ფეროპლექტი #50ტ
ფეროპლექტი
ზოგადი დახასიათება:
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
ტაბლეტები, დაფარული გარსით, რუხი-მოთეთრო ფერის;
შემადგენლობა:
1 ტაბლეტი შეიცავს 0,05 გ რკინის სულფატის ქვეჟანგს, 0,03 გ ასკორბინის მჟავას.
დამხმარე ნივთიერებები:
კარტოფილის სახამებელი, კალციუმის სტეარატი, რძის შაქარი, საქაროზა, პოლივინილპიროლიდონი, ტალკი, შაქარი, აეროსილი, მაგნიუმის ფუძე კარბონატი, ტიტანის ორჟანგი, ცვილი, ვაზელინის ზეთი, მზესუმზირას ჰიდროგენიზირებული ზეთი.
გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
რკინის პრეპარატი სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფეროპლექტი მიეკუთვნება საშუალებას, რომელიც არეგულირებს მეტაბოლურ პროცესებს, იგი სპობს ორგანიზმში რკინის დეფიციტს სხვადასხვა წარმოშობის ანემიების დროს, ასტიმულირებს ერითროპოეზს. პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ასკორბინის მჟავა, მისი აღმდგენი თვისებებიდან გამომდინარე ხელს უწყობს Fe2+ იონების სტაბილიზაციას, რაც უზრუნველყოფს პრეპარატის შეწოვას.
ფარმაკოკინეტიკა:
პრეპარატის ფარმაკოკინეტიკური კვლევები არ არის ჩატარებეული.
გამოყენების ჩვენება:
ფეროპლექტს უნიშნავენ სხვადასხვა გენეზის რკინის დეფიციტით გამოწვეული ანემიების (ჰიპოქრომული ანემია; ქრონიკული გასტრიტი; კუჭის რეზექციის შემდგომი მდგომარეობა; მწვავე და ქრონიკული სისხლდენა; კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება; ინფექციური დაავადებების დროს და სხვა). ფეროპლექტი პროფილაქტიკის მიზნით გამოიყენებ პედიატრიაში, აგრეთვე უნიშნავენ ორსულობის დროს.
მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილებს უნიშნავენ 2 ტაბლეტს 3-ჯერ დღეში. ბავშვებში 3 წლის ასაკიდან - 1-2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში. პრეპარატის მიღების ხანგრძლივობა შეადგენს 3-4 კვირას, მაგრამ მკურნალობის კურსი, რომელიც დამოკიდებულია დაავადების ფორმასა და პრეპარატის ეფექტურობაზე შესაძლებელია გახანგრძლივდეს რამოდენიმე თვის განმავლობაში. პრეპარატი გამოიყენება შიგნით მისაღებად, ჭამის შემდეგ დაუღეჭავად.
გვერდითი მოვლენები:
ფეროპლექტის ხანგრძლივად გამოყენებისას მოსალოდნელია გულისრევა, მადის დაკარგვა, ყაბზობა, განპირობებული ნაწლავში გოგირდწყალბადის არსებობით, რომელიც წარმოადგენს პერისტალტიკის ბუნებრივ სტიმულატორს.
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები (კანზე გამონაყარი, ქავილი). პრეპარატის გამოყენებისას ალერგიული რეაქციების წარმოშობის შემთხვევაში უნდა შეწყდეს მისი მიღება.
წინააღმდეგჩვენება:
ფეროპლექტის გამოყენება წინააღმდეგნაჩვენებია აპლასტიური და ჰემოლიზური ანემიების, ჰემოქრომატოზის, ღვიძლისა და თირკმელების ქრონიკული დაავადებების დროს მათი ფუნქციის დარღვევისას.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
ფეროპლექტის დანიშვნისას ტეტრაციკლინის რიგის ანტიბიოტიკებთან ერთად და D-პენიცილამინებთან აღინიშნება რკინის და ანტიბიოტიკების შეწოვის შემცირება, რაც გამოწვეულია კომპლექსების წარმოქმნით. რკინის შეწოვის შემცირებას აგრეთვე იწვევს ფეროპლექტისა და იმ ანტაციდური პრეპარატების კომბინაცია, რომლის შემადგენლობაში შედის მაგნიუმი, კალციუმი, ალუმინი.
ჭარბი დოზირება:
მოსალოდნელია გვერდითი მოქმედების გაძლიერება.
გამოყენების თავისებურებები:
ზოგჯერ რკინის სულფიდის წარმოქმნის გამო განავალი შავი ფერის ხდება. რკინის შემცველი ტაბლეტები მიიღება დაუღეჭავად. პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებისას, წყლულოვანი კოლიტის და ენტერიტების დროს.
შენახვის პირობები და ვადა:
მშრალ, სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას. ვარგისიანობის ვადა-2 წელი.
გაცემის წესი – რეცეპტით.
შეფუთვა:
50 ტაბლეტი კონტურულ დაყოფილ შეფუთვაში.
მწარმოებელი:
“ბორშაგოვსკის ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხანა” (უკრაინა)