newhospitals

ერითრომიცინი (ERYTHROMYCIN)

ერითრომიცინი (ERYTHROMYCIN)
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
18024ნახვა
სავაჭრო სახელწოდება: ერითრომიცინი

 

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ERYTHROMYCIN

 

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სისტემური გამოყენების ანტიბაქტერიული საშუალება, ანტიბიოტიკი, მაკროლიდები

 

მწარმოებელი: პოლფა ტარხომინი (Tarchomin pharmaceutical works "POLFA"S.A.)

 

მწარმოებელი ქვეყანა: პოლონეთი

 

გამოშვების ფორმა: 200მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №16

 

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

 

ინსტრუქცია

 

ათქ კლასიფიკაციის კოდი: J01FA01

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 16 ც.

1 ტაბ. შეიცავს:
ერითრომიცინი - 200 მგ

 

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტიბიოტიკი მაკროლიდების ჯგუფიდან.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ერითრომიცინი არღვევს ბაქტერიული უჯრედის რიბოსომების დონეზე ცილების სინთეზს. პრეპარატის მიმართ მგრძნობიარეა გრამდადებითი პენიცილინაზას მაპროდუცირებელი და არამაპროდუცირებელი Staphylococcus spp., Streptococcus spp., მათ შორის S. Pneumoniae, Clostridium spp., Bacillus anthracis, Corynebacterium diphtheriae და ზოგიერთი გრამუარყოფითი (Neisseria gonorrhoeae, Haemophillus influenzae, Bordetella pertussis, Brucella spp., Legionella spp., Mycoplasma spp., Chlamidia spp., Spirochaetaceae, Rickettsia spp.) ბაქტერიები. ერითრომიცინის მიმართ რეზისტენტულია გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები, მათ შორის: Esherichia coli, Pseudomonas aeruginosa, აგრეთვე Shigella spp., Salmonella spp.

 

ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. იგი აქტიურად აღწევს ქსოვილებში, ორგანიზმის სითხეებსა და ღრუებში, არ გაივლის ჰემატოენცეფალურ ბარიერს. ძირითადად მეტაბოლიზდება ღვიძლში და ექსკრეტირდება ნაღველთან ერთად. პრეპარატის 5%-ზე ნაკლები შეუცვლელი სახით გამოიყოფა შარდთან ერთად. ერითრომიცინს კუმულაციური თვისებები არ ახასიათებს.

 

ჩვენებები:
პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებები. მათ შორის: დიფტერია, ყივანახველა, ბრუცელოზი, ლეგიონელოზი, ანგინა, ტრაქომა, ქუნთრუშა, პნევმონია, ბრონქოექტაზური დაავადება გამწვავების სტადიაში, სეპტიური მდგომარეობა, წითელი ქარი, მასტიტი, ოსტეომიელიტი, ქოლეცისტიტი, ჩირქოვანი ოტიტი და სხვა ჩირქოვან-ანთებითი პროცესები.

პრეპარატი ენიშნებათ ტეტრაციკლინის, ლევომიცეტინის, სტრეპტომიცინის მიმართ მიკროორგანიზმების მდგრადობის შემთხვევაში, აგრეთვე ათაშანგის სამკურნალოდ გამოყენებული პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკებისადმი ორგანიზმის მომატებული მგრძნობელობის დროს.

 

დოზირების რეჟიმი:
ერითრომიცინი ენიშნებათ პერორალურად მისაღებად.
მოზრდილებში ერთჯერადი დოზა შეადგენს 0.25 გ-ს, მძიმე დაავადებების დროს - 0.5 გ-ს ყოველ 4-6 სთ-ში 1-1.5 სთ-ით ადრე ჭამამდე ან ჭამიდან 2-3 სთ-ის შემდეგ. მოზრდილებში მაქსიმალური ერთჯერადი დოზაა 0.5 გ, ხოლო სადღეღამისო -4 გ.
ბავშვებს ენიშნებათ 30-50 მგ/კგ წონაზე დაავადების მიმდინარეობისა და პაციენტის ასაკის მიხედვით ყოველ 6 სთ-ში (4-ჯერ დღეღამეში), 8 სთ-ში (3-ჯერ დღეღამეში) და 12 სთ-ში (2-ჯერ დღეღამეში) ერთხელ.

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების ფორმასა და სიმძიმეზე და შეადგენს 5-14 დღეს.

 

გვერდითი მოვლენები:
გულისრევა, ღებინება, დიარეა, ქოლესტაზური სიყვითლე. ერთეულ შემთხვევებში ალერგიული რეაქციები (გამონაყარი, ურტიკარია, ანაფილაქსიური შოკი).
პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენებისას შესაძლებელია ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, პირის ღრუს კანდიდოზი.


უკუჩვენებები:
- მომატებული მგრძნობელობა მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკების მიმართ.
- ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა;
- ანამნეზში - სიყვითლე.

 

ორსულობა და ლაქტაცია:
ერითრომიცინი გაივლის პლაცენტურ ბარიერს და გამოიყოფა დედის რძესთან ერთად, ამიტომ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის დანიშვნა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როდესაც დედისათვის სასარგებლო შედეგი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე ზემოქმედების პოტენციურ რისკს.

 

განსაკუთრებული მითითებები:
ერითრომიცინით მკურნალობის დროს საჭიროა გათვალისწინებულ იქნას მიკროორგანიზმების მდგრადობა მის მიმართ, რაც თავისთავად ხასიათდება ჯვარედინი რეზისტენტობით სხვა ანტიბიოტიკების - მაკროლიდების მიმართ.
პრეპარატი სიფრთხილით ენიშნებათ ავადმყოფებს ღვიძლის და/ან თირკმელების ფუნქციის მოშლით.
ერითრომიცინის მიღება რძესთან ან რძის პროდუქტებთან ერთად ნებადართული არ არის.

 

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
პრეპარატები, რომლებიც ზრდიან კუჭის წვენის მჟავიანობას და მჟავე საკვები პროდუქტები იწვევენ ერითრომიცინის ინაქტივირებას.
ერითრომიცინი სისხლის პლაზმაში ზრდის თეოფილინის, კოფეინის, ლინკომიცინის, აცეტილცისტეინის, კარბამაზეპინის კონცენტრაციას და აძლიერებს მათ ტოქსიკურ მოქმედებას (გულისრევა, ღებინება და სხვა), რის გამოც ამ პრეპარატებთან მისი კომბინაცია არ არის მიზანშეწონილი.

ერითრომიცინის კომბინაციით სულფანილამიდებთან, ტეტრაციკლინებთან, სტრეპტომიცინთან ძლიერდება მისი მოქმედების ეფექტი. ერითრომიცინის დანიშვნა შესაძლებელია პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკების მიმართ ალერგიული რეაქციების დროს.

ერითრომიცინი ზრდის სისხლის პლაზმაში ციკლოსპორინის კონცენტრაციას, რაც ზრდის ნეფროტოქსიკურობის განვითარების რისკს.

 

შენახვის პირობები და ვადა:
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე ბავშვებისა და სინათლისაგან დაცულ ადგილას.

 

აფთიაქიდან გაცემის პირობები:
პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.