newhospitals

ფეროტონი #28კაფს

ფეროტონი #28კაფს
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
4104ნახვა

შემცველობა: 

თითოეული კაფსულა შეიცავს:
რკინის ფუმარატი 350.0 მგ
ვიტამინი B12 7.5 მკგ
ფოლის მჟავა 2.0 მგ
ასკორბინის მჟავა 150.0 მგ
მანგანუმის სულფატი ექვივალენტური 2.5 მგ Mn
სპილენძის სულფატი ექვივალენტური 2.5 მგ Cu

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:
- ფეროტონი წარმოადგენს კარგად შესაწავლილი კომბინაცია, რომელიც უზრუნველყოფს რკინის მაქსიმალურ შეწოვას და მის გამოყენებას რკინადეფიციტური ანემიების სამკურნალოდ.
- ფეროტონი შეიცავს ყველა ფაქტორს, რაც საჭიროა ნორმალური ერითროპოეზისათვის.
- ასკორბინის მჟავა ხელს უწყობს რკინის გარდაქმნას ფორმაში, რომელიც უფრო ადვილად იწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.
- ვიტამინი B12, ფოლის მჟავა, მანგანუმი და სპილენძი რკინასთნ ერთად აუცილებელია ჰემოგლობინის სინთეზისათვის.
- რკინის ფუმარატს გააჩნია ელემენტალური რკინის ყველაზე მაღალი შემცველობა (33%) მისი სხვა მარილებთან შედარებით.

 

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ზოგადმატონიზირებელი, ჰემოპოეზის მასტიმულირებელი.

 

ჩვენებები:
ანემიის, რკინადეფიციტური ანემიის ჩათვლით, სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის შემდეგ შემთხვევებში:
- ორსულობისა და ლაქტაციის დროს;
- კვების უკმარისობისას;
- ოპერაციულ ჩარევებამდე და მათ შემდეგ;
- სისხლდენებისას ან სისხლის ნებისმიერი დაკარგვისას;
- სისხლის დანაკარგის კომპენსაციისათვის მენსტრუაციის დროს;
- სქესობრივი მომწიფების პერიოდში;
- გამოჯანმრთელების პერიოდში.

 

უკუჩვენებები:
უკუნაჩვენებია პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ მაღალი მგრძნობელობისას.

 

დოზირება:
პრეპარატი ინიშნება თითო ტაბლეტი დღეში ძირითადი ჭამის შემდეგ.
დოზის გაზრდა შეიძლება 2 ტაბლეტამდე ექიმის დანიშნულებით.

 

შენახვის პირობები:
შეინახეთ მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას 25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

 

გამოშვების ფორმა:
შეფუთვა - 28 კაფსულა.

 

აფთიაქიდან გაცემის რეჟიმი:
რეცეპტით გასაცემი

 

ვარგისიანობის ვადა:
36 თვე

 

წარმოებულია:
GlaxoSmithKline group of companies
ელ სელამ სიტი-11491
ქაირო. ეგვიპტე

 

ფეროტონი სავაჭრო მარკა GlaxoSmithKline group of companies
გამოყენების უფლება ეკუთვნის კომპანიას "Asfarma".

 

აფთიაქიდან გაცემის რეჟიმი:
რეცეპტით გასაცემი

 

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.