ფლამინი 0.05გ #30ტ
შემადგენლობა:
1 ტაბლეტი შეიცავს:ფლამინს 0,05გ;
დამხმარე საშუალებები: რძის შაქარი, კარტოფილის სახამებელი, სიმინდის სახამებელი, კალციუმის სტეარატი, მაგნიუმის ფუძე კარბონატი. გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ბილიარული პათოლოგიის სამკურნალო საშუალება. ათქ: A05 AX10 ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფლამინი წარმოადგენს მშრალ, გაწმენდილ პოლიფენოლურ სამკურნალო საშუალებას
ძირითადი მოქმედი ნივთიერებები წარმოდგენილია ფლავონოიდური გლიკოზიდებით (კემპფეროლი, სალიპურპუროზიდი, იზოსალიპურპუროზიდი), ფლავონოიდებით (ნარინგენინი, აპიგენინი).
ფლამინი მიკუთვნება ნაღვლმდენ სამკურნალო საშუალებებს. პრეპარატი იწვევს ნაღველის და ნაღვლის მჟავების წარმოქმნას, მათ ელიმინაციას სანაღვლე გზებში, ასევე ამცირებს ანთებით პროცესს ღვიძლის პარენქიმაში და სანაღვლე გზებში, აუმჯობესებს სისხლმიმოქცევას ღვიძლში. ჩვენება:
.პრეპარატი ინიშნება ქრონიკული ქოლეცისტიტის, ჰეპატიტის, სანაღვლე გზების დისკინეზიის დროს. დოზირება და მიღების წესი:
ფლამინი ინიშნება პერორალურად, 1 ტაბლეტი ჭამამდე 30 წუთით ადრე 3 ჯერ დღეში თბილი ანადუღარი წყლის მცირე რაოდენობის მიყოლებით (1/2 ჭიქა).
ბავშვებში 3 წლის ასაკიდან 7 წლამდე - 1/2½ ტაბლეტი, 7 წლის ასაკიდან 12 წლამდე - ¾3/4 ტაბლეტი; 12 წლის ასაკის ზევით - 1 ტაბლეტი 3 ჯერ დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობის კურსი გრძელდება 10-40 დღე და დამოკიდებულია პრეპარატი ეფექტურობაზე, დაავადების ფორმაზე და მიმდინარეობაზე. გვერდითი მოვლენები:
გამოვლენილი არ არის. წინააღმდეგჩვენება:
ობტურაციული სიყვითლე. კალკულოზური ქოლეცისტიტი (კონკრემენტები დიამეტრით 1სმ. არ ინიშნება ბავშვებში 3 წლამდე ასაკის. გამოყენების თავისებურება:
არ არის მონაცემები პრეპარატის გამოყენების შესახებ ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში. შენახვის ვადა და პირობები:
პრეპარატი ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას. ვარგისიანობა - 5 წელი. გაცემის წესი: ურეცეპტოთ შეფუთვა:
30 ცალი ტაბლეტი შუშის ქილებში. მწარმოებელი და მისი მისამართი:
АО «ГАЛИЧФАРМ »
УКРАИНА