ერესპალი 80მგ #30ტ
საერთაშორისო დასახელება:
fenspiride
ათქ.კლასიფიკაციის კოდი:
R03DX03
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სასუნთქი ორგანოების დაავადებების დროს გამოსაყენებელი სხვადასხვა ჯგუფის საშუალებები; პრეპარატები ანტიმედიატორული მოქმედებით
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:fenspiride
ათქ.კლასიფიკაციის კოდი:
R03DX03
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სასუნთქი ორგანოების დაავადებების დროს გამოსაყენებელი სხვადასხვა ჯგუფის საშუალებები; პრეპარატები ანტიმედიატორული მოქმედებით
შემოგარს. ტაბლეტები 80 მგ. 30ც ფენსპირიდის ჰიდროქლორიდი:
80მგ ტაბლეტში.
შემავსებლები: კალციუმის ჰიდროფოსფატი, ჰიპრომელოზა (ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა), პოვიდონი (პოლივინილპიროლიდონი), უწყლო კოლოიდური სილიკაგელი, მაგნიუმის სტეარატი, გლიცეროლი, ტიტანის დიოქსიდი (E 171 ), მაკროგოლი 6000. ფარმაკოლოგიური თვისებები:
ბრონქების შევიწროებისა და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი. (რ: რესპირატორული სისტემა). ჩვენებები:
• ქრონიკული ბრონქიტები ქრონიკული რესპირატორული უკმარისობით, ან მის გარეშე.
• რესპირატორული და ოტოლარინგოლოგიური ალერგიული სიმპტომები.
• სეზონური და მუდმივი ალერგიული რინიტები.
• შემანარჩუნებელი თერაპია ასთმისა და მისი გართულებების დროს. მიღების წესები და დოზები:
მიღების წესი
შიგნით
ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა ექიმის დანიშნულების მკაცრი დაცა. მხოლოდ მოზრდილებისთვის: 1 ტაბლეტი 2-ჯერ, ან 3-ჯერ დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა
ექიმის დანიშნულების შესაბამისად. გვერდითი მოვლენები:
არასასურველი და დისკომფორტული მოვლენები
• შესაძლებელია მოშლილობა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, გულისრევა, მუცლის ტკივილი, ძილიანობა.
• იშვიათად, გულისცემის რითმის ზომიერი აჩქარება, რაც შენელდება დოზის შემცირებისას.
საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის ინფორმირება ყველა იმ არასასურველი ეფექტის შესახებ, რომლებიც არ არის ნახსენები ამ ანოტაციაში. უკუჩვენება:
დაეჭვების შემთხვევაში მოიქეცით ექიმისა ან ფარმაცევტის რჩევისამებრ ორსულობა და ლაქტაცია:
ამ პრეპარატის მიღება ორსულობის დროს რეკომენდებული არ არის. თუ ორსულობა დადგინდა მკურნალობის კურსის განმავლობაში, კურსი აუცილებლად უნდა სეწყდეს და საჭიროა ექიმის კონსულტაცია სხვა მედიკამენტის დასანიშნად. იმის გამო, რომ არ არსებობს მონაცემები პრეპარატის დედის რძეში შეღწევის შესახებ, მისი მიღება ძუძუთი კვების დროს რეკომენდებული არ არის. განსაკუთრებული მითითებები:
ეჭვის შემთხვევაში საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია. სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია ექიმისა ან ფარმაცევტის გაფრთხილება ყველა იმ პრეპარატის შესახებ, რომელსაც ღებულობს პაციენტი. შენახვის პირობები და ვადები:
პრეპარატი არ გამოიყენება მეორეულ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. მწარმოებელი ქვეყანა:
საფრანგეთი