newhospitals

ექინაცინ ლიქვიდუმ

ექინაცინ ლიქვიდუმ
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
3588ნახვა

შემადგენლობა:

100 გ ხსნარი შეიცვს: მეწამურ ექინაცეას წვენი - (1,7-2.5:1)-80გ ეთილის სპირტი - 22 მოცულობით % ფორმა: შიგნით მისაღები ხსნარი

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

იმუნოსტიმულატორი

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ექინაცეას ხსნარი წარმოადგენს ორგანიზმის არასპეციფიური რეზისტენტობის და იმუნიტეტის სტიმულატორს. იგი ხასიათდება იმუნომასტიმულირებელი მოქმედებით თ-ლიმფოციტებზე, გრანულოციტებზე, მაკროფაგებზე, იმუნიტეტის მედიატორების პროდუქციაზე (ინტერფერონებზე, ინტერლეიკინებზე და სხვა). ექინაცეას ახასიათებს ანტივირუსული, ანთების საწინააღმდეგო აქტივობა. იგი აგრეთვე ხელს უწყობს ქსოვილთა რეგენერაციის პროცესს.


ჩვენება:

რესპირატორული ვირუსული ინფექციების პროფილაქტიკა. პრეპარატი გამოიყენება კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში სასუნთქი და შარდგამომყოფი გზების მწვავე და ქრონიკული მარეცივიდირებელი ინფექციური დაავადებების, სხვადასხვა ეტიოლოგიით (ინფექციები, რადიაცია, ქიმიოთერაპია და სხვა) გამოწვეული იმუნოდეფიციტური მდგომარეობის დროს.

 

წინააღმდეგჩვენება:

პრეპარატის, მასში შემავალი კომპონენტების ან რთულყვავილოვანთა ოჯახის მცენარეების მიმართ მომატებული მგრძნობელობა. სისტემური დაავადებები - ტუბერკულოზი, ლეიკოზი, კოლაგენოზი, გაფანტული სკლეროზი, შიდსის ინფექცია, სისტემური წითელი მგლურა, ონკოლოგიური და სხვა აუტოიმუნური დაავადებები.


განსაკუთრებული სიფრთხილე:

ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის.

 

გვერდითი მოვლენები:

შესაძლებელია ალერგიული რეაქციები (კანზე გამონაყარი, ქავილი), თავბრუსხვევა, არტერიული წნევის დაქვეითება, მოხრჩობის შეგრძნება.

 

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:

აღწერილი არ არის.

 

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატის მიღება წარმოებს მცირე რაოდენობის სითხესთან ერთად. საჭიროა ფლაკონის ვერტიკალურად მოთავსება, საწვეთურით ქვემოთ. იმ შემთხვევაში, როდესაც პრეპარატი არ წვეთავს, საჭიროა ფლაკონის ძირზე ოდნავ დაკაკუნება. პრაპარატს იყენებენ, როგორც პროფილაქტიკის, აგრეთვე მკურნალობის მიზნით. მოზრდილები და ბავშვები 12 წლის ასაკის ზემოთ მკურნალობის დასაწყისში შიგნით იღებენ პრეპარატის დიდ (დარტყმით) დოზებს 2,5მლ-ს, შემდგომ ყოველ 1-2 სთ-ში 1,25 მლ-ს. შემდგომი მკურნალობის ან პროფილაქტიკის მიზნით იღებენ 2,5მლ-ს 3-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი არ უნდა აღემატებოდეს 8 კვირას. მკურნალობის კურსის გამეორება ხდება ექიმის კონსულტაციით.


შენახვის ვადა:

5 წელი

 

შენახვის პირობები:

ჩვეულებრივ ტემპერატურაზე. ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

 

შეფუთვა:

50მლ, 75 მლ, 100მლ ფლაკონები.


აფთიაქიდან გაცემის პირობები:

გაიცემა ექიმის რეცეპტით.


მწარმოებელი:

51067 Colonia-Allee 15 Köln, "MADAUS AG" გერმანია

 

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.