ფერსინოლ-Z #30კაფს
პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია:
ფერსინოლ - Z / FERSINOL - Z
სავაჭრო დასახელება:
ფერსინოლ-Z, Fersinol-Z
წამლის ფორმა:
მყარი ჟელატინის სპანსულირებული კაფსულა შიგნით მისაღებად.
შემადგენლობა:
პრეპარატის 1 კაფსულა შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები:
რკინის სულფატი უწყლო 150 მგ
ფოლის მჟავა (ვიტამინი B9) 0,5 მგ
ასკორბინის მჟავა (ვიტამინი ჩ) 50 მგ
თიამინის მონონიტრატი (ვიტამინი B1) 2 მგ
რიბოფლავინი (ვიტამინი B2) 2 მგ
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B6) 1 მგ
ნიკოტინამიდი (ვიტამინი PP) 10 მგ
თუთია (სულფატის ფორმით) 25 მგ
დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, გასუფთავებული ტალკი, კაოლინი, საქაროზა, კალციუმის სულფატის დიჰიდრატი, ტიტანის დიოქსიდი, ეთილცელულოზა, პოვიდონი, გლიცერინის მონოსტეარატი, ფუტკრის დინდგელი, რკინის ოქსიდი წითელი (E172), ჟელატინი.
პრეპარატის ათქ კოდი:
B03AE03
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
მეტაბოლური პროცესების მარეგულირებელი საშუალებები. ანემიის საწინააღმდეგო საშუალებები. ჰემოპოეზის მასტიმულირებლები, რკინის პრეპარატები.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფერსინოლ-ძ ანემიის საწინააღმდეგო კომბინირებული შემადგენლობის პრეპარატია, რომელიც განკუთვნილია რკინადეფიციტური მდგომარეობების სამკურნალოდ.
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი რკინის სულფატი (II) ავსებს ორგანიზმში რკინის დეფიციტს, ახდენს რა ჰემოპოეზურ მოქმედებას. სუბსტრატულად უზრუნველყოფს რკინის შემცველი მეტაბოლიტების სინთეზს. მიკროდიალიზურ გრანულებში ჩ ვიტამინისა და B ჯგუფის ვიტამინების არსებობა კომპლექსში რკინასთან აუმჯობესებს არაჰემური (იონიზებული) რკინის შეწოვას და ათვისებას, ახდენს მისი პროოქსიდანტური მოქმედების პრევენციას, ხელს უწყობს ცილების უკეთ ათვისებას.
ასკორბინის მჟავა (ვიტამინი ჩ) არეგულირებს სისხლის შედედებას, მჟავა-აღდგენით პროცესებს და ლიპიდების დონეს სისხლში; მონაწილეობს ფოლის მჟავას მეტაბოლიზმში, აგრეთვე ასტიმულირებს სისხლწარმოქმნის პროცესებს, იმუნურ სისტემას, ორგანიზმის დამცველობითი ფუნქციების გაძლიერების გზით.
ფოლის მჟავა (ვიტამინი B9) აუცილებელია მეგალობლასტების ნორმალური მომწიფებისათვის და ნორმობლასტების წარმოქმნისათვის. ორგანიზმში აღდგება ტეტრაჰიდროფოლის მჟავამდე, რომელიც წარმოადგენს სხვადასხვა მეტაბოლურ პროცესებში მონაწილე კოენზიმს. ასტიმულირებს ერითროპოეზს, მონაწილეობს ამინომჟავების (მათ შორის, მეთიონინი, სერინი), ნუკლეინის მჟავების, პურინებისა და პირიმიდინების სინთეზში, ქოლინის ცვლაში.
თიამინის მონონიტრატი (ვიტამინი B1) როგორც კოფერმენტი მონაწილეობს ნახშირწყლების ცვლაში, ნერვული სისტემის ფუნქციონირებაში.
რიბოფლავინი (ვიტამინი B2) უჯრედული სუნთქვისა და მხედველობითი აღქმის კატალიზატორია, მნიშვნელოვან როლს ასრულებს დნმ-ის ფორმირებაში, ხელს უწყობს ქსოვილების რეგენერაციის პროცესებს (მათ შორის, კანის უჯრედების).
პირიდოქსინი (ვიტამინი B6) ფერმენტის სახით მონაწილეობს ამინომჟავების, ცილების მეტაბოლიზმში, ასევე ნეირომედიატორების სინთეზის პროცესებში.
ნიკოტინამიდი (ვიტამინი PP) მონაწილეობს ქსოვილოვან სუნთქვაში, ცხიმოვან და ნახშირწყლოვან ცვლაში.
თუთია სულფატის სახით ხელს უწყობს B ჯგუფის ვიტამინების ათვისებას, მნიშვნელოვანია ძვლის ქსოვილის ნორმალური განვითარებისათვის, მონაწილეობს რიგი ჰორმონების წარმოქმნაში. თუთიის ბიოლოგიური როლი ასევე განისაზღვრება მისი საჭიროებით სისხლწარმოქმნის პროცესების ნორმალიზაციის, ჭრილობების რეპარაციის უზრუნველსაყოფად; ცინკის მოქმედების მოლეკულური მექანიზმები დაკავშირებულია მის მონაწილეობასთან მრავალი ფერმენტის შენებასა და ფუნქციონირებაში.
გამოყენების ჩვენებები:
_ რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობა და პროფილაქტიკა;
_ რკინის ფარული დეფიციტი;
_ სხვადასხვა ზემოქმედებით (ქირურგიული ჩარევები, მაიონიზებელი გამოსხივება, ხანგრძლივი ჰემოდიალიზი და სხვა) გამოწვეული ანემიები;
_ ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;
_ ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა;
_ ჰიპო- და ავიტამინოზები.
