newhospitals

ეუფილინი 24% 1მლ #10ა

ეუფილინი 24% 1მლ #10ა
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
6610ნახვა
[code]

ეუფილინი-დარნიცა


ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო და ქიმიური სახელწოდება: ამინოფილინი;
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე, უფერო ან ღია-ყვითელი ფერის ხსნარი;
შემცველობა: 1 ამპულა შეიცავს თეოფილინს – 0.18 გ, ეთილენდიამინს – 0.06 გ;
დამხმარე ნივთიერებები: საინექციო წყალი.

ამინოფილინი; გამჭვირვალე, უფერო ან ღია-ყვითელი ფერის ხსნარი;: 1 ამპულა შეიცავს თეოფილინს – 0.18 გ, ეთილენდიამინს – 0.06 გ;დამხმარე ნივთიერებები: საინექციო წყალი.

გამოშვების ფორმა. 24% საინექციო ხსნარი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. სპაზმოლიტიკური საშუალებები.

ფარმაკოლოგიური თვისებები. ბრონქოლიტიკური საშუალება, რომელიც შეიცავს დაახლოებით 80% თეოფილინსა და დაახლოებით 20% ეთილენდიამინს. ეუფილინი-დარნიცას მოქმედება განპირობებულია პირველ რიგში მასში თეოფილინის შემცველობით. თეოფილინი ინჰიბირებს ფოსფოდიესტერაზას და ზრდის ქსოვილებში ციკლური 3’,5’-ადენოზინმონოფოსფატის (ცამფ) დაგროვებას, ბლოკავს ადენოზურ (პურინის) რეცეპტორებს, გააჩნია უნარი დათრგუნოს უჯრედების მემბრანების არხებიდან კალციუმის იონების ტრანსპორტი. ეთილენდიამინი აძლიერებს სპაზმოლიტიკურ აქტივობას, ამსუბუქებს ხსნადობას და ზრდის აბსორბციას.
ეუფილინი-დარნიცა ადუნებს ბრონქების კუნთებს, ხსნის ბრონქოსპაზმს, აფართოვებს გულის, ტვინის, თირკმელების სისხლძარღვებს, წარმოადგენს პერიფერიულ ვაზოდილატატორს. გააჩნია ზომიერად გამოხატული დიურეტიკული მოქმედება, დაკავშირებული უპირატესად არხის რეაბსორბციასთან, ამუხრუჭებს თრომბოციტების აგრეგაციას. ახდენს მასტიმულირებელ მოქმედებას სუნთქვით ცენტრზე, ზრდის გულის კუმშვების სიხშირესა და სიძლიერეს.

ფარმაკოკინეტიკა. ეუფილინი-დარნიცა კარგად შეიწოვება საკვებგადამამუშავებელ არხში. მეტაბოლიზირდება ღვიძლში არააქტიურ ნაერთებამდე.
ეუფილინი-დარნიცას გამოხატული თერაპიული მოქმედება ვლინდება სისხლში თეოფილინის კონცენტრაციისას 5-15 მგ/ლ, 20 მგ/ლ-ზე მეტი კონცენტრაციისას იზრდება გვერდითი რეაქციების რისკი. პრეპარატი აღწევს პლაცენტარულ ბარიერში, გამოიყოფა დედის რძესთან ერთად. ინტრაკუნთური შეყვანისას პრეპარატის 0.3 გ პლაზმაში აღინიშნება კონცენტრაცია 1.2-2.0 მგ/ლ.
პრეპარატის ბიოტრანსფორმაციის პროდუქტები გამოიყოფა შარდთან ერთად, 10% - უცვლელი სახით, მცირე რაოდენობა – განავალთან ერთად.

