newhospitals

ფლ10ტოქსანი 200მგ #

ფლ10ტოქსანი 200მგ #
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
3884ნახვა

შემადგენლობა: 

თითოეული აბი შეიცავს 200-400 მგ ოფლოქსაცინს აქტიური ნივთიერების სახით, აგრეთვე, ტიტანიუმის დიოქსიდს ფერის მისაცემად.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფლოქსანი ფტორქინოლონების ჯგუფის ფართო სპექტრის ანტიმიკრობული პრეპარატია. ფლოქსანის ბაქტერიციდული მოქმედება დაკავშირებულია ბაქტერიის უჯრედში ფერმენტ დნმ-ჰირაზას ბლოკადასთან. მაღალაქტიურია მრავალი მიკროორგანიზმის მიმართ: Eschenchia coli, Salmonella spp.,Shigella spp., Proteus mirabilis, Morganell Morganii., Klebsiella spp., (მათ შორის Klebsiella pneumoniae) Enterobacter spp., Serratia spp., Citrobacter spp., Yersinia spp., Providencia spp., Haemophilus infuenzae, Neisseria gonorrhoeae, Neisseria meningitidis, Mycoplasma spp., Legionella pneumophilia., Acinetobacter spp., Chlamidia spp., აგრეთვე, აქტიურია ზოგიერთი გრამდადებითი ბაქტერიის მიმართ: Staphylococcus spp., Streptococcus spp., (განსაკუთრებით, ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკი). ზომიერი აქტიურობით ხასიათდება Enterococcus faecalis, Pseudomonas spp. მიმართ.
ოფლოქსაცინი აქტიურია ბეტა-ლაქტამაზა მაპროდუცირებელი მიკროორგანიზმების მიმართ.
ორალური მიღების შემდეგ, ოფლოქსაცინი ელიმინირდება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან 0.5-1.3 სთ-ში და აღწევს მაქსიმალურ კონცენტრაციას სისხლში. ბიოშეღწევადობა შეადგენს პრაქტიკულად 100 %-ს. ნახევრადგამოყოფის პერიოდი 5-6 საათია. მიღებული დოზის 90% ელიმინირდება ძირითადად თირკმელებით შეუცვლელი სახით. მეტაბოლიზირდება 5%. საკვების მიღება ელიმინაციაზე არ მოქმედებს. პრეპარატი მაღალი კონცენტრაციებით გროვდება ქსოვილებსა და ორგანიზმის სითხეებში. ოფლოქსაცინის 25 % უკავშირდება სისხლის პროტეინებს.

 

ჩვენება:
• გინეკოლოგიური ინფექციები (ცერვიციტი, სალპინგოოოფორიტი, ენდომეტრიტი, პარამეტრიტი);
• შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები (ცისტიტი, ურეთრიტი, რომელიც, აგრეთვე გამოწვეულია ქლამიდიით, ურეაპლაზმით და სხვა არასპეციფიური მიკროფლორით: პროსტატიტი, ეპიდიდიმიტი, პიელონეფრიტი და სხვა;)
• გონორეა;
• სასუნთქი გზების ინფექციები: ბრონქიტი (მწვავე, ქრონიკული) პნევმონია, (განსაკუთრებით, გამოწვეული გრამ-ნეგატიური ფლორით.)
• კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები.
• მუცლის ღრუს ინფექციები (მათ შორის მუცლის ტიფი)
• მძიმე სისტემური ინფექციები (სეპტიცემია, მენინგიტი)

 

უკუჩვენება:
არ ინიშნება ოფლოქსაცინისა და სხვა ქინოლონების მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში. უკუნაჩვენებია ეპილეფსიის, ქალა-ტვინის ტრავმის, ცნს-ის ანთებითი პროცესების დროს. აგრეთვე, 14 წლამდე ბავშვებში, ორსულებსა და მეძუძურ დედებში.