უკუჩვენებები:
_ ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
_ ანემიები, რომლებიც არ არის დაკავშირებული რკინის დეფიციტთან (აპლასტიური, ჰემოლიზური, სიდეროაქრესტიული, ტყვიის ანემიები, მეგალობლასტური, უშუალოდ ვიტ. B12 და/ან ფოლის მჟავას დეფიციტით გამოწვეული);
_ ჰემოსიდეროზი, ჰემოქრომატოზი;
_ ღვიძლის უკმარისობა.
განსაკუთრებული მითითებები:
რკინის შეწოვის შემცირების თავიდან აცილების მიზნით, არ არის რეკომენდებული კაფსულების მიღება შავ ჩაისთან, ყავასთან ან რძესთან ერთად.
განავლის მუქი შეფერილობა განპირობებულია შეუწოველი რკინის გამოყოფით და კლინიკური მნიშვნელობა არ გააჩნია.
ზეგავლენა ავტომანქანის მართვასა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე:
პრეპარატი არ იწვევს პაციენტის ფსიქოფიზიკური მდგომარეობის ცვლილებებს, გავლენას არ ახდენს ავტომანქანის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
გვერდითი მოქმედება:
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ყაბზობა ან დიარეა, ღებინება, გასტრალგია.
ცნს-ის მხრივ: ძილის დარღვევა, აგზნებადობა, დეპრესია.
ალერგიული რეაქციები: იშვიათად - ეგზემატოზური მოვლენები, ჭინჭრის ციება.
გამოყენების წესი და დოზები:
პრეპარატი მიიღება შიგნით უშუალოდ ჭამის დროს ან მის შემდეგ.
რკინადეფიციტური ანემიით დაავადებულებში 1-2 კაფსულა 2-ჯერ დღეში, საშუალოდ 3 თვის განმავლობაში (ანემიის სიმძიმის მიხედვით).
რკინის ფარული დეფიციტის დროს 1-2 კაფსულა ერთხელ დღეში 3-4 კვირის განმავლობაში.
ორსულებში, დაწყებული ორსულობის მე-14 კვირიდან მშობიარობამდე, თითო კაფსულა ერთხელ დღეში ორ-ორი კვირის განმავლობაში ერთკვირიანი შესვენებებით.
ლაქტაციის პერიოდში 1 კაფსულა დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად პლაზმაში რკინის შემცველობის კონტროლით. რკინის უკმარისობის გამოხატული კლინიკური გამოვლინებებისას მკურნალობის ხანგრძლივობა 3-6 თვეს შეადგენს. ჰემოგლობინის მაჩვენებლის ნორმალიზებისას თერაპია კიდევ თითქმის 2 თვეს უნდა გაგრძელდეს ორგანიზმში რკინის დეპოს გაჯერებამდე.
სამედიცინო აბორტის წინ 1-2 კაფსულა დღეში 10 დღის განმავლობაში.
გეგმიური ოპერაციების წინ 1-2 კაფსულა დღეში 2-3 კვირის განმავლობაში.
მენსტრუალურ პერიოდში: 1 კაფსულა დღეში ერთხელ 2 დღის მანძილზე მენსტრუაციამდე, მთელი მენსტრუაციის განმავლობაში და კიდევ 2 დღე დასრულებიდან. პრეპარატის გამოყენების საერთო ხანგრძლივობა, მენსტრუაციის დღეების ჩათვლით, 10 დღეს არ უნდა აღემატებოდეს.
ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის მქონე პირებში, ასევე ჰიპო- და ავიტამინოზის დროს რეკომენდებულია 1-2 კაფსულა დღეში. პროფილაქტიკისა და თერაპიის კურსი 10 დღეს შეადგენს.
ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: ტკივილი ეპიგასტრიუმის მიდამოში, ღებინება, გულისრევა, დიარეა, ძილიანობა, კანის საფარის სიფერმკრთალე.
მკურნალობა: საჭიროების შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან მიმართვა ან პაციენტის კლინიკაში გადაყვანა.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
ორგანული მჟავები, კალციუმის მარილები, ფოსფატები, ფიტინი, ქოლესტირამინი, ასევე ანტაციდური პრეპარატები, რომლებიც შეიცავს ალუმინს, მაგნიუმს, კალციუმს არღვევს რკინის შეწოვას უხსნადი კომპლექსების წარმოქმნის შედეგად.
კუჭქვეშა ჯირკვლის ფერმენტების შემცველი პრეპარატები ამცირებს რკინის შეწოვას.
ფენობარბიტალთან, კარბამაზეპინთან, ვალპროატთან, სულფასალაზინთან, ჰორმონალურ კონტრაცეპტივებთან, ფოლის მჟავას ანტაგონისტებთან, ტრიმეტოპრიმთან, პირიმეტამინთან და ტრიამტერენთან ერთდროული გამოყენებისას ქვეითდება ფოლის მჟავას ბიოშეღწევადობა.
ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკებთან, ასევე პენიცილამინთან ერთად დანიშვნისას წარმოიქმნება კომპლექსური ნაერთები, რომლებიც აქვეითებს რკინის შეწოვას და ანტიბიოტიკების ანტიმიკრობულ აქტივობას.
გამოშვების ფორმა:
მყარი ჟელატინის სპანსულირებული კაფსულა.
6 სპანსულირებული კაფსულა ბლისტერზე.
5 ბლისტერი ფურცელ-ჩანართთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები:
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 250ჩ ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობა:
გაიცემა რეცეპტის გარეშე.