newhospitals

ევროფარი კაფსულა

ევროფარი კაფსულა
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
14821ნახვა
ერთი კაფსულის შემადგენლობა: 
რკინის ფუმარატი-304,25 მგ (ელემენტარულირკინა100 მგ.), 
თუთიის სულფატი-11,05მგ (ელემენტარულითუთია4,0მგ.), 
სპილენძის სულფატი-5,0 მგ (ელემენტარულისპილენძი2,0 მგ), 
მანგანუმის სულფატი-6,2მგ (ელემენტარულიმანგანუმი 2,0მგ), 
ვიტამინი ჩ (ასკორბინისმჟავა)-75,0მგ., 
ვიტამინი B6 (პირიდოქსინი)-5,0მგ., 
ვიტამინიB 12 (ციანკობალამინი)-5 მკგ., 
ფოლის მჟავა-0,5 მგ.

ფარმაკოლოგიური თვისებები: რკინის ფუმარატი ავსებს ორგანიზმში რკინის დეფიციტს, რომელიც საჭიროა ჰემოგლობინისა და გლობინური ფერმენტების სინთეზისთვის. ხასიათდება მაღალი ბიოშეღწევადობით. თუთიის სულფატი შედის ფერმენტების შემადგენლობაში, რომლებიც მონაწილეობენ სხვადასხვა ბიოქიმიურ რეაქციებში, ასტაბილიზებს უჯრედის მემბრანას. სპილენძის სულფატი აძლიერებს ერითროპოეზს. მანგანუმის სულფატი ხელს უწყობს რკინის ჩართვას ერითროციტების პორფინირებულ კომპლექსში და თუთია დამოკიდებულ ფერმენტებთან თუთიის დაკავშირებას, რაც იწვევს მათ გააქტიურებას. ვიტამინიჩ (ასკორბინისმჟავა) ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში რკინის აბსორბციის პროცესს, ხელს უწყობს უჯრედშორისი ნივთიერების კოლოიდური მდგომარეობის შენაჩუნებას და უზრუნველყოფს კაპილარების ნორმალურ გამავლობას (თრგუნავსჰიალურონიდაზას). ვიტამინიB6 (პირიდოქსინი) მონაწილეობს სიგმა-ამინოლევულინატის სინთეზში,  რომელიც ჰემის წინამორბედია. ვიტამინიB12 ასტიმულირებს თიამიდინურინუკლეოტიდების ბიოსინთეზს და დნმ-ის რეპლიკაციის პროცესს. ფოლისმჟავა ასტიმულირებს სისხლმბადი უჯრედების გაყოფასა და სისხლწარმოქმნას.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: რკინადეფიციტური მდგომარეობების დროს ავსებს რკინის მარაგს ორგანიზმში, იზრდება ჰემოგლობინის დონე სისხლში და მატულობს ერითროციტების რიცხვი. მიღებიდან 2-3 კვირის შემდეგ ანემიის ჰემატოლოგიური და კლინიკური ნიშნები იწყებს რეგრესირებას.                                                 

ჩვენებები:
*რკინადეფიციტურიანემიები:  პოსტჰემორაგიული (მენორაგიები, ქრონიკული სისხლდენები კნტ-დან და სხვ.); -რკინაზე გაზრდილი მოთხოვნა (ორსულობა, ლაქტაცია, ინტენსიურიზრდა-განვითარების პერიოდი, დონორობა)-მკურნალობა და პროფილაქტიკა;  -რკინის არასაკმარისი მიღება, ან მისი შეწოვის დარღვევა (ქრონიკული დიარეა, ჭიებით ინვაზია); 

წინააღმდეგჩვენებები: ანემიები, რომლებიც არაა დაკავშირებული რკინის დეფიციტთან (ჰემოლიზური-შეძენილი ან თანდაყოლილი), ჰემოქრომატოზი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების გამწვავების პერიოდი, ნაწლავის ანთებითი დაავადებები (კრონის დაავადება, არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი).

გვერდითი მოვლენები: ინდივიდუალური აუტანლობა რომელიმე კომპონენტის მიმართ, იშვიათ შემთხვევაში გულისრევა, რკინის გემო პირში, დიარეა.

დოზირება: მიიღება ექიმის დანიშნულებით ბავშვებში 12 წლის ზევით და მოზრდილებში თითო კაფსულა 1-ჯერ ან 2-ჯერ დღეში, ჭამამდე ორმოცი წუთით ადრე. 

შენახვისა წესი: შეინახეთ 25  C-ზე ნაკლებ ოთახის ტემპერატურაზე. 
ვარგისობის ვადა: 3 წელი
გამოშვების ფორმა:კაფსულა #30.
გაცემის წესი: ფარმაცევტული ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
მწარმოებელი:  VEFA. Istanbul/Turkey

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.