ეტოდინი ფორტე 400მგ #28ტ
შემადგენლობა:
ყოველი ტაბლეტი შეიცავს 400 მგ ეტოდოლაკს და საღებავის სახით რკინის წითელ ოქსიდს, ტიტანის დიოქსიდს. ფარმაკოლოგიური თვისებები:ეტოდოლაკი არის ინდოლის წარმოებული, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი. ეტოდოლაკი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო სხვა პრეპარატებისაგან გამოირჩევა ტეტრაჰიდროპირანოინდოლური ბირთვებით. ფარმაკოდინამიკური თვისებები:
ეტოდოლაკს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ანალგეზიური და ანტიპირეტიული თვისებები.
ეტოდოლაკი ახდენს ანთებით ქსოვილში პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებას. ის უზრუნველყოფს ანთების მედიატორების (ჰისტამინი, სეროტონინი და ქინინი) მიმართ ტკივილის რეცეპტორების მგრძნობელობის შემცირებას და ტკივილის თავიდან აცილებას. ეტოდოლაკი ახდენს ფერმენტ ციკლოოქსიგენაზას (პროსტაგლანდინის სინთეტაზას) ინჰიბირებას და ხელს უშლის არაქიდონის მჟავიდან პროსტაგლანდინების. გარდა ამისა, ეტოდოლაკს გააჩნია ურიკოზურული აქტივობა. ფარმაკოკინეტიკური თვისებები:
პერორალური მიღებისას ეტოდოლაკი კაგრად აბსორბირდება და პლაზმაში უმაღლეს კონცენტრაციებს აღწევს დაახლოებით 1 საათში. მისი უმაღლესი კონცენტრაცია პლაზმაში არის 18 უგ/მლ. პლაზმაში ის მჭიდროდ უკავშირდება პროტეინებს და მისი თავისუფალი ნაწილი მერყეობს 1.2%-სა და 4.7%-ს შორის. მისი ბიოშეღწევადობა არის 68 უგ/მლ/სთ; გამოყოფის საშუალო ნახევარპერიოდია 7 საათი, განაწილების მოცულობა - 0.4 ლ/კგ, ხოლო პლაზმის კლირენსი 41 მლ/სთ/კგ. ეტოდოლაკის ბიოშეღწევადობაზე გავლენას არ ახდენს საკვები ან ანტაციდები. ჩვენებები:
ეტოდინ ფორტი აპკიანი ტაბლეტი ნაჩვენებია:
- რევმატული დაავადებების დროს, როგორიცაა რევმატოიდული ართრიტი, ანკილოზური სპონდილიტი;
- ართროზის დროს, რომელიც მიმდინარეობს ტკივილითა და მოძრაობის შეზღუდვით ;
- მწვავე ოსტეოართრიტის ხანგრძლივი მკურნალობისათვის.
- ტკივილის მართვისათვის. უკუჩვენებები:
ეტოდინ ფორტის აპკიანი ტაბლეტი არ გამოიყენება იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა ეტოდოლაკის მიმართ ან რომლებსაც ადრე ჰქონდათ პეპტიკური წყლული. ჯვარედინი რეაქციის ალბათობის გამო, ეს პრეპარატი არ გამოიყენება იმ პაციენტებში, რომლებსაც ასპირინით ან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო სხვა პრეპარატებით მკურნალობისას უვითარდებათ ასთმა, რინიტი ან ურტიკარია. გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები:
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო სხვა პრეპარატების მსგავსად, ეტოდოლაკმა შეიძლება, გამოიწვიოს თრომბოციტების ფუნქციის შემცირება. კერძოდ, აუცილებელია იმ პაციენტთა კონტროლი, რომლებიც კუჭ-ნაწლავის მხრივ სიმპტომების გამო იმყოფებიან ანტიკოაგულანტურ თერაპიაზე, ხოლო სისხლდენის განვითარების შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს.
ეტოდინი ფორტი აპკიანი ტაბლეტი არ გამოიყენება 15 წლამდე ასაკის ბავშვებში. გულის უკმარისობის, თირკმლისა და ღვიძლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში, ციროზიან ან ნეფროზის მქონე პაციენტებში, ასევე იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ დიურეტიკებს და განსაკუთრებით, ხანდაზმულ პაციენტებში მკურნალობის დასაწყისში აუცილებელია თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციების კონტროლი.
