ფარინგოსეპტი ლიმნის არომატით
გენერიული დასახელება:
ამბაზონი შემადგენლობა: ერთი ტაბლეტის შემადგენლობაში შედის: ამბაზონის მონოჰიდრატი-10მგ; დამხმარე ნივთიერებები: კაკაო, შაქარი, ლაქტოზის მონოჰიდრატი, არაბული გუმფისი, პოლივიდონი K30, მაგნიუმის სტეარატი, ლიმნის არომატიზატორი. ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტისეპტიკური საშუალება ჩვენება: ფარინგოსეპტს იყენებენ მონოთერაპიის სახით ისეთი ბუკოფარინგეალური ინფექციების ადგილობრივი მკურნალობისათვის ან ლოკალიზაციისათვის, როგორიცაა: გინგივიტის, სტომატიტი, ანგინა, აგრეთვე ტონზილექტომიისა და კბილის ექსტრაქციის შემდეგ. უკუჩვენება: აქტიური ინგრედიენტისა ან მის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა. მიღების წესი და დოზირება: მოზრდილებისთვის რეკომენდებულია 3-5 ტაბლეტი (30-50მგ ამბაზონი) დღეში ჭამამდე 10-30 წუთით ადრე 3-4 დღის განმავლობაში. ტაბლეტი უნდა გაიწუწნოს სრულ გახსნამდე. პრეპარატის მიღებიდან 2-3 საათის განმავლობაში რეკომენდებული არ არის საკვებისა და სითხის მიღება. განსაკუთრებული მითითებანი: ფარინგოსეპტის თითოეული ტაბლეტი შეიცავს 775მგ შაქარს, ამიტომ პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული დიაბეტით დაავადებულ ავადმყოფებში. ფარინგოსეპტის თითო ტაბლეტში 150 მგ ლაქტოზის შემცველობის გამო, პრეპარატი სიფრთხილით ენიშნებათ ლაქტოზის მიმართ მომატებული მგრძნობელობის მქონე პაციენტებს. ფარინგოსეპტი ნებადართულია ორსულობისა და ლაქტაციის დროს. სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება: აღწერილი არ არის გვერდითი მოქმედება: არ აღინიშნება პრეპარატი არ მოქმედებს იმ პირებზე, რომელთა სამუშაო განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. დოზის გადაჭარბება: აღწერილი არ არის. ფარინგოსეპტის დიდი რაოდენობით მიღების შემთხვევაში რეკომენდებულია ხელოვნურად ღებინების გამოწვევა და/ან კუჭის ამორეცხვა. ვარგისიანობის ვადა და შენახვის პირობები: აღნიშნულია შეფუთვაზე. დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ინახება არა უმეტეს 25C ტემპერატურისა, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას შეფუთვა: ბლისტერზე 20 ტაბლეტი. გაიცემა ურეცეპტოდ მწარმოებელი: "SC TERAPIA S.A" (რუმინეთი)