newhospitals

ექსოდერილი - კრემი

ექსოდერილი - კრემი
ანოტაციის მომწოდებელია
0
3
რეკომენდაცია
0შეფასება
16423ნახვა
შემადგენლობა:

აქტიური ნივთიერება: ნაფტიფინის ჰიდროქლორიდი.

1 გ კრემი შეიცავს 10 მგ ნაფტიფინის ჰიდროქლორიდს.

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ბენზილის სპირტი, სორბიტანსტეარატი, ცეტილპალმიტატი, ცეტილის სპირტი, სპირტი სტეარილის, პოლისორბატ 60, იზოპროპილმირისტატი, წყალი გაწმენდილი.

 

აღწერა:

თეთრი, ერთგვაროვანი ან ოდნავ ხაჭოსებრი, მბზინავი კრემი სუსტი დამახასიათებელი სუნით.

 

გამოშვების ფორმა:

ტუბებში 15 გ; 1 ტუბი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციით მუყაოს შეკვრაში.

 

გამოყენების ჩვენებები:

ექსოდერილი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ნაფტიფინს და განკუთვნილია გარეგანი გამოყენებისთვის სოკოვანი ინფექციების დროს.

ექსოდერილი ეფექტურია დერმატოფიტების წინააღმდეგ, ზომიერად აქტიურია საფუარის, ობის და სხვა სოკოების წინააღმდეგ (მაგ., Sporothrix schenkii).

ის ასევე ავლენს ანტიბაქტერიულ აქტივობას სხვადასხვა მიკროორგანიზმების მიმართ, რომლებიც ხშირად თან სდევს მიკოზებს.

კლინიკური გამოყენების დროს აღნიშნული იყო ნაფტიფინის ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, რომლის წყალობითაც სწრაფად ქრება ანთების ნიშნები (სიწითლე, შეშუპება, აქერცვლა) და განსაკუთრებით, ქავილი.

 

ექსოდერილი გამოიყენება ნაფტიფინისადმი მგრძნობიარე ბაქტერიებით გამოწვეული სოკოვანი ინფექციების ადგილობრივად მკურნალობისთვის, როგორიცაა:

  • კანისა და კანის ნაოჭების სოკოვანი ინფექციები, თანმდევი ქავილით ან მის გარეშე;
  • ფრჩხილების სოკოვანი ინფექციები;
  • კანის კანდიდოზები;
  •  ქატოსებრი ლიქენი.
 

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა ნაფტიფინის, ბენზილის სპირტის ან პრეპარატის სხვა დამხმარე ნივთიერებების მიმართ.

 

საგანგებო გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები:

  • პრეპარატის დატანა ჭრილობიან ზედაპირზე არ შეიძლება.
  • კრემი ექსოდერილი არ არის განკუთვნილი ოფთალმოლოგიაში გამოსაყენებლად.
  • პრეპარატი შეიცავს ცეტილის და სტეარილის სპირტებს, რომლებმაც შეიძლება კანის ადგილობრივი რეაქციები გამოიწვიონ (მაგ. კონტაქტური დერმატიტი).
  • 1 გ კრემი, ასევე შეიცავს 10 მგ ბენზილის სპირტს კონსერვანტის სახით.
  • ექსოდერილს არ ურევენ გარეგანად გამოსაყენებელ სხვა პრეპარატებს, ვინაიდან შემცირებული კონცენტრაციის გამო აქტიური ნივთიერების ეფექტურობა შეიძლება არასაკმარისი აღმოჩნდეს.
  • კრემი ფოტოტოქსიკური არ არის და არ იწვევს ფოტოსენსიბილიზაციას.
 

ორსულობა და ძუძუთი კვება:

სიფრთხილის მიზნით თავი უნდა აარიდოთ ექსოდერილის გამოყენებას ორსულობის დროს და ძუძუთი კვების პერიოდში.

 

ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე:

ამ დრომდე შეტყობინება მისი ზეგავლენის შესახებ არ შემოსულა.

 

დოზები და გამოყენების წესი:

ექსოდერილი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანად გამოსაყენებლად კანზე ან ფრჩხილებზე.