 

გაფრთხილება:
ფლოქსანის მიღების პერიოდში პაციენტი უნდა მოერიდოს მზის პირდაპირ სხივებს. პრეპარატი არ ინიშნება ფსიქიური დარღვევების დროს ან იმ პირებში, რომელთა საქმიანობა მოითხოვს მომატებულ ყურადღებას (რომ არ გამოიწვიოს გონების გაფანტვა), თუ გამოვლინდა რომელიმე გვერდითი ეფექტი, მკურნალობა უნდა შეწყდეს.
მკურნალობის პერიოდში გამოწვეული დიარეა, შეიძლება იყოს ფსევდომემბრანული კოლიტი. ასეთ შემთხვევაში ინიშნება ვანკომიცინი 250 მგ.
ალერგიული რეაქციების შემთხვევაში მკურნალობა წყდება და ინიშნება ანტიჰისტამინური და კორტიკოსტეროიდული საშუალებები.

 

გვერდითი ეფექტები:
ჩატარებული კლინიკური კვლევების მიხედვით გვერდითი ეფექტები გამოვლინდა 2-4 % პაციენტებში:
საჭლის მომნელებელი ტრაქტი: ანორექსია, გულისრევა, პირღებინება, მუცლის ტკივილი, ფაღარათი.
ცნს: უძილობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ჰალუცინაციები, გონებაგაფანტულობა, ფსიქოზი, ატაქსია და ტრემორი, პერიფერიული პარესთეზია, დიპლოპია, გემოვნების გაუკუღმართება.
ალერგიული რეაქცია: პეტექია, ვასკულიტი, შეშუპება, ტაქიკარდია და შოკი.
ჰემოპოეზის სისტემა: ლეიკოპენია, ანემია, თრომბოციტოპენია, აგრანულოციტოზი.

 

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
ოფლოქსაცინის გამოყენებისას მაგნიუმის, ალუმინისა და რკინის შემცვლელ ანტაციდებთან ერთად შეინიშნება ამ უკანასკნელის შეწოვის დაქვეითება 73 %-ით.

 

გამოყენების წესი და დოზირება:
ოფლოქსაცინი მიიღება კვების წინ ან კვების შემდეგ. დოზის შერჩევა ხდება პაციენტის მდგომარეობის მიხედვით. დასაშვები დღიური დოზაა: 200-800 მგ.
საშარდე გზების გაურთულებელი ინფექციის დროს პრეპარატი ინიშნება 200 მგ/დღეში. მძიმე შემთხვევებში დოზა იზრდება 600-800 მგ-მდე.
ურეთრული და ცერვიკალური გონორეის დროს მიღებულია ერთჯერადი დოზა 400 მგ.
თირკმლის ფუნქციის დარღვევისას ჩვეულებრივი დოზით პრეპარატის დანიშვნის შემთხვევაში, საჭიროა სისხლის კრეატინინისა და კრეატინინის კლირენსის კონტროლი. დოზის შემდგომი კორექცია

ხდება ქვემოთ მოცემული ცხრილით:


კრეატინინის კლირენსი

კრეატინინი სისხლში

კრეატინინის კლირენსი

50-20 მლ/წთ

1.5-5 მგ/დლ

100-200მგ დღეში

20 მლ/წთ ნაკლები

5 მგ/დლ მეტი

100 მგ 48 საათის შემდეგ

 

შენახვის წესები:
ინახება ოთახის ტემპერატურაზე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

 

ღონისძიებები დოზის გადაჭარბებისას:
სპეციალური ანტიდოტი არ არსებობს. მკურნალობა სიმპტომატურია, ჰემოდიალიზი და პერიტონეალური დიალიზი უეფექტოა.

 

შენახვის ვადა:
2 წელი

გამოშვების ფორმა:

ფლოქსანი - 200 მგ აბები გარსით #10.
ფლოქსანი - 400 მგ აბები გარსით #5.

 

მწარმოებელი ფირმა:
მუსტაფა ნევზათი იალჩ სანაი
#1/5-80290 მეჯდიექოი/სტამბული/თურქეთი

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.