newhospitals

ესენციალე N 5მლ #5ა

ესენციალე N 5მლ #5ა
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
3509ნახვა

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ხსნარი ინტრავენური ინექციისათვის: ამპულაში 5 მლ, შეფუთვაში 5 ც.
1 მლ 1 ამპ.
"ესენციალური" ფოსფოლიპიდები...................................50 მლ 250 მგ
დამხმარე ნივთიერება: ბენზილის სპირტი - 45 მგ

ესენციალე ფორტე N
კაფსულები ფორტე: შეფუთვაში 30 და 100 ც.
1 კაფს.
"ესენციალური" ფოსფოლიპიდები...................300 მგ

დამხმარე ნივთიერებები:
მყარი ცხიმი, სოიოს ზეთი, ჰიდროგენიზირებული აბუსალათინის ზეთი,ეთანოლი, ეთილვანილინი, 4-მეთოქსიაცეტოფენონი, ჟელატინი, საღებავები E171 და E172, DL-α-ტოკოფეროლი.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ჰეპატოპროტექტორი.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატი უზრუნველყოფს მაღალენერგეტიკული ,,ესენციალური" ფოსფოლიპიდებით ღვიძლს, რომელშიც დარღვეულია მეტაბოლიური აქტივობა. ქიმიური სტრუქტურით ,,ესენციალური" ფოსფოლიპიდები იდეალურად თანხვდება ბუნებრივ ენდოგენურ ფოსფოლიპიდებს. ისინი უპირატესად აღწევენ ღვიძლის უჯრედების მემბრანებში.
,,ესენციალური" ფოსფოლიპიდები: აუმჯობესებენ ღვიძლის ფუნქციებს და ღვიძლის უჯრედების ფერმენტულ აქტივობას; ამცირებენ ღვიძლის ენერგეტიკული დანაკარგის დონეს; ხელს უწყობენ ღვიძლის უჯრედების რეგენერაციას; ნეიტრალურ ცხიმებსა და ქოლესტერინს გარდაქმნიან ისეთ ფორმებად, რომელთა მეტაბოლიზმი გაადვილებულია; ახდენენ ნაღვლის ფიზიკო-ქიმიური თვისებების სტაბილიზაციას.

 

ჩვენებები:
- ღვიძლის ცხიმოვანი დეგენერაცია (აგრეთვე დიაბეტით გამოწვეული);
- მწვავე და ქრონიკული ჰეპატიტი, ციროზი, ღვიძლის უჯრედების ნეკროზი, ღვიძლისმიერი კომა და პრეკომა, ღვიძლის ტოქსიკური დაზიანება (მათ შორის ალკოჰოლით), ორსულთა ტოქსიკოზი;
- ოპერაციის წინა და ოპერაციის შემდგომი მკურნალობა (განსაკუთრებით ჰეპატობილიარული ზონის ოპერაციები), ფსორიაზი, რადიაციული სინდრომი.

 

დოზირების რეჟიმი:
თუ არ არსებობს ექიმის განსაკუთრებული რეკომენდაცია, მაშინ პრეპარატი შეჰყავთ ინტრავენურად 1-2 ამპულა, მძიმე შემთხვევაში 2-4 ამპულა დღეში. 2 ამპულა შეიძლება შეყვანილი იქნეს ერთდროულად. თავი შეიკავეთ შერეული ინექციებისაგან. რეკომენდებულია წამლის პარენტერალური შეყვანა რაც შეიძლება მალე შეიცვალოს პერორალური ფორმით. თუ არ არსებობს ექიმის განსაკუთრებული რეკომენდაცია პერორალურად წამლის მიღების საწყისი დოზაა 2 კაფსულა 3-ჯერ დღეში, ხოლო შემანარჩუნებელი დოზა კი არის 1 კაფსულა 3-ჯერ დღეღამეში. კაფსულების მიღება ხდება საკვების მიღებისას, დაუღეჭავად, მცირე რაოდენობის წყალთან ერთად.

 

გვერდითი მოვლენები:
პრეპარატის მომატებული დოზებით მკურნალობისას იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს კუჭ-ნაწლავის მოშლილობა (დიარეა).

 

უკუჩვენებები:
წამლის შემადგენელი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
ვინაიდან აღნიშნული ხსნარი შეიცავს ბენზილის სპირტს, მისი გამოყენება არ შეიძლება ახალშობილებისა და დღენაკლული ბავშვების მკურნალობაში.

 

განსაკუთრებული მითითებები:
გამოიყენეთ მხოლოდ გამჭირვალე ხსნარი.
შეიყვანეთ ინტრავენურად ნელა.

 

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
არ არის ცნობილი.

 

შენახვის პირობები და ვადა:
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 8°C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

 

ვარგისიანობის ვადა - 3 წელი.

a.nattermann & cie gmbh for sanofi-aventis

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.