ენზიქსი დუო ფორტე #45ტ (ჰემფ)
პრეპარატის სავაჭრო დასახელება: ენზიქს დუო ფორტე
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ინდაპამიდი + ენალაპრილი სამკურნალო ფორმა: ტაბლეტების ნაკრები: ინდაპამიდი, აპკით შემოგარსული ტაბლეტები + ენალაპრილი, ტაბლეტები შემადგენლობა:ენალაპრილის 1 ტაბლეტი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას - ენალაპრილის მალეატი 20 მგ; დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, მაგნიუმის კარბონატი, ჟელატინი, კროსპოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი.
ინდაპამიდის ერთი ტაბლეტი შეიცავს ბირთვი: აქტიური ნივთიერება - ინდაპამიდი 2.5 მგ; დამხმარე ნივთირებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, პოვიდონი K30, კროსპოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ტალკი, გარსი: ჰიპრომელოზა, მაკროჰოლი 6000, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი E 171.
აღწერილობა;
ენალაპრილი
მრგვალი, ორმხრივამოზნექილი თეთრი ტაბლეტები ერთ მხარეს ნაზოლით.
ინდაპამიდი
მრგვალი, თეთრი, ორმხრივამოზნექილი აპკით შემოგარსული ტაბლეტები. ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ჰიპოტენზიური კომბინირებული საშუალება.
ACT კოდი C09BA02 ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკა
ენზიქს დუო ფორტე შეიცავს ორ განცალკევებეულ სამკურნალო ჯგუფს ერთ შეფუთვაში: ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორი ენალაპრილი და შარდმდენი საშუალება ინდაპამიდი. ენალაპრილი:
ანტიჰიპერტენზიული პრეპარატი. მისი მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ანგიოტენზინ I-დან ანგიოტენზინ II-ის წარმოქმნის შემცირებით, რომლის შემცველობის შემცირება იწვევს ალდოსტერონის გამოყოფის უშუალო შემცირებას. ამასთან მცირდება საერთო პერიფერიული სისხლძარღვოვანი წინააღმდეგობა, სისტოლური და დიასტოლური არტერიული წნევა, წინასწარი და პოსტ-დატვირთვა მიოკარდზე. აფართოებს არტერიებს უფრო მეტად ვიდრე ვენებს, ამასთან გულის შეკუმშვათა სიხშირის რეფლექტორული შეკუმშვა არ აღნიშნება. ამცირებს ბრადიკინინის დეგრადაციას, ზრდის პროსტაგლანდინის სინთეზს.
ჰიპოტენზიური ეფექტი უფორ მეტად არის გამოხატული პლაზმის რენინის მაღალ დონეზე, ვიდრე მისი დონის შემცირებისას ან ნორმალური მაჩვენებლის დროს.
არტერიული წნევის დაქვეითება თერაპიულ საზღვრებში არ ახდენს ზეგავლენას ტვინის სისხლის მიმოქცევაზე, ტვინის სისხლძარღვების სისხლის მიდინება ნარჩუნდება საკმარის დონეზე და შემცირებული არტერიული წნევის ფონზე. აძლიერებს კორონარულ და თირკმლის სისხლის დინებას. ხანგრძლივი გამოყენებისას მცირდება მიოკარდიუმის მარცხენა პარკუჭის და რეზისტენტული ტიპის არტერიის კედლის მიოციტების ჰიპერტროფია და ხელს უშლის გულის უკმარისობას და ანელებს მარცხენა პარკუჭის დილატაციის განვითარებას. აუმჯობესებს იშემიზირებული მიოკარდიუმის სისხლით მომარაგებას.
ამცირებს თრომბოციტების აგრეგაცაის. აქვს გარკვეული შარდმდენი ეფექტი. ენელაპრილი წარმოადგენს "პროპრეაპრტს": მისი ჰიდროლიზის შედეგად წარმოიქმნება ენალაპრილატი, რომელიც აინჰიბირებს ანგოტენზინ-გარდამქმნელ ფერმენტს (აგფ).
