newhospitals

ერესპალი სიროფი

ერესპალი სიროფი
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
5706ნახვა
 

 

შემადგენლობა

 

ფენსპირიდის ჰიდროქლორიდი - 0,200გ 100 მლ-ში; 


დამხმარე ნივთიერებები: თაფლის საგემოვნო დანამატი (თაფლი, რომი, ალკოჰოლატი და თაფლის, ვარდის და  ფორთოხლის ყვავილების სპირტიანი ნაყენები), ძირტკბილას ფესვის ექსტრაქტი (ძირტკბილას ნაყენის ექსტრაქტი, გლუკოზის სიროფი, ანისულის ზეთი), ვანილის ექსტრაქტი (ვანილის პარკების წყალ-სპირტოვანი ნაყენი), გლიცეროლი, მეთილ-პარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილ-პარაჰიდროქსიბენზოატი, საქარინი, საქაროზა, კალიუმის სორბატი, დისტილირებული წყალი. 


ფარმაკოლოგიური თვისებები

 

სასუნთქი გზების ობსტრუქციული სინდრომის სამკურნალო სისტემური გამოყენების სხვა პრეპარატები. 

(ღ: სასაუნთქი სისტემა).

 


თერაპიული ჩვენება

 

ეს პრეპარატი ნაჩვენებია ხველების სამკურნალოდ და ამოსახველებლად, ბრონქების და ფილტვების დაავადებების დროს.

ეს პრეპარატი არ ანაცვლებს ანტიბიოტიკოთერაპიას და თუ ასეთი თერაპია აუცილებელია არ უნდა მოხდეს მისი გადავადება.


უკუჩვენებები

 

მომატებული მგრძნობელობა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ. 

არ მისცეთ ერესპალი 2 წლამდე ასაკის ბავშვებს.

თუ თქვენ გაგიჩნდათ ეჭვი, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმის ან ფარმაცევტს. 


განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის წესები.

 

ეს პრეპარატი შეიცავს საქაროზას, ამიტომ მისი მიღება უკუნაჩვენებია ფრუქტოზის აუტანლობის, გლუკოზ-გალაქტოზური მალაბსორბციის სინდრომის, ასევე საქაროზა-იზომალტაზის დეფიციტის დროს (იშვიათი მეტაბოლური დაავადებები).

ერესპალით თერაპიის დროს რეკომენდებული არ არის სედაციური პრეპარატების მიღება.

ერესპალით თერაპიის დროს რეკომენდებული არ არის ალკოჰოლის გამოყენება.

ამ პრეპარატს შეუძლია გამოიწვიოს ძილიანობა და თავბრუსხვევა, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში ან ალკოჰოლის მიღების დროს, რასაც შეუძლია გავლენა მოახდინოს ავტოტრანსპორტის მართვაზე და მექანიზმების გამოყენებაზე. თუ თქვენ გამოგივლინდათ ასეთი გვერდითი ეფექტები, თავი მოარიდეთ ავტოტრანსპორტის მართვას და სამანქანო მოწყობილობებთან მუშაობას.   

  

უსაფრთხოების წესები გამოყენების დროს:

 

ეს პრეპარატი შეიცავს 3გ საქაროზას ყოველ ჩაის კოვზზე (ერთ სუფრის კოვზზე 9გ-ს), რაც გასათვალისწინებელია შაქრის დაბალი შემცველობის დიეტის დაცვისას და დიაბეტის დროს. 

ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია. 




ურთიერთქმედება

 

სისტემატურად აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თქვენს მიერ მიღებული ყველა სხვა პრეპარატის შესახებ. 


ორსულობა და ლაქტაცია

 

ამ პრეპარატის მიღება ორსულობის დროს რეკომენდებული არ არის. 

თუ თქვენ დაგიდგინდათ ორსულობა მკურნალობის კურსის განმავლობაში, შეწყვიტეთ კურსი და მიმართეთ ექიმს, რომელიც დაგინიშნავთ სხვა პრეპარატს.

ამ პრეპარატის მიღება რეკომენდებული არ არის ლაქტაციის პერიოდში. 

ზოგადი წესი: თუ თქვენ ხართ ორსულად ან კვებავთ ბავშვს ძუძუთი, ნებისმიერი სამედიცინო პრეპარატის მიღების დაწყებამდე ყოველთვის გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.  

 

დოზირება

 

ყველა შემთხვევაში მკაცრად დაიცავით ექიმის მითითება. 

ზოგადი წესი:

ბავშვები 2 წლიდან: 4მგ/კგ/დღეში

- 10კგ-მდე: 2-დან 4 ჩაის (5მლ) კოვზამდე დღეში,

- 10კგ-ზე მეტი: 2-დან 4 სუფრის (15მლ) კოვზამდე დღეში.

მოზრდილები: 3-დან 6 სუფრის (15მლ) კოვზამდე დღეში. 


მიღების წესი

 

პერორალური მიღება.


მკურნალობის ხანგრძლივობა

 

ექიმის დანიშნულების შესაბამისად.


გვერდითი მოქმედება

 

შესაძლებელია დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, გულისრევა, კუჭის ტკივილი, დიარეა, ღებინება, ძილიანობა, თავბრუსხვევა, ასთენია, დაღლილობა, ქავილი.

იშვიათად, ზომიერი ტაქიკარდია, რომელიც წყდება დოზის შემცირებისას. 

ალერგიული რეაქციების იშვიათი შემთხვევები: ჭინჭრის ციება, კანის გამონაყარი, სახის და კისრის შეშუპება,  აღნიშნული იყო სუნთქვის გაძნელების შემთხვევებიც.

შეატყობინეთ ექიმს ან ფარმაცევტს ყველა იმ არასასიამოვნო და არასასურველი ეფექტის შესახებ, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ანოტაციაში. 


დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი, რომელთა შესახებ, უსაფრთხოების მიზნით, საჭიროა იცოდეს ზოგიერთმა პაციენტებმა 

საქაროზა (3გ ჩაის კოვზზე)


ექიმის დანიშნულებით მისაღები პრეპარატი


არ გამოიყენოთ მეორეულ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ. 

ინახება არა უმეტეს 30°ჩ ტემპერატურაზე


ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე. 


ტექსტის ბოლო გადახედვის თარიღი

05.2014


სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

 

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი 

Les Laboratoires Servier

“ლე ლაბორატუა სერვიე”

50, rue Carnot - 92284 Suresnes cedex 

საფრანგეთი


მწარმოებელი

 

Les Laboratoires Servier Industries <<ლე ლაბორატუა სერვიე ინდუსტრი>>

905, route de Saran - 45520 Gidy - საფრანგეთი






თარგმანი შეესაბამება ორიგინალს, მთარგმნელი:



 

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.