ეუკარბონი #10ტ
შემადგენლობა:
მოქმედი ნივთიერებები:1 ტაბლეტი შეიცავს: სენის ფოთოლი - 105.0 მგ, რევანდის ფესვის ექსტრაქტი - 25.0 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
პიტნის ეთერზეთი, კამის ეთერზეთი, კაოლინი, აკაცია. გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები. ფარმაკოლოგიური თავისებურებები:
ენტეროსორბენტი.
ეუკარბონი შეიცავს მხოლოდ ნატურალურ და მინერალურ ინგრედიენტებს. მისი მსუბუქი საფაღარათო და გაზგამყვანი ეფექტი განპირობებულია სენის ფოთლებისა და რევანდის ექსტრაქტის საფაღარათო მოქმედებითა და მცენარეული ნახშირის უნარით - შებოჭოს სხვადასხვა წარმოსობის ტოქსინები.
ეუკარბონს გააჩნია მსუბუქი სადეზინფექციო მოქმედება კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე. საფაღარათო ეფექტის მისარებად ანტრაქინონის გლიკოზიდებიდან, რომლებსაც შეიცავენ სენის ფოთლები და რევანდის ექსტრაქტი, საჭიროა მათი ისეთი რაოდენობით მიღება, რომ A და B სენოზიდების რაოდენობამ 15-30 მგ შეადგინოს.
ვინაიდან სენოზიდების შემცველობა ეუკარბონის ტაბლეტში საკმაოდ დაბალია, ყაბზობის სხვადასხვა ფორმის სამკურნალოდ საჭიროა დოზის ინდივიდუალური შერჩევა.
საფაღარათო ეფექტი ვითარდება პრეპარატის მიღებიდან 8 - 10 საათის შემდეგ. ჩვენება:
სხვადასხვა გენეზის ყაბზობა, მეტეორიზმი. უკუჩვენება:
პრეპარატის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა. ნაწლავის გაუვალობა, ნაწლავის ლორწოვანი გარსის მწვავე ანთება ან ქრონიკული ანთების გამწვავება, უცნობი ეტიოლოგიის ტკივილი მუცლის არეში. წყალ-მარილოვანი წონასწორობის ძლიერი დარღვევა.
ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ნაწლავის ანთება.
უკუნაჩვენებია 2 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის. ჰიპერდოზირება:
დიარეა მიუთითებს დოზის გადაჭარბებაზე; ასეთ შემთხვევაში აუცილებელია პრეპარატის დოზის შემცირება ან მისი მიღების შეწყვეტა. მიღების თავისებურებანი:
სხვადასხვა პაციენტს პრეპარატზე სხვადასხვაგვარი რეაქცია შეიძლება ჰქონდეს. დოზა ინდივიდუალურად უნდა იქნას შერჩეული. ორსულებში პრეპარატი სიფრტხილით ინიშნება.
ავტომობილისა და სხვადასხვა მექანიზმების მართვის უნარზე გავლენა: პრეპარატი გავლენას არ ახდენს ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვის უნარზე, არ მოქმედებს ორგანიზმის ფსიქოფიზიოლოგიურ მდგომარეობაზე და არ იწვევს ძილიანობას. ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი მიიღება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება:
ეუკარბონმა შესაძლოა გააძლიეროს საგულე გლიკოზიდების ეფექტი. სხვა პრეპარატებით მკურნალობის შემთხვევაში აუცილებლად აცნობეთ ექიმს. თუ მკურნალობთ დამოუკიდებლად, მიმართეთ ექიმს მკურნალობის მიზანშეწონილობის თაობაზე. დოზირება და მიღების თავისებურებანი:
ტაბლეტები მიიღება დიდი რაოდენობის სითხესთან ერთად კვების დროს ან მის შემდეგ:
12 წლის ზემოთ: 1-2 ტაბლეტი 1-3-ჯერ დღეში, მაქსიმალური საფაღარათო ეფექტის მისაღებად. უფრო ძლიერი ეფექტისათვის დასაშვებია საღამოს დოზის გაზრდა 3-4 ტაბლეტამდე.
2-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები (ინიშნება პედიატრის მიერ): 1/2 - ერთი ტაბლეტი საკვებთან ერთად ან მის შემდეგ 1-3-ჯერ დღეში.
ნაწლავების ინტენსიური დაცლისა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სწრაფი გასუფთავების მიზნით (მაგ.: რენდგენოლოგიური გამოკვლევის, განსაკუთრებით პიელოგრაფიის წინ) 6-8 ტაბლეტი მიიღება საღამოს დიდი რაოდენობის წყალთან ერთად.
მკურნალობის ხანგრძლოვობა არ აღემატება 2 კვირას. გვერდითი მოვლენები:
ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა მუცლის ტკივილი, დიარეა - იშვიათია. ხანდახან ტუტე რექციის გამო შესაძლებელია შარდის წითლად შეფერვა, რასაც კლინიკური მნიშვნელობა არ გააჩნია. ვარგისიანობის ვადა:
5 წელი.
პრეპარატის მიღებამდე შეამოწმეთ ვარგისიანობის ვადა, რომელიც მითითებულია ეტიკეტსა და კოლოფზე. დაუშვებელია ვადაგასული პრეპარატის გამოყენება. შენახვის პირობები:
შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუდგომელ ადგილას. გამოშვების ფორმა:
10 ტაბლეტი ბლისტერზე, 1, 3, 5, 10 და 100 ბლისტერი კოლოფში. გაცემის პირობები:
ურეცეპტო. მწარმოებელი:
ფ. ტრენკა
მისამართი:
გოლდეგასსე, A - 1040 ვენა, ავსტრია.