newhospitals

ფესტალი #10დრ

ფესტალი #10დრ
ანოტაციის მომწოდებელია
0
6
რეკომენდაცია
0შეფასება
24637ნახვა

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

დრაჟე: შეფუთვაში 100 ც.
1 დრაჟე
პანკრეატინი.............................................................192 მგ
მინიმალური ფერმენტული აქტივობით:
ამილაზა..................................................................4500 სე
ლიპაზა...................................................................6000 სე
პროტეაზები.............................................................300 სე

 

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ფერმენტული საშუალება.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატი მაღალი კონცენტრაციით შეიცავს საჭმლისმომნელებელ, კუჭქვეშა ჯირკვლის ფერმენტებს. იგი ხელს უწყობს ცხიმების, ცილებისა და ნახშირწყლების მონელების პროცესს, რაც იწვევს წვრილი ნაწლავიდან მათ მთლიან შეწოვას. კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადების დროს ფესტალი ხელს უწყობს ეგზოკრინული ფუნქციის უკმარისობის კომპენსაციას და უზრუნველყოფს საჭმლის მონელების პროცესის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური მდგომარეობის გაუმჯობესებას. პრეპარატს გააჩნია დამცავი გარსი, რომელიც წვრილ ნაწლავში მოხვედრამდე არ იხსნება, რითაც იცავს მასში შემავალ ფერნმენტებს კუჭის წვენის ზემოქმედებისაგან.

 

ჩვენებები:
- კუჭის ავსების შეგრძნება ან მეტეორიზმი, რომელიც გამოწვეულია ცხიმიანი ან ზედმეტი საკვების მიღებით;
- საჭმლისმონელების პროცესის დარღვევა, რაც დაკავშირებულია საღეჭი ფუნქციის მოშლასთან, აგრეთვე პაციენტის ხანგრძლივ იმობილიზაციასთან;
- ჩანაცვლებითი თერაპიისათვის კუჭქვეშა ჯირკვლის გარესეკრეტული უკმარისობის დროს.

 

დოზირების რეჟიმი:
პრეპარატი ინიშნება საჭმლის მიღების დროს 2-3 დრაჟეს ოდენობით. დრაჟე უნდა მივიღოთ მთლიანად, მცირე რაოდენობის სითხის მიყოლებით. აუცილებლობის შემთხვევაში დოზა შესაძლოა გავზარდოთ. მკურნალობის ხანგრძლივობა დგინება ინდივიდუალურად.

 

გვერდითი მოვლენები:
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: მაღალი დოზით პრეპარატის მიღებისას იშვიათად აღინიშნება დიარეა, გულისრევა, ეპიგასტრალურ მიდამოში ტკივილი.
ალერგიული რეაქციების მხრივ: კანის სიწითლე, ცემინება, ცრემლდენა.

 

უკუჩვენებები:
- პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
- მწვავე პანკრეატიტი;
- ქრონიკული პანკრეატიტი გამწვავების ფაზაში.

 

განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში დასაშვებია.
პაციენტებში, რომლებმაც გადაიტანეს მწვავე პანკრეატიტი, ან აღენიშნებათ ქრონიკული პანკრეატიტის გამწვავება, ფესტალის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

 

ჭარბი დოზირება:
არ არის აღწერილი.

 

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
არ არის აღწერილი.

 

შენახვის პირობები და ვადა:
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, გრილ, სინათლისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა - 3 წელი.

Aventis PHARMA Limited India

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.