newhospitals

ფიტორემი

ფიტორემი
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
17067ნახვა

მცენარეული საძილე და დამამაშვიდებელი საშუალება

 

შემადგენლობა:

ინგრედიენტები - შემცველობა დღიურ დოზაში (2 აბი) მელატინინი - 2 გ კალოფორნიული ეშოლცია(Escholtzia Califonica)- 250 მგ შვრია(Avena Sativa)- 200 მგ კატაბალახა(Valeriana Officinalis)- 200 მგ პასიფლორა(Passiflora Incarnata)- 150 მგ კურდღლისფრჩხილა(Lotus Cornicuiatus)- 100 მგ უნაბი (Zizyphus jujuba Miller)- 70 მგ მაგნიუმი - 10 მგ თუთია - 10 მგ ვიტამინი B-6 - 1.4 მგ


გამოყენების რეკომენდაცია:

უძილობისას ძილის რიტმის დარღვევისას დღის განმავლობაში დაგროვებული დაძაბულობის მოხსნის მიზნით. მელატონინი - გამოიყოფა ეპიფიზის მიერ, არეგულირებს ადამიანის ბიოლოგიურ რიტმს, მისი გამოყოფა დამოკიდებულია სინათლეზე, როდესაც სინათლე მოქმედებს თვალის ბადურაზე, იქიდან სიგნალი, ტვინის გავლით, ეგზავნება ეპიფიზს, რათა მოხდეს მელატონინის გამოყოფის შემცირება. სიბნელეში კი პირიქით, როდესაც თვალის ბადურაზე მოქმედი სინათლის სიხშირე მცირდება, შესაბამისად ეგზავნება ეპიფიზს სიგნალი მელატონინის გამოყოფის სტიმულირებისათვის. ხშირად, სხვადასხვა მიზეზების გამო, ორგანზმში ბუნებრივი მელატონინის გამოყოფა არის შემცირებული, ამიტომ მელატონინის შემცველი საშუალებები ეფექტურია ძილის დარღვევების დროს. მელატონინი არეგულირებს ჩაძინებას, ძილისა და ღრმა ძილის ფაზებს, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორგანიზმის ბუნებრივი ენერგიის აღდგენისათვის. კალიფორნიული ეშოლცია (მცენარე) - ხარობს ამერიკის კონტინენტზე. იგი უძველესი დროიდან გამოიყენებოდა აბორიგენი ინდიელების მიერ საძილე, დამამშვიდებელ და სპაზმის მომხსნელ საშუალებად. შეიცავს ალკალოიდებს, გლიკოზიდებს, ფლავანიოდებს, ფოტოსტეროლებს, რომლებიც ხელს უწყობს ძილს და მოდუნებას. შვრია (მცენარე) - მატონიზირებელი, ანტიდეპრესანტი, სედატიური, ანტისტრესული აგენტი. ტრადიციულ ხალხურ მედიცინაში შვრია გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევების დროს. ასევე ასთენიის, მენტალური და ფიზიკური სისუსტეების, ნევრასთენიის, ძილის დარღვევის, დეპრესიის დროს. კატაბალახა (მცენარე) - კატაბალახას ფესვი გამოიყენება სედაციურ საშუალებად, ნერვული წარმოშობის შფოთვის, დეპრესიის და ინსომნიის საწინააღმდეგოდ. იგი ხელს უწყობს ძილს. ის ასევე სასარგებლოა თავისა და რევმატოიდული ტკივილის, გულის აჩქარების, არითმიების, ჰიპერტენზიის, გაღიზიანებულობის, შფოთვის და სხვა ფსიქოსომატური დარღვევების დროს. პასიფლორა (მცენარე) - მდიდარია ფლავანიოდებით, მისი საძილე და დამამშვიდებელი ეფექტი აღმოჩენილ იქნა 1800 წელს და იმ დრის შემდეგ გამოიყენება ამ დანიშნულებით. განსაკუთრებით ბავშვებსა და ხანდაზმულებში, როგორც პრაქტიკულად, გვერდითი ეფექტის არმქონე, უსაფრთხო საშუალება. კურდღლისფრჩხილა (მცენარე) - გამოიყენება როგორც სედატიური საშუალება, დაძაბულობისა და აღგზნებულობის წინააღმდეგ. უნაბი (მცენარე)- ნაყოფი შეიცავს ფლავანოიდებს და საპონინებს, რომლებიც გამოიყენება შფოთვის საწინააღმდეგოგოდ, უნაბის ნაყოფის ექსტრაქტის შემცველი საშუალებები ამცირებენ თავის ტვინში მონოამინონეიროტრანსმიტერების დონეს, რითაც იწვევენ კუნთების მომადუნებელ ეფექტს.

 

მიღების წესი:

საძილედ და დაძაბულობის მოხსნის მიზნით რეკომენდირებულია 2 აბის მიღება ძილის წინ ½ საათით ადრე. დღის განმავლობაში დაძაბულობის უკეთ ატანის მიზნით რეკომენდირებულია 1 აბის მიღება დილით და 1 აბი საღამოს, ძილის წინ.


გაფრთხილება:

არ გამოიყენოთ 3 წლამდე ასაკის ბავშვებში არ გადაამეტოთ მითითებულ დღიურ დოზას. გამოშვების ფორმა, რაოდენობა: აბი, №40 მწარმოებელი: PromoPharma, სანმარინო.

 

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.