ერიუსი 5მგ #10ტ

ერიუსი 5მგ #10ტ
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
32154ნახვა
საერთაშორისო დასახელება:
dezloratadin

ათქ.კლასიფიკაციის კოდი:
R06AX

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ჰისტამინური H1 რეცეპტორების ბლოკატორები; მეორე თაობის პრეპარატები
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბ. 5 მგ: 7 და 10 ც.
სიროფი: ფლ. 60 მლ და 120 მლ

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ერიუსი არასედატიური ანტიჰისტამინური პრეპარატია. ერიუსს გააჩნია ალერგიის საწინაღმდეგო მოქმედება, რომელიც იწყება მისი მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში და ნარჩუნდება მთელი დღის განმავლობაში.
პრეპარატი არ ზემოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და არ იწვევს ანტიქოლინერგიულ და სედატიურ მოქმედებას (არ იწვევს ძილიანობას).
საჭმლის მიღება და ალკოჰოლი არ ცვლის პრეპარატის ფარმაკოლოგიურ თვისებებს.
ერიუსი აქრობს ან საგრძნობლად ამსუბუქებს ალერგიული რინიტის ისეთ გამოვლინებებს, როგორიცაა ცემინება, ქავილის შეგრძნება ცხვირში, ცხვირიდან გამონადენი, ქავილი და შეწითლება თვალის მიდამოში, ცრემლდენა.
ჭინჭრის ციების დროს ერიუსი ამსუბუქებს ან აქრობს ქავილს და გამონაყარს კანზე

ჩვენებები:
- სეზონური და წლის განმავლობაში მიმდინარე ალერგიული რინიტი;
- ქრონიკული იდიოპათიური ურტიკარია (ჭინჭრის ციება).

მიღების წესები და დოზები:
ერიუსის ტაბლეტირებული ფორმა ნებადართულია მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ასაკიდან. ტაბლეტირებული ფორმა მიიღება დღეში ერთხელ. ტაბლეტის დაღეჭვა არ შეიძლება, იგი მთლიანად უნდა გადაიყლაპოს
6 თვიდან-12 წლამდე ბავშვებში ნაჩვენებია ერიუსის სიროფის ფორმა;
ბავშვებში 6-დან 12 თვემდე 2.0 მლ (1 მგ) პრეპარატი ერთხელ დღეში;
ბავშვებში 1-დან 5 წლამდე 2.5 მლ (1.25 მგ) პრეპარატი ერთხელ დღეში;
ბავშვებში 6-დან 11 წლამდე 5.0 მლ (2.5 მგ) პრეპარატი ერთხელ დღეში;
მოზრდილები და ბავშვები (³12 წელი): 10.0 მლ (5.0 მგ) სიროფი ერთხელ დღეში.

გვერდითი მოვლენები:
აღინიშნება პლაცებოს დონეზე: დაღლილობის შეგრძნება 1.2%-ში, თავის ტკივილი 0.6%-ში

უკუჩვენება:
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტებისადმი ან ლორატადინისადმი;
- ორსულობის და ლაქტაციის პერიოდი.

ჭარბი დოზირება:
ჭარბი დოზირების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
სხვა წამლებთან არ ურთიერთქმედებს. საკვების მიღება არ მოქმედებს წამლის ეფექტურობაზე. ერიუსი არ აძლიერებს ალკოჰოლის ზემოქმედებას ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.

შენახვის პირობები და ვადები:
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 2-30°C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა - 2 წელი.

მწარმოებელი ქვეყანა:
ბელგია

სად შევიძინოთ?

სულ 289 აფთიაქში

ავერსი

ფალიაშვილის ქ. №82

16.10

ავერსი

ჭავჭავაძის გამზ. №41

16.10

ავერსი

პუშკინის ქ. №11

16.10

სახალხო აფთიაქი

ცაგერი, შ. რუსთაველის № 8

14.93

სახალხო აფთიაქი

ჩხოროწყუ, გობეჩიას № 3

15.35
ყველას ნახვა


ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.