newhospitals

ერესპალი

ერესპალი
ანოტაციის მომწოდებელია
5
2
რეკომენდაცია
1შეფასება
9586ნახვა

 

პრეპარატის მიღების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს ფურცელი-ჩანართი ბოლომდე, რადგანაც ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას. 

 

შეინახეთ ეს ფურცელი-ჩანართი. შეიძლება ის კიდევ დაგჭირდეთ. 

თუ თქვენ გაგიჩნდათ დამატებითი კითხვები, მიმართეთ თქვენს მკურნალ  ექიმს ან ფარმაცევტს. 

ეს პრეპარატი მისაღებად დაგენიშნათ პირადად თქვენ. არ გადასცეთ იგი სხვა პირებს. ეს შეიძლება მათთვის საზიანო იყოს იმ შემთხვევაშიც, თუ მათი დაავადების სიმპტომები თქვენსას ჰგავს. 

თუ თქვენ გაგინვითარდათ რაიმე გვერდით ეფექტები მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს აგრეთვე ეხება ნებისმიერ გვერდით ეფექტებს, რომლებიც ჩამოთვლილი არ არის ამ ფურცელ-ჩანართში. იხ. განყოფილება 4.


ამ ფურცელ-ჩანართში მოცემულია შემდეგი ინფორმაცია:

 

1. რა არის ერესპალი და რა შემთხვევებში გამოიყენება

2. რისი ცოდნაა აუცილებელი ერესპალის მიღების დაწყებამდე

3. როგორ მიიღება ერესპალი

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები

5. როგორ ინახება ერესპალი

6. შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია


1. რა არის ერესპალი და რა შემთხვევაში გამოიყენება

 

ეს პრეპარატი რეკომენდებულია ხველის სამკურნალოდ და ამოხველების გასაადვილებლად, ბრონქ-ფილტვის დაავადებების მკურნალობის კურსის დროს. 

ამ პრეპარატის მიღება არ ცვლის ანტიბიოტიკებით თერაპიას და არ უნდა შეაყოვნოს ამ კურსის დაწყება, თუკი ის აუცილებელია. 


2. რა უნდა ვიცოდეთ ერესპალის მიღების დაწყებამდე

 

რა შემთხვევებში არ შეიძლება ერესპალის მიღება

თუ თქვენ გაგინვითარდათ ალერგიის ნიშნები ფენსპირიდზე ან ამ პრეპარატის ნებისმიერ სხვა ინგრედიენტზე (ჩამოთვლილია განყოფილებაში 6).

განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები

ერესპალით მკურნალობის დროს რეკომენდებული არ არის საძილე საშუალებების გამოყენება.

ერესპალით მკურნალობის დროს რეკომენდებული არ არის ალკოჰოლის გამოყენება.

ეჭვის გაჩენის შემთხვევაში გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ორსულობა და ლაქტაცია

ამ პრეპარატის მიღება ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში რეკომენდებული არ არის.

თუ მკურნალობის დროს ვლინდება ორსულობა, საჭიროა კურსის შეწყვეტა და ექიმის კონსულტაცია, რომელიც დაგინიშნავთ სხვა პრეპარატს.

ამ პრპერატის მიღება ლაქტაციის პერიოდში რეკომენდებული არ არის.

ზოგადი წესები: თუ თქვენ ხართ ორსულად ან კვებავთ ბავშვს ძუძუთი, ნებისმიერი სამედიცინო პრპეპარატის მიღებადე ყვლეთვის გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან. 

ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვა

შესძლო ძილანობასთან დაკავშირებით ერესპალმა შეიძლება გავლენა იქონიოს ავტოტრანსპორტის მართვაზე და მექანიზმების გამოყენებაზე, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში და ალკოჰოლთან ერთობლივად გამოყენებისას.  

 

3. როგორ გამოიყენება ერესპალი

 

ამ პრეპარატის მიღებისას ყოველთვის მკაცრად დაიცავით ექიმის ან ფარმაცევტის მითითებები. თუ თქვენ რაიმეში ეჭვი გეპარებათ, გაიარეთ ექიმის კონსულტაცია.

პერორალიური მიღება.

მხოლოდ მოზრდილებისთის: 1 ტაბლეტი დღეში ორჯერ ან სამჯერ.

გადაყლაპეთ მთლიანი ტაბლეტი კვების წინ, მცირე რაოდენობა წყლის დაყოლებით.

თუ თქვენ მიიღეთ მეტი ერესპალი ვიდრე საჭიროა

თუ თქვენ ფიქრობთ, რომ მიიღეთ ძალინ ბევრი წამალი, დაუყვნებლივ მიმართეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს ან თქვენს ექიმს.

