ფერო-ფოლგამა #20კაფს
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა: კაფსულები, შეფუთვაში 20ც. 1 კაფსულაში რკინის სულფატი 112,6მგ, ფოლის მჟავა 5მგ, ციანკობალამინი 0,01 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ასკორბინის მჟავა, მყარი ცხიმები, სოიას ლეციტინი, ჟელატინი, სორბიტოლი, გლიცეროლი, რკინის წითელი ოქსიდი, რკინის შავი ოქსიდი, ეთილვანილინი. კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: რკინის პრეპარატები პოლივიტამინებთან ერთად. ფარმაკოლოგიური მოქმედება: კომპლექსური ანტიანემიური პრეპარატი: რკინა (შედის ჰემოგლობინის, მიოგლობინისა და სხვა ფერმენტების შემადგენლობაში), ასკორბინის მჟავა (აუმჯობესებს რკინის შეწოვას კუჭში), ვიტამინი B12 და ფოლიუმის მჟავა (აუმჯობესებენ ერითროციტების წარმოქმნასა და მომწიფებას). ჩვენებები: რკინა-, ფოლიუმ- და B12-დეფიციტური ანემიები, ორსულობისა და ლაქტაციის დროს განვითარებული ანემიები. უკუჩვენებები: ანემიები, რომელიც რკინის დეფიციტით არ არის გამოწვეული, მომატებული მგრძნობელობა, ღვიძლის უკმარისობა. ორგანიზმში რკინის შემცველობის მომატება, რკინის უტილიზაციის მექანიზმების დარღვევები. დოზირება: 1-2 კაფსულა დასალევად ჭამის შემდეგ. კლინიკური სურათის სიმძინმის მიხედვით დოზირება მერყეობს 1-3 კაფულა 3-ჯერ დღეში, მიღების ხანგრძლივობაც განისაზღვრება კლინიკური სურათით_8-12 კვირიდან 16 კვირამდე ან მეტად. ორსულობისას პროფილაქტიკისათვის 1 კაფსულა 3-ჯერ დღეში II და III ტრიმესტრში, მშობიარობის შემდგომ პერიოდში და ლაქტაციისას. გვერდითი მოქმედებები: გულისრევა, ალერგიული რეაქციები. ჭარბი დოზირება: ეპიგასტრალური ტკივილები, გულისრევა, ღებინება, დეფეკაციის დარღვევები, ძილიანობა, სიფერმკრთალე, შოკური მდგომარეობის განვითარება (კომამდეც კი). კეთდება კუჭის ამორეცხვა, ინიშნება დესფეროქსამინი, ადექვატური შემანარჩუნებელი თერაპია. სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება: ანტაციდები, კალციუმის მარილები ფოსფატები, ფიტინი, ქოლესტირამინი, ორგანული მჟავები, პანკრეასის ფერმენტები არღვევენ პრეპარატის შეწოვას. ფენობარბიტალთან, კარბამაზეპინთან, ვალპროატთან, სულფასალაზინთან, ჰორმონულ კონტრაცეპტივებთან, ფოლის მჟავას ანტაგონისტებთან, ტრიმეტოპრიმთან, პირიმეტამინთან და ტრიამტერენთან ერთად დანიშვნისას ქვეითდება ფოლიუმოს მჟავას შეწოვა.რკინის მარილები აფერხებენ ტეტრაციკლინების შეწოვას. შენახვის პირობები და ვადა: ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ვარგისიანობა 5 წელი. მწარმოებელი: WOERWAG PHARMA, გერმანია.