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვა, ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება, რაც სახიფათოა ავტომობილის მართვისას და ავტომატურ დანადგარებთან მუშაობისას. მორფინის წარმოებულები (ოპიოიდური ანალგეზიური საშუალებები, ცენტრალური მოქმედების ხველის საწინააღმდეგო პრეპარატები და მისი ანალოგები) აგრეთვე შესაძლებელია გააძლიერონ სუნთქვის დათრგუნვა და დეპრესიული სინდრომი, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში. იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ არასასურველი ურთიერთქმედება სხვადასხვა სამკურნალო საშუალებებთან, საჭიროა აცნობოთ ექიმს, თუ რა პრეპარატებს ღებულობთ. შენახვის პირობები და ვადა:
პრეპარატი ინახება ბნელ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე არა უმეტეს 25°C. მოარიდეთ ბავშვებს. პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. მწარმოებელი:
ლაბორატორია ინოტექ ინტერნასიონალი, ინოტერა შუზი, საფრანგეთი,