ექსტრასედი

ექსტრასედი
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
3770ნახვა
შემადგენლობა: ერთი კაფსულა შეიცავს:

√ ვალერიანას ფესვების  მშრალი ექსტრაქტი 75მგ √ პასიფლორას მშრალი ექსტრაქტი   100მგ √ სვიის გირჩების მშრალი ექსტრაქტი  50მგ √ მელისას (ბარამბოს) მშრალი ექსტრაქტი  50მგ √ მაგნიუმის ციტრატი 50მგ √ ვიტამინი B6  (პირიდოქსინი)  2მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები და მოქმედების მექანიზმი: ვალერიანას ფესვების მშრალი ექსტრაქტი ხასიათდება სედაციური თვისებებით, ახანგრძლივებს საძილე საშუალებების ეფექტს კომბინაციაში გამოყენებისას, გააჩნია გლუვკუნთოვანი სპაზმოლიზური ეფექტი და აუმჯობესებს გულის მუშაობას. პასიფლორას მშრალი ექსტრაქტი შეიცავს ინდოლურ ალკალოიდებს, ფლავონოიდებს, კუმარინებს და ქინონებს, რომლებიც განაპირობებენ მის სედაციურ და ძილისმომგვრელ თვისებებს, გაღვიძების შემდგომი მოდუნების გარეშე. სვიის გირჩების მშრალი ექსტრაქტი  შეიცავს ლუპულინს, ორგანულ მჟავებს, ქოლინს და ვიტამინებს, გააჩნია დამამშვიდებელი, ტკივილგამაყუჩებელი, ანთებისსაწინააღმდეგო, კუჭის ლორწოვანის შემომგარსველი და შარდმდენი მოქმედება. მელისას (ბარამბოს) მშრალ ექსტრაქტს აქვს სედაციური, სპაზმოლიზური, შარდმდენი და ჰიპოტენზიური მოქმედება, არეგულირებს გულის რითმს. მაგნიუმის ციტრატი  მაგნიუმი ორგანული მარილია რომელიც საკმაოდ კარგად შეიწოვება, მონაწილეობს ორგანიზმში ენერგიის წარმოქმნის პროცესში. რეკომენდებულია კუნთოვანი სისუსტის, ქრონიკული დაღლილობის სინდრომის და ნევრასთენიის სამკურნალოდ და საპროფილაქტიკოდ. მაგნიუმის ციტრატი არეგულირებს წნევას, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას, ამსუბუქებს პრემენსტრუალური (პმს) და კლიმაქტერული სინდრომის მიმდინარეობას, ხსნის ფეხის კუნთების კრუნჩხვებს და ამცირებს თავის ტკივილს შაკიკის დროს. ვიტამინი B6 მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლაში, აუმჯობესებს გულის კუნთის კუმშვადობას,   აუცილებელია ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ექსტრასედი ხასიათდება ძლიერი სედაციური მოქმედებით, აღადგენს ფიზიოლოგიურ ძილს, ამცირებს შფოთვას და ნევროზულობას. აუმჯობესებს გულის მუშაობას, არეგულირებს გულის რითმს და არტერიულ წნევას, ხასიათდება სპაზმოლიზური მოქმედებით, ამცირებს თავის ტკივილს და ხსნის დაძაბულობას. ექსტრასედი ამსუბუქებს პრემენსტრუალური სინდრომის და კლიმაქტერული პერიოდის  გამოვლინებებს.

ჩვენება:

* რთულად ჩაძინება, ღამე  გაღვიძების ეპიზოდები, უძილობა

* სტრესი, ფიზიკური და გონებრივი გადაღლა

* შფოთვა, ნევროზი, მომატებული აგზნებადობა, ადვილად გაღიზიანებადობა

* ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონია

* დეპრესია

* პრემენსტრუალური სინდრომი (პმს)

* მენოპაუზის თანმხლები ნერვული და ემოციური დაძაბულობა

* ორსულთა და მშობიარობის შემდგომი ნევროზები

უკუჩვენება: სამ წლამდე ასაკი

დოზირება და მიღების  წესი:

ბავშვები 3-დან 12 წლამდე, ერთი კაფსულა ერთხელ დღეში.

მოზარდები 12 წლიდან ერთი - ორი კაფსულა ძილის წინ.

გვერდითი მოვლენები: ჰიპერმგრძნობელობა მედიკამენტის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

ვარგისიანობა და შენახვის წესიინახება მშრალ, გრილ, ბნელ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 25 ºC –ზე დაბალ ტემპერატურაზე. ვარგისიანობის ვადა მითითებულია კოლოფზე.

ნუ გამოიყენებთ პრეპარატს ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ !

გამოშვების ფორმა: კაფსულა №30, პლასტმასის ბოთლში, პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციით მოთავსებული მუყაოს კოლოფში.

აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.