გამოყენების ჩვენებები. ბრონქოობსტრუქციული სინდრომის კუპირება ბრონქიალური ასთმის, ბრონქიტის, ასთმატური სტატუსის, ფულტვების ემფიზემის დროს. ფილტვის გული. სასუნთქი ცენტრის ფუნქციის დარღვევები. ტვინის სისხლმიმოქცევის დარღვევები (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში). სისხლმიმოქცევის უკმარისობა, გულის ან თირკმლის გენეზის შეშუპებები (როგორც დამხმარე საშუალება კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში).
გამოყენების წესი და დოზები. დოზა და გამოყენების ჯერადობა განისაზღვრება ინდივიდუალურად, ასაკის, სხეულის წონისა და თეოფილინის მეტაბოლიზმის განსაკუთრებულობების გათვალისწინებით.
ეუფილინი-დარნიცა ინიშნება ინტრაკუნთურად 1 მლ 24% ხსნარი 3-ჯერამდე დღე-ღამეში (გამოყენების ჯერადობა განისაზღვრება ინდივიდუალურად).
ეუფილინი-დარნიცას უმაღლესი დოზები უფროსებისათვის ინტრაკუნთური შეყვანისას: ერთჯერადი – 0.5 გ, დღე-ღამის – 1.5 გ.
ბავშვებისათვის პრეპარატი ინტრაკუნთურად შეიყვანება, ასაკის მიხედვით დოზების შემცირებით. ერთჯერადი დოზა ბავშვისათვის: 1 წლამდე – 0.1-0.15 მლ, 2-4 წლის – 0.25-0.3 მლ, 5-7 წლის – 0.5 მლ, 8-10 წლის – 0.6 მლ, 11-14 წლის – 0.75 მლ. უმაღლესი დოზები ბავშვებისათვის ინტრაკუნთურად: ერთჯერადი – 7 მგ/კგ, დღე-ღამის – 15 მგ/კგ. პარენტერალური შეყვანის ხანგრძლიობა – არაუმეტეს 14 დღე.

გვერდითი მოქმედება. თავბრუსხვევა, გულისცემა, გულის რითმის დარღვევა, ძილის დარღვევა, ღებინება, გულისრევა, შფოთვა, კრუნჩხვები, ალბუმინურია, ჰემატურია, ალეგიული რეაქციები კანზე გამონაყარის სახით. წყლულის დაავადების გამწვავება. იშვიათად – ჰიპოგლიკემია.
ეთილენდიამინის მიმართ ჰიპერმგრძნობელობისას შესაძლებელია ექსფოლიატური დერმატიტის, ციებ-ცხელება. შესაძლოა ტკივილი ინექციის ადგილას.

უკუჩვენებები. გულის მწვავე უკმარისობა, სტენოკარდია, გულის რითმის დარღვევა, ღვიძლის და/ან თირკმელების ფუნქციის გამოხატული დარღვევები, ეპილეფსია, ჰიპერმგრძნობელობა ეუფილინი-დარნიცას მიმართ.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან. ეუფილინი-დარნიცა სიფრთხილით გამოიყენება ერთდროულად ანტიკოაგულანტებთან, თეოფილინის ან პურინის სხვა წარმოებულებთან. ეუფილინი-დარნიცა პოტენცირებს შარდმდენი საშულებების მოქმედებას.

ჭარბი დოზა. ჭარბი დოზის სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს სისხლის პლაზმაში თეოფილინის კონცენტრაციისას 20 მგ/ლ-ზე მეტი. შესაძლებელია ღებინება, გულისრევა, უძილობა, ტაქიკარდია, ჰიპერთერმია, კრუნჩხვები, სისხლმიმოქცევის დარღვევის სიმპტომები.
მკურნალობა: სიმპტომატური.

გამოყენების განსაკუთრებულობანი. შეყვანამდე ხსნარი უნდა გათბეს სხეულის ტემპერატურამდე. ეუფილინი-დარნიცათი მკურნალობის დროს რეკომენდებული არ არის ქსანტინის წარმოებულების შემცველი ნივთიერებების გამოყენება (ჩაი, ყავა).

შენახვის პირობები და ვადა. ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა – 3 წელი.

გაცემის პირობები. რეცეპტით.
შეფუთვა. ამპულები 1 მლ 24% საინექციო ხსნარი, 10 ამპულა შეფუთვაში.

მწარმოებელი. დსს ფარმაცევტული ქარხანა “დარნიცა”.
მისამართი. 02093, უკრაინა, ქ. კიევი, ბორისპოლსკაიას ქ. 13.

[/code]

სად შევიძინოთ?

სულ 703 აფთიაქში

ავერსი

თამარ მეფის ქ. №3

2.50

ავერსი

ჭანტურიას ქ. №1

2.20

ავერსი

თ.მეფის გამზ. №28-30

2.50

სახალხო აფთიაქი

ბორჯომი, სააკაძის ქ. № 3 (ჯეო ჰოსპიტალი)

3.70
ყველას ნახვა


ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.