newhospitals

ფიტოლიზინი (FITOLYZIN)

ფიტოლიზინი (FITOLYZIN)
ანოტაციის მომწოდებელია
0
2
რეკომენდაცია
0შეფასება
6561ნახვა
ფიტოლიზინი (FITOLYZIN) FITOLYZIN HERBAPOL, პოლონეთი

 

ათქ კლასიფიკაციის კოდი: G04BD


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შინაგანად მისაღები პასტა: ალუმინის ტუბში 100 გ 1 გ ფორთოხლის ზეთი - 0.15გ სალბის ზეთი - 1.0გ ბაღის პიტნის ზეთი - 0.5გ ფიჭვის ზეთი - 0.2გ

 

შემდეგი სამკურნალო:

მცენარეების სქელი ექსტრაქტების ნარევი: ოქროწკეპლა, მინდვრის შვიტა, ჩვეულებრივი მატიტელა, ჭანგის ძირი, ხახვის ფურცლები, არყის ხის ფოთლები, ულუმბოს თესლები, ოხრახუშის ფესვები, ცისკარას ფესვი - 67.2.

 

დამხმარე ნივთიერებები:

აგარი - 1.2 გ ნიპაგინ A - 0.2 გ ხორბლის სახამებელი - 2.3 გ ვანილინი - 0.0004 გლიცერინი 100 გ-მდე.

 

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მცენარეული წარმოშობის დიურეზული საშუალება.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფიტოლიზინი ავლენს შარდმდენ, ანთების საწინააღმდეგო, სპაზმოლიზურ მოქმედებას, ხელს უწყობს ქვიშის და მცირე ზომის კომპონენტების გამოდევნას საშარდე გზებიდან, ამცირებს შარდის მინერალური კომპონენტების კრისტალიზაციას.

 

ჩვენებები:

საშარდე გზების ინფექციურ-ანთებითი დაავადებები, ნეფროუროლითიაზი (კომპლექსურ თერაპიის შემადგენლობაში).

 

დოზირების რეჟიმი:

მოზრდილებში ინიშნება 1 ჩაის კოვზი პასტა, გახსნილი 1/2 თბილ, დამტკბარ წყალში, 3-4-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ. გვერდითი მოვლენები ალერგიული რეაქციებიŞŞ ზოგჯერ - გულისრევა. გვერდითი მოვლენების გამოვლენისას საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა.

 

უკუჩვენებები:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, გლომერულონეფრიტი, ფოსფატური უროლითიაზი, 18 წლამდე ასაკის მოზარდები.

 

შენახვის პირობები და ვადა:

პრეპარატი ინახება ბავშვებისაგან დაცულ ადგილას 15-25ºC ტემპერატურაზე. ვარგისიანობის ვადა - 3 წელი. HERBAPOL

 

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.