პროსტაგლანდინის სინთეზის მაინჰიბირებელმა პრეპარატებმა ცხოველებში შეიძლება გამოიწვიოს დისტოცია და დაგვიანებული მშობიარობა. ზოგიერთმა პროსტაგლანდინის სინთეტაზას ინჰიბიტორმა შეიძლება გამოიწვიოს სადინრების (დუქტუს არტერიოზუს) ნაადრევი დახურვა. ეტოდოლაკი არ გამოიყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს, ვინაიდან ამ ჯგუფში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება არ არის დადგენილი. არასასურველი რეაქციები:
კუჭ-ნაწლავის მხრივ:
აღინიშნება გულისრევა, დიარეა, მუცლის შებერილობა და ყაბზობა. ეს ეფექტები ზომიერი და დროებითი ხასიათისაა. კვლევებით დამტკიცებულია, რომ ეტოდოლაკი უფრო ნაკლებად იწვევს გასტროინტესტინალურ სისხლედნას, ვიდრე არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო სხვა პრეპარატები. ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები:
- დერმატოლოგიური (გამონაყარი, ქავილი);
- რესპირატორული (ასთმის შეტევები შეიძლება განვითარდეს იმ პაცინეტებში, რომლებსაც ასპირინით ან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო სხვა პრეპარატებით მკურნალობისას განუვითარდათ ასთმა, რინიტი და ურტიკარია).
ღვიძლის მხრივ:
შეიძლება აღინიშნოს შრატში ტრანსამინაზების მცირე და დროებითი მომატება.
ნევროლოგიური:
შეიძლება გამოვლინდეს თავის ტკივილი, თავბრუსხვევა და დაღლილობა.
არასასურველი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. პრეპარატის ურთიერთქმედება:
ვინაიდან ეტოდინ ფორტის აპკიანი ტაბლეტი მჭიდროდ უკავშირდება პროტეინებს, მისი იმ პრეპარატებთან (ანტიკოაგულანტები) ერთად გამოყენებისას, რომლებიც ასევე მჭიდროდ უკავშირდებიან პროტეინებს, საჭიროა დოზის კორექცია.
- ეტოდოლაკმა შეიძლება გააძლიეროს პერორალური ანტიკოაგულანტებისა და ჰეპარინის თერაპიული ეფექტი და გამოიწვიოს კუჭის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება.
- ეტოდოლაკმა შეიძლება გამოიწვიოს სულფამიდების ჰიპოგლიკემური ეფექტების გაძლიერება.
- ამ ორი საშუალების გამოყენებისას აუცილებელია პლაზმაში ლითიუმის კონცენტრაციის კონტროლი, ვინაიდან ეტოდოლაკმა შეიძლება გამოიწვიოს პლაზმაში ლითიუმის კონცენტრაციის მომატება.
- ეტოდოლაკმა შეიძლება გააძლიეროს მეტოტრექსატის ჰემატოლოგიური ტოქსიკურობის გაძლიერება.
- ეტოდოლაკმა შეიძლება შეასუსტოს დიურეტიკების აქტივობა.
- ეტოდოლაკი იწვევს დამატებით ურთიერთქმედებას, როდესაც ის გამოიყენება შემდეგ საშუალებებთან ერთად:
ის ზრდის თრომბოციტებზე ტიკლოპიდინის ანტიაგრეგაციულ მოქმედებას. მათი ერთდროული გამოყენებისას საჭიროა სისხლდენის დროის კონტროლი.
როდესაც ეს პრეპარატი გამოიყენება არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო სხვა პრეპარატებთან ერთად, წყლულისა და ჰემორაგიის რისკი იზრდება.
ის აძლიერებს ფენიტოინის აქტივობას.
ბილირუბინის რაოდენობის განსაზღვრის მიზნით ერლიხის რეაქტანტის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ცრუ დადებითი შედეგის მიღება (შარდში ეტოდოლაკის ფენოლური მეტაბოლიტების არსებობა). დოზირება და მიღების წესი:
ეტოდინ ფორტის აპკიანი ტაბლეტის რეკომენდებული დღიური დოზა არის 400-1200მგ.
ეტოდინ ფორტის აპკიანი ტაბლეტი გამოიყენება დღეში ორჯერ (დილით და საღამოს).
ეტოდინ ფორტის აპკიანი ტაბლეტის მიღება შეიძლება მცირე ინტერვალებით მწვავე მტკივნეული მდგომარეობების დროს.
მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 1200მგ-ს. 60კგ ან ნაკლები წონის პაციენტებში, საერთო დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 20მგ/კგ-ს.
ბავშვებში გამოსაყენებელი დოზა არ არის განსაზღვრული.
ხანდაზმულებში არ არის საჭირო დოზის კორექცია. ჭარბი დოზირება:
აუცილებელია ღებინების გამოწვევა და კუჭის ამორეცხვა. ასევე მიიღება აქტივირებული ნახშირი და გამოიყენება ზოგადი დამხმარე თერაპია. შენახვის პირობები
პრეპარატი ინახება საკუთარ კონტეინერში 25°C-მდე ტემპერატურის პირობებში, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. შეფუთვა:
ეტოდინ ფორტის აპკიანი ტაბლეტი: ბლისტერში მოთავსებულია 7, 14 და 28 ტაბლეტი. ვარგისიანობის ვადა:
3 წელი გაცემის წესი:
ურეცეპტოდ. ლიცენზიის მფლობელი:
ნობელ ილაჩ სანაი ვე ტიკარეტ ა.ს.
ბარბაროს ბულვარი 76-78
34353 ბესიკტასი, სტამბული, თურქეთი.