newhospitals

ფერსისი ბაქტერიოფაგი თხიერი

ფერსისი ბაქტერიოფაგი თხიერი
ანოტაციის მომწოდებელია
0
1
რეკომენდაცია
0შეფასება
8884ნახვა
აღწერა:
პრეპარატი ფერსისი ბაქტერიოფაგის წარმოადგენს, სტაფილოკოკური (S.aureus, S.epidermidis), სტაფილოკოკური (S.pyogenes, S.sanguis, S.salivarius, S.agalactiae) ფაგოლიზატების სტერილურ ნარევს. მოყვითალო _ ღია ყავისფერი გამჭვირვალე სითხეა, კონსერვარტად გამოენებულია ქინაზოლი.

 

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

იწვევს სტაფილოკოკების და სტრეპტოკოკების სპეციალურ ლიზისს. დანიშნულება. ფერსისი ბაქტერიოფაგი გამოიყენება სამკურნალო-პროფილაკტიკური მიზნით ზემოთ აღნიშნული მიკროორგანიზმებით გამოწვეული ჩირქოვან-ანთებითი და ენტერალირი ინფექციების დროს.

 

გამოყენების ჩვენება:

ცხვირ - ხახის ინფექციური დაავადებები: შუა ყურის ანთება, ანგინა, ლარინგიტი, რინიტი, ტრაქეიტი, ბრონქიტი, პნევმონია, პლევრიტი. კანის ინფექციური დაავადებები: ფურუნკულები, კარბუნკულები, ღრმა ინფილტრაციული და აბსცესური სიკოზები, პიოდერმიტები. ქირურგიული ინფექციები: აბსცესები, ჩირქოვანი ჭრილობები, მასტიტები, ოსტეომიელიტები, ფლეგმონა. პირის ღრუს ანთებითი პროცესები: სტომატიტი, გინგივიტი და სხვა. თვალის ინფექციური დაავადებები: ბაქტერიული კონიუქტივიტები. დამწვრობის დროს განვითარებული მეორადი ინფექციები. უროგენიტალური და გინეკოლოგიური ინფექციები: ურეთრიტი, ცისტიტი, პიელონეფრიტი, კოლიტი, ენდომეტრიტი. ენტერალური ინფექციები: გასტროენტეროკოლიტი, ქოლეცისტიტი, სტაფილოკოკური ტოქსიკოინფექციები, დისბაქტერიოზი. ბავშვთა (მათ შორს ახალშობილთა) სხვადასხვა ჩირქოვან-ანთებითი ინფექციები, ასევე ოპერაციის შემდგომი გართულებებისა და საავადყოფოს შიდა ინფექციების პროფილაქტიკის მიზნით.

 

გამოყენების წესი და დოზირება:

ფერსისი ბაქტერიოფაგი გამოიყენება როგორც ადგილობრივად დაზიანებული კერის დასამუშავებლად (საფენის სახით), ასევე ღრუში შესაყვანად (შარდის ბუშტში, პლევრა, ღრუ ჭრილობები, მუცლის ღრუ, აბსცერიის ღრუ, ცხვირის ღრუ, საშვილოსნო, საშო). პრეპარატი შესაძლებელია გამოყენებული იქნას დასალევად, ასევე ზონდის, დრენაჟის და ოყნის სახით. ფაგის ადგილობრივი გამოყენება ხდება 3-8 დღის განმავლობაში, დღეში სამჯერ. ფაგის რაოდენობა განისაზღვრება დაზიანებული ადგილის ზომის მიხედვით. თუ ფაგის გამოყენებამდე ჭრილობა დამუშავებული იყო სხვადასხვა ქიმიური ანტისეპტიკებით, იგი უნდა გაიწმინდოს სტერილური ფიზიოლოგიური ხსნარით და დამუშავდეს 2-3% სოდიანი ხსნარით. აბსცესების, პლევრიტების და ართრიტების დროს ბაქტერიოფაგის ღრუში შეყვანა ხდება ჩირქის გამოდევნის შემდეგ, 50-200 მლ რაოდენობით, დღეგამოშვებით. ცისტიტების, პიელიტების დროს ფაგის შეყვანა ხდება კათეტერით. Qქოლეცისტიტების დროს ზონდირებით 30 მლ ოდენობით, დღე გამოშვებით. კონიუქტივიტის დროს ბაქტერიოფაგს აწვეთებენ დღეში 4-6 ჯერ, 2-3 წვეთის ოდენობით. ახალშობილთა ომფალიტების და პიოდერმიების საკურნალოდ ბაქტერიოფაგი გამოიყენება საფენების სახით, დღეში იჯერ, 5-7 დღის განმავლოლაში. Per os ბაქტერიოფაგის გამოყენების წინ რეკომენდებულია 2-3% საჭმელი სოდიანი ხსნარის მიღება.

 

განსაკუთრებული მითითებები:

გამოყენების წინ ამპილა უნდა შვანჯღრიოთ, სითხე უნდა იყოს გამჭვირვალე და ნალექის გარეშე. შეფუთვის დაზიანებისას ან ამპულაში ფაგის შემღვრევის შემთხვევაში პრეპარატი არ გამოიყენოთ!!! არ შეიძლება პრეპარატის შენახვა ამპულის გახსნის შემდეგ!!! ფერსისი ფაგის გამოყენება არ გამორიცხავს სხვა ანტიბაქტერიული საშუალებების ხმარებას. ფერსისი ბაქტერიოფაგის გამოყენებას უკუჩვენება არ გააჩნია.

 

შეფუთვა და შენახვის პირობები:

პრეპარატი გამოდის 5 მლ-იან ამპულებში (ერთ ყუთში 10 ამპულაა ). ინახება ბნელ და მშრელ ადგილას, +4 +22 C0 შენახვის ვადაა 1 წელი.


პრეპარატი შემუშავებულია და დამზადებულია:

გ.ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტში, შპს „ბაქტერიოფაგის ბიოპრეპარატები"

საქართველო, 0160, თბილისი, გოთუას ქ N 3, ტელეფონი: +99532 519623

 

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.