ესპაზენი
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): otilonium bromide
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გასტროენტეროლოგია, ჰეპატოლოგია → კუჭ-ნაწლავის ტონუსსა და მოტორიკაზე მოქმედი საშუალებები → კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ტონუსის და მოტორიკის შემამცირებელი საშუალებები → მიოტროპული სპაზმოლიზური საშუალებები
მწარმოებელი კომპანია: ABDI IBRAHIM Ilac San ve Tic A.S.
მწარმოებელი ქვეყანა: თურქეთი
გამოშვების ფორმა: 40 მგ ტაბლეტი #30
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გასტროენტეროლოგია, ჰეპატოლოგია → კუჭ-ნაწლავის ტონუსსა და მოტორიკაზე მოქმედი საშუალებები → კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ტონუსის და მოტორიკის შემამცირებელი საშუალებები → მიოტროპული სპაზმოლიზური საშუალებები
მწარმოებელი კომპანია: ABDI IBRAHIM Ilac San ve Tic A.S.
მწარმოებელი ქვეყანა: თურქეთი
გამოშვების ფორმა: 40 მგ ტაბლეტი #30
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.
ოტილონიუმის ბრომიდი . . . . 40 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის გარნულები, კროსპოვიდონი, ნატრიუმის სახამებელ-გლიკოლატი, სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, პოლივინილის სპირტი, ტიტანის დიოქსიდი, პოლიეთილენგლიკოლი, ტალკი, იონიზებული წყალი.
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
მიოტროპული, სპაზმოლიზური საშუალება. სინთეზური ქოლინობლოკატორი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ესპაზენი აქტიური სუბსტანციის სახით შეიცავს ოტილონიუმის ბრომიდს. ოტილონიუმის ბრომიდი მიეკუთვნება სინთეზური ანტიქოლინერგული პრეპარატების ჯგუფს. ოტილონიუმის ბრომიდი ნაჩვენებია საჭმლის მომნელებელი სისტემის მოტორული დარღვევების სამკურნალოდ და კერძოდ კი, ნაწლავთა მტკივნეული სპაზმების შესამცირებლად.
ჩვენებები
- ნაწლავების მომატებული მოტორული აქტივობით განპირობებული მტკივნეული სპაზმების შესამცირებლად;
- გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის სამკურნალოდ;
- ენდოსკოპიური პროცედურებისათვის (რომლებიც ხორციელდება კუჭის ან ნაწლავების გამოკვლევისათვის) დამახასიათებელი ნაწლავების პოტენციური სპაზმების შესამცირებლად.
დოზირების რეჟიმი
ესპაზენის გამოყენება შესაძლებელია როგორც უზმოზე, ისე ჭამის შემდეგ.
მტკივნეული სპაზმების მოსახსნელად ნაწლავთა მომატებული მოტორული აქტივობის დროს და გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის სამკურნალოდ ესპაზენი ინიშნება ერთი ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში.
1-2 ტაბლეტის მიღება რეკომენდებულია ენდოსკოპიურ პროცედურამდე 1 საათით ადრე, ნაწლავთა სპაზმების შესამცირებლად ენდოსკოპიის დროს.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები: იყლაპება მთლიანი ტაბლეტი ჭიქა წყალთან ერთად. ყოველთვის მიიღეთ ესპაზენი ზუსტად ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.
გამოყენება პედიატრიაში: ადექვატური ინფორმაციის არ არსებობის გამო პრეპარატის გამოყენება ბავშვებში რეკომენდებული არ არის.
ხანდაზმული პაციენტები: ხანდაზმულ პაციენტებში პრეპარატის გამოყენება არ საჭიროებს დოზის რეგულირებას. რეკომენდებულია მოზრდილთა დოზა.
სპეციალური პოპულაციები
ღვიძლის/თირკმლის უკმარისობა: თირკმლის და ღვიძლის უკმარისობის დროს პრეპარატის გამოყენებისთვის სპეციალური რეკომენდაცია არ არსებობს.
თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ესპაზენის ეფექტი არის ძალიან ძლიერი ან სუსტი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ თქვენ მიიღეთ ესპაზენის რეკომენდებულზე მაღალი დოზა, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
არ მიიღოთ ესპაზენის ორმაგი დოზა გამორჩენილი დოზის ასანაზღაურებლად.
გვერდითი მოვლენები
ესპაზენმა, როგორც ყველა სამედიცინო პროდუქტმა, შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემდგენლობაში შემავალი ინგერდიენტების მიმართ.
ესპაზენთან დაკავშირებული გვერდითი ეფექტები: გულისრევა, ღებინება, კუჭის ტკივილი.
როგორც წესი, ესპაზენის გვერდითი მოვლენები მსუბუქია. თუ შენიშნეთ ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის მოცემული ესპაზენის ინსტრუქციაში, დაუყოვნებლივ შეატყობინეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
- ჰიპერმგრძნობელობა ოტილონიუმის ბრომიდის ან პრეპარატის სხვა რომელიმე კომპონენტის მიმართ;
- ნაწლავთა ობსტრუქცია.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა: პრეპარატის გამოყენებამდე მიიღეთ ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია.
მიუხედავად იმისა, რომ ცხოველებში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ოტილონიუმს არ გააჩნია ემბრიოტოქსიკური, ტერატოგენული და მუიტაგენური ეფექტები, ესპაზენის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში და ექიმის დანიშნულებითა და ზედამხედველობით.
თუ მკურნალობის პერიოდში გაირკვა, რომ ხართ ორსულად, სასწრაფოდ შეატყობინეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ლაქტაცია: ესპაზენის გამოყენება შეიძლება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში და ექიმის ზედამხედველობის ქვეშ.
პრეპარატის გამოყენებამდე მიიღეთ თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია.
განსაკუთრებული მითითებები
ესპაზენი სიფრთხილით უნდა გამოვიყენოთ შემდეგ შემთხვევებში:
- გლაუკომა, პროსტატის ჰიპერტროფია და პილოროსტენოზი;
- ლაქტაციის პერიოდი;
- გასათვალისწინებელია ოტილონიუმის ბრომიდით გამოწვეული გასტროინტესტინური კუნთების რელაქსაცია ყაბზობითა და ატონიური ნაწლავის სიმპტომატიკით მიმდინარე დაავადებების დროს.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ესპაზენის შემადგენლობაში შემავალი ზოგიერთი ექსციპიენტის შესახებ
ესპაზენი შეიცავს ლაქტოზის გრანულებს, ამიტომ პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან, თუ გაქვთ შაქრების აუტანლობა.
ესპაზენი შეიცავს ნატრიუმის სახამებელ-გლიკოლატს (2 მგ ტაბლეტში). ეს გათვალსიწინებული უნდა იყოს პრეპარტის დანიშვნისას იმ პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან ნატრიუმის კონტროლირებულ დიეტაზე.
ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვა: პრეპარატის ზეგავლენა ავტომობილის ან მექანიზმების მართვაზე აღწერილი არ არის.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
სხვა პრეპარტებთან ურთიერთქმედების შესახებ ინფორმაცია არ არის აღწერილი.
თუ თქვენ ესპაზენთან ერთად იყენებთ რომელიმე სხვა პრეპარატს, უნდა შეატყობინოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
შენახვის პირობები და ვადა
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25oC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა - 2 წელი.
აფთიაქიდან გაცემის პირობები:
პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.