შიგნით მიღებისას ჰიპოტენზიური ეფექტის დადგომის დროს - 1 საათი, ის მაქსიმუმს აღწევს 4-6 საათის შემდეგ და ნარჩუნდება 24 საათამდე.
ინდაპამიდი:
ჰიპოტენზიური საშუალება, თიაზიდის მსგავსი შარდმდენი საშუალო სიძლიერით და ხანგრძლივი მოქმედების, ბენზამიდების წარმოებული. ამცირებს არტერიის გლუვი მუსკულატურის ტონუსს, ამცირებს სისხლძარღვების საერთო პერიფერიულ წინააღმდგეობას. გააჩნია ზომიერი სალურეტიკული და შარდმდენი ეფექტი, რომლებიც დაკავშირებულია ნატრიუმის ქლორის, წყალბადის და ნაკლები ხარისხით კალიუმის იონების რეაბსორბციის ბლოკადასთან, პროქსიმალურ არხებში და ნეფრონის დისტალური არხის კორტიკალურ სეგმენტში. სისხლძარღვთა გამააფრთოებელი ეფექტებს და სისხლძარღვების საერთო პერიფერიული წინააღმდეგობის დაქვეითებას თავის მხრივ აქვს შემდეგი მექანიზმები: სისხლძარღვოვანი კედლის რეაქტიულობის დაქვეითება ნორადრენალინის და ანგიოტენზინ II მიმართ; სისხლძარღვთა გამაფართოებელი აქტივობის მქონე პროსტაგლანდინების სინთეზის გაზრდა; კალციუმის მიდინების დათრგუნვა სისხლძარღვთა გლუვკუნთოვან უჯრედებში. ხელს უწყობს გულის მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიის შემცირებას. თერაპიული დოზებით არ მოქმედებს ცხიმოვან და ნახშირწყლოვან ცვლაზე (მათ შორის იმ პაციენტებში, რომლებსაც ასევე აქვთ შაქრიანი დიაბეტი).
ანტიჰიპერტენზიული ეფექტი ვითარდება პირველი/მეორე კვირის ბოლოს პრეპარატის მუდმივი მიღებისას და ნარჩუნდება 24 საათის განმავლობაში ერთჯერადი მიღების დროს.
ენალაპრილის და ინდაპამიდის ერთდროული მიღება იწვევს ენალაპრილის ანტიჰიპერტენზიული ეფექტის გაძლიერებას. ფარმაკოკინეტიკა:
ენალაპრილი
შიგნით მიღებისას დაახლოებით 60% შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. საკვებთან ერთად მისი მიღება არ მოქმედებს ენალაპრილის შეწოვაზე. სისხლის პლაზმის ცილებთან კავშირი ენალაპრილისთვის შეადგენს 50-60%-ს. ენალაპრილი სწრაფად და სრულად ჰიდროლიზდება ღვიძლის აქტიური მეტაბოლიტის - ენელაპრილატის წარმოქმნით, რომელიც წარმოადგენს აგფ-ს გაცილებით აქტიურ ინჰიბიტორს, ვიდრე ენალაპრილი. პრეპარატის ბიოშეღწევადობა შეადგენს 40%-ს.
ენალაპრილის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა 1-2 საათის შემდეგ, ენალაპრილატის - 3-4 საათის შემდეგ. ენალაპრილატი ადვილად გადის ჰისტოჰემატურ ბარიერებს , გარდა ჰემატოენცეფალური ბარიერისა, მცირე რაოდენობით გადის პლაცენტაში და დედის რძეში.
ენალაპრილატის ნახევარდაშლის პერიოდი არის დაახლოებით 11 საათი. ენალაპრილი უმთავრესად გამოიყოფა თირკმელების საშუალებით 60% (20% ენალაპრილის სახით და 40% ენალაპრილატის სახით, ნაწლავის საშუალებით - 33% (6% - ენალაპრილის სახით და 27% - ენალაპრიალტის სახით).
გამოიყოფა ჰემოