newhospitals

ექსოდერილი, 1% ხსნარი

ექსოდერილი, 1% ხსნარი
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
23719ნახვა
მოცემული სამკურნალო პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ჩანართი-ფურცელი, რადგან ის შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას:

შეინახეთ მოცემული ჩანართი-ფურცელი. შესაძლოა თქვენ მისი თავიდან წაკითხვა დაგჭირდეთ.

  •  თუ თქვენ კითხვები გაგიჩნდებათ, რჩევისთვის მიმართეთ ექიმს.
  •  გვერდითი ეფექტების გაჩენისთანავე დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. ეს ასევე შეეხება ახალ გვერდით ეფექტებს, რომლებიც მოხსენიებული არ არის მოცემულ ჩანართში.
  •  თუ 4 კვირის განმავლობაში გაუმჯობესება არ იქნება ან შეინიშნება გაუარესება, მიმართეთ ექიმს.
 

შემადგენლობა:

1 მლ ხსნარი შეიცავს:

აქტიური ნივთიერება: ნაფტიფინის ჰიდროქლორიდი - 10 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: პროპილენგლიკოლი, ეთანოლი, გაწმენდილი წყალი.

 

აღწერა:

გამჭვირვალე, უფერო ან ღია მოყვითალო ხსნარი ეთანოლის სუნით.

 

გამოშვების ფორმა:

10 ან 20 მლ 1% ხსნარი გარეგანი გამოყენებისათვის მუქი მინის ფლაკონებში;

თითო ფლაკონი ჩანართი-ფურცლით მუყაოს შეკვრაში.

 

გამოყენების ჩვენებები:

ექსოდერილი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ნაფტიფინს და განკუთვნილია გარეგანი გამოყენებისთვის სოკოვანი ინფექციების დროს.

ექსოდერილი ეფექტურია დერმატოფიტების წინააღმდეგ, ზომიერად აქტიურია საფუარის, ობის და სხვა სოკოების წინააღმდეგ (მაგ., Sporothrix schenkii).

ის ასევე ავლენს ანტიბაქტერიულ აქტივობას სხვადასხვა მიკროორგანიზმების მიმართ, რომლებიც ხშირად თან სდევს მიკოზებს.

კლინიკური გამოყენების დროს აღნიშნული იყო ნაფტიფინის ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, რომლის წყალობითაც სწრაფად ქრება ანთების ნიშნები (სიწითლე, შეშუპება, აქერცვლა) და განსაკუთრებით, ქავილი.

 

ექსოდერილი გამოიყენება ნაფტიფინისადმი მგრძნობიარე ბაქტერიებით გამოწვეული სოკოვანი ინფექციების ადგილობრივი მკურნალობისთვის:

 

  •  კანისა და კანის ნაოჭების სოკოვანი ინფექციების, თანმდევი ქავილით ან მის გარეშე;
  • ფრჩხილების სოკოვანი ინფექციების;
  • კანის კანდიდოზები;
  •  ქატოსებრი ლიქენი.
 

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა ნაფტიფინის, პროპილენგლიკოლის ან პრეპარატის სხვა დამხმარე ნივთიერებებისადმი.

 

საგანგებო მითითებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას:

ხსნარი ექსოდერილი არ არის განკუთვნილი ოფთალმოლოგიაში გამოსაყენებლად.

ხსნარის გამოყენება ღია ჭრილობებზე ან ბზარებზე არ შეიძლება.

პრეპარატი შეიცავს პროპილენგლიკოლს (50 მგ/მლ), რომელმაც შეიძლება კანის გაღიზიანება გამოიწვიოს.

პრეპარატის დატანა ხდება გაუზავებლად და მას არ ურევენ გარეგანად გამოსაყენებელ სხვა პრეპარატებს, ვინაიდან შემცირებული კონცენტრაციის გამო აქტიური ნივთიერების ეფექტურობა შეიძლება არასაკმარისი აღმოჩნდეს.

არ არის ფოტოტოქსიკური და არ იწვევს ფოტოსენსიბილიზაციას.

 

ორსულობა და ძუძუთი კვება:

თუ თქვენ ორსულად ხართ, ორსულობას გეგმავთ ანდა მისი ეჭვი გაქვთ, ან ძუძუთი კვებავთ, ამ პრეპარატის გამოყენების წინ გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. სიფრთხილის მიზნით თავი უნდა აარიდოთ ექსოდერილის გამოყენებას ორსულობის დროს და ძუძუთი კვების პერიოდში.

 

ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე:

ამ დრომდე შეტყობინება მისი ზეგავლენის შესახებ არ შემოსულა.

 

დოზები და გამოყენების წესი:

ექსოდერილი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანად გამოსაყენებლად კანზე ან ფრჩხილებზე. გამოიყენეთ პრეპარატი ინსტრუქციის თანახმად.

 

დოზირება:

  • კანის სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ გამოიყენეთ დღე-ღამეში ერთხელ;
  • დაზიანებული კანი და მისი მიმდებარე ადგილი გაწმინდეთ, გააშრეთ, შემდეგ საგულდაგულოდ დაასველეთ ხსნარით უშუალოდ ფლაკონიდან ან ბამბის ტამპონის მეშვეობით;
  • მოერიდეთ თვალებში ან ლორწოვან გარსებზე მოხვედრას;
  • ფრჩხილების სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ გამოიყენეთ პრეპარატი დღე-ღამეში ორჯერ, ხსნარის დატანით ფრჩხილის თავისუფალი კიდიდან;
  • ხსნარის პირველად გამოყენებამდე მაქსიმალურად მოაცილეთ ფრჩხილის დაზიანებული ნაწილი მაკრატლით და ფრჩხილის საქნელით.
 

ბავშვები და მოზარდები:

ნაფტიფინის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში და 18 წლამდე მოზარდებში დამტკიცებული არ არის (გამოყენების არსებული გამოცდილება არასაკმარისია).

 

პაციენტებისთვის თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობით:

დოზის კორექტირება არ მოითხოვება.

 

ხანდაზმული პაციენტები:

დოზის კორექტირება არ მოითხოვება.

 

გამოყენების ხანგრძლივობა:

ინფექციის რეციდივის თავიდან ასაცილებლად გააგრძელეთ მკურნალობა კიდევ არანაკლებ ორი კვირის განმავლობაში კლინიკური გამოჯანმრთელების შემდეგ.

 

სწრაფად გამოსაჯანმრთელებლად და განმეორებით დასნებოვნების პროფილაქტიკისთვის დაიცავით შემდეგი წესები:

ყოველდღიურად გამოიცვალეთ ტანისამოსი და თეთრეული, რომელიც კონტაქტში შედის დაავადებულ კანთან. არ ატაროთ ხისტი მკვრივი, აირგაუმტარი ტანისამოსი და ფეხსაცმელი (მაგალითად, წინდები სინთეტური ქსოვილიდან, ვიწრო ფეხსაცმელი). დაბანის შემდეგ დაავადებული კანი საგულდაგულოდ უნდა გაიშროთ. ჭურჭლის სარეცხი ტილო და პირსახოცები უნდა გამოცვალოთ ყოველდღე. ინფექციის შემდგომი გავრცელების თავიდან ასაცილებლად და განსაკუთრებით, განმეორებით დასნებოვნების თავიდან ასაცილებლად საკუთარ სახლში, სააბაზანო ოთახში, ოტელში, აუზში ნუ ივლით ფეხშიშველი.

საუნაში და აბანოში შეიძლება სიარული მხოლოდ სოკოვანი დაავადებისგან განკურნების შემდეგ.

სუფთა, ჯანმრთელი და მშრალი კანი — ეს არის სოკოვანი ინფექციებისგან საუკეთესო დაცვა.

 

ჭარბი დოზირება:

მწვავე ჭარბი დოზირება და სიცოცხლისთვის საშიში გართულებების წარმოქმნა გარეგანად ნაფტიფინის გამოყენებისას ნაკლებად სავარაუდოა.

შინაგანად მიღების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. რეკომენდებულია შესაბამისი სიმპტომატური მკურნალობა.

თუ გაგიჩნდებათ რაიმე კითხვა ამ პრეპარატის გამოყენების თაობაზე, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

გვერდითი მოქმედება:

როგორც ყველა წამალს, ექსოდერილსაც შეუძლია გვერდითი ეფექტების გამოწვევა, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება. გვერდითი ეფექტების განვითარების სიხშირე უცნობია. ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია სიმშრალის, წვის შეგრძნება ან სიწითლე.

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან და ურთიერთქმედების სხვა სახეები:

თუ თქვენ იღებთ, გეგმავთ მიღებას ან ახლახან იღებდით სხვა რაიმე წამალს, აცნობეთ ამის შესახებ ექიმს ან ფარმაცევტს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო ნივთიერებებთან ან ალკოჰოლთან აღნიშნული არ ყოფილა.

 

შენახვის პირობები:

  • ინახება არაუმეტეს 30°С ტემპერატურაზე.
  • ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
  • გახსნილი ფლაკონი ინახება არაუმეტეს 6 თვე არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე.
 

ვარგისიანობის ვადა:

5 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

 

გაცემის პირობები:

გაიცემა რეცეპტის გარეშე.

 

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.