 

დოზირება:

  • კანის სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ გამოიყენეთ დღე-ღამეში ერთხელ, ფრჩხილების სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ - დღე-ღამეში ორჯერ;
  • დაზიანებული კანი და მისი მიმდებარე ადგილი გაწმინდეთ, გააშრეთ, შემდეგ ნაზი მასირებით ჩაზილეთ კრემი;
  • მოერიდეთ თვალებში ან ლორწოვან გარსებზე მოხვედრას.
 

ბავშვები და მოზარდები:

ნაფტიფინის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში და 18 წლამდე მოზარდებში დამტკიცებული არ არის (გამოყენების არსებული გამოცდილება არასაკმარისია).

 

პაციენტებისთვის თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობით:

დოზის კორექტირება არ მოითხოვება.

 

ხანდაზმული პაციენტები:

დოზის კორექტირება არ მოითხოვება.

 

გამოყენების ხანგრძლივობა:

მკურნალობის ხანგრძლივობა: დერმატომიკოზების დროს - 2-4 კვირა (აუცილებლობის შემთხვევაში - 8 კვირამდე), კანდიდოზების დროს - 4 კვირამდე, ფრჩხილების ინფექციების დროს - 6 კვირამდე.

ინფექციის რეციდივის თავიდან ასაცილებლად გააგრძელეთ მკურნალობა კიდევ არანაკლებ ორი კვირის განმავლობაში კლინიკური გამოჯანმრთელების შემდეგ.

 

სწრაფად გამოსაჯანმრთელებლად და განმეორებით დასნებოვნების პროფილაქტიკისთვის დაიცავით შემდეგი წესები:

  • ყოველდღიურად გამოიცვალეთ ტანისამოსი და თეთრეული, რომელიც კონტაქტში შედის დაავადებულ კანთან;
  • არ ატაროთ ხისტი მკვრივი ჰაერგაუმტარი ტანისამოსი და ფეხსაცმელი (მაგალითად, წინდები სინთეტური ქსოვილიდან, ვიწრო ფეხსაცმელი). საგულდაგულოდ გაიშრეთ დაავადებული კანი დაბანის შემდეგ. ჭურჭლის გასარეცხი ნაჭერი და პირსახოცები გამოცვალეთ ყოველდღე;
  • ინფექციის შემდგომი გავრცელების და განსაკუთრებით, განმეორებით დასნებოვნების თავიდან ასაცილებლად ნუ ივლით ფეხშიშველი საკუთარ სახლში, სააბაზანო ოთახში, ოტელში, აუზში;
  • საუნაში და აბანოში შეიძლება სიარული მხოლოდ სოკოვანი დაავადებისგან განკურნების შემდეგ;
  • სუფთა, ჯანმრთელი და მშრალი კანი — საუკეთესო დაცვაა სოკოვანი ინფექციებისგან.
 

ჭარბი დოზირება:

მწვავე ჭარბი დოზირება და სიცოცხლისთვის საშიში გართულებების წარმოქმნა გარეგანად ნაფტიფინის გამოყენებისას ნაკლებად სავარაუდოა.

თუ პრეპარატი შემთხვევით შინაგანად იქნა მიღებული, მიმართეთ ექიმს. რეკომენდებულია შესაბამისი სიმპტომატური მკურნალობა.

თუ გაგიჩნდებათ რაიმე კითხვა ამ პრეპარატის გამოყენების თაობაზე, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

გვერდითი მოქმედება:

ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია გაჩნდეს სიმშრალის, წვის შეგრძნება ან სიწითლე.

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან და ურთიერთქმედების სხვა სახეები:

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო ნივთიერებებთან ან ალკოჰოლთან აღნიშნული არ ყოფილა.

 

შენახვის პირობები:

  • ინახება არაუმეტეს 30℃ ტემპერატურაზე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
  • ახსნილი ტუბი ინახება არაუმეტეს 28 დღისა არაუმეტეს 25℃ ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა:
3 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

 

გაცემის პირობები:

გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.