შეიძლება განვითარდეს შემდეგი სიმპტომები: ძილიანობა ან აგზნებული მდგომარეობა, გულისრევა, ღებინება, პულსის აჩქარება.

აუცილებელია კუჭის ამორეცხვა და გულის ფუნქციის კონტროლი.

თუ თქვენ დაგავიწყდათ ერესპალის მიღებას

თუ თქვენ დაგავიწყდათ ერესპალის მიღება, მიიღეთ შემდგომი ტაბლეტი ჩვეულ დროს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა, გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.

თუ თქვენ ამ პრეპარატის მიღებასთან დაკავშირეით გაქვთ დამატებითი შეკითხვები, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან. 

მკურნალობის ხანგრძლივობა:

ექიმის დანიშნულებისამებრ


4. შესაძლო გვერდითი მოქმედება

 

ისევე როგორც ყველა სხვა სამკურნალო საშუალებას, თუმცა არა ყველა პაციენტში, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები:

ასეთ გვერდით ეფექტებს მიეკუთვნება შემდეგი:

გავრცელებული გვერდითი ეფექტები:

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, გულისრევა, ტკივილი მუცლის არეში.

იშვიათი გვერდითი ეფექტები:

ზომიერი ტაქიკარდია (გულისცემის გახშირება), დოზის შემცირების შემდეგ რეგრესირებადი;

ძილიანობა;

კანის გაწითლება, გამონაყარი, ჭინჭრის ციება,  კვინკეს შეშუპება (სახის, ტუჩების, პირის, ენის ან ყელის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის და სუნთქვის გაძნელება, კანზე გამონაყარი.

უცნობი სიხშირის გვერდითი ეფექტები (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია):

თავბრუსხვევა;

დაბალი არტერიული წნევა, სავარაუდოდ, პულსის ზომიერ აჩქარებასთნ დაკავშირებული;

საკუთარი გულისცემის შეგრძნება, სავარაუდოდ, პულსის ზომიერ აჩქარებასთნ დაკავშირებული;

დაბალი არტერიული წნევა, სავარაუდოდ, პულსის ზომიერ აჩქარებასთნ დაკავშირებული;

დიარეა, ღებინება;

სიცოხლისთვის პოტენციურად სახიფათო კანის გამონაყარი (სტივენ-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი), ქავილი;

სისუსტის შეგრძნება, დაღლილობა.

შეტყობინებები გვერდით ეფექტებზე

თუ თქვენ გაგინვითარდათ რაიმე გვერდითი ეფექტები, მიმართეთ თქვენ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე მიეკუთვნება ეფექტებს, რომლებიც ჩამოთვლილი არ არის ამ ფურცელ-ჩანართში.


5. როგორ ინახება ერესპალი

 

ეს წამალი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე. 

ამ სამკურნალო საშუალების შენახვისთვის განსაკუთრებული პირობები საჭირო არ არის.

არ გამოიყენოთ ეს წამალი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს. 

არ გადაყაროთ წამლები კანალიზაციაში და საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ ფარმაცევტს როგორ უნდა იმ წამლების უტილიზაცია რომლებსაც თქვენ აღარ იყენებთ. ეს ზომები მიმართულია გარემოს დაცვისკენ. 


6. შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია

 

ერესპალის შემადგენლობა

ამ პრეპარატის აქტიური ნივთიერება: ფენსპირიდის ჰიდროქლორიდი. ერთი გარსიანი ტაბლეტი შეიცავს 80მგ ფესპირიდის ჰიიდროქლორიდს.

პროდუქტი შეიცავს შემდეგ დამხმარე ნივთიერებებს: დიკალციუმ-ფოსფატი, ჰიპრომელოზა, პოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის გაუწლოებული კოლიდური დიოქსიდი, გლიცერინი, მაკროგოლი 6000, ტიტანის დიოქსიდი (E171).   

როგორ გამოიყურება ერესპალი და შეფუთვის შემცველობა

თეთრი, მრგვალი, გარსიანი, ორმხრივამობურცული ტაბლეტები.

30 ტაბლეტი (პვქ/ალუმინი) ბლისტერში, მოთავსებულია კოლოფში.

2 ბლისტერი, თითოეული 15 გარსიანი ტაბლეტით, პაციენტის საინფორმაციო ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.  


ეს სამკურნალო პრეპარატი გაიცემა რეცეპტით

 

le laboratua servie

50, karnotis quCa

92284 sureni cedeqsi - საფრანგეთი

 

მწარმოებელი

le laboratua servie industri

905 saranis quCa

 

45520 gidi - საფრანგეთი


ტექსტის ბოლო გადახედვის თარიღი 

02.2014

ნათია
2018-06-25
კარგი მედიკამენტია
ფასი
ეფექტურობა
ხელმისაწვდომობა
შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.