newhospitals

ფლუცინარი N (FLUCINAR N)

ფლუცინარი N (FLUCINAR N)
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
8237ნახვა

FLUOCINOLONE ACETONIDE; NEOMYCIN Pharmaceutical Company JELFA S.A., პოლონეთი

 

ათქ კლასიფიკაციის კოდი:

D07CC02

 

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

მალამო: ტუბში 15 გ 1 გ ფლუოცინოლონის აცეტონიდი - 0.25 მგ ნეომიცინის სულფატი - 5 მგ

 

დამხმარე ნივთიერებები:

პროპილენგლიკოლი, თხევადი პარაფინი, უწყლო ლანოლინი, თეთრი ვაზელინი. კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პრეპარატი ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით გარეგანი გამოყენებისათვის.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:

მალამო შეიცავს ფლუოცინოლონის აცეტონიდს, გლუკოკორტიკოსტეროიდს, რომელსაც გააჩნია ძლიერი ანთების საწიანააღმდეგო, ანტიექსუდაციური, ანტიალერგიული და ქავილის საწინააღმდეგო მოქმედება, ასევე ანტიბიოტიკ ნეომიცინს, რომელსაც გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ჩვენებები ეგზემის სხვადასხვა ფორმები, ფსორიაზი, კანის სებორეული ანთება, ბრტყელი ლიქენი, ჟილბერის ვარდისფერი ლიქენი. მწვავე ეგზემატოზური მდგომარეობები, გართულებული მეორადი ბაქტერიული ინფექციით. ვინაიდან კრემს გააჩნია ფუძე მააბსორბირებელი თვისებებით, იგი აჩქარებს გამოშრობის პროცესს ექსუდაციური ცვლილებების დროს.

 

დოზირების რეჟიმი:

პრეპარატი ინიშნება ადგილობრივად 2-3 ჯერ დღეში. ქრონიკული პროცესების და ისეთი მდგომარეობის დროს, რომელიც არ ექვემდებარება მკურნალობას, მალამო და კრემი გამოიყენება ოკლუზიური საფენის სახით.

 

უკუჩვენებები:

კანის ბაქტერიული, სოკოვანი, ვირუსული, ჩირქოვანი და ტუბერკულოზური ინფექციები.

 

შენახვის პირობები და ვადა:

პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას. Pharmaceutical Company JELFA S.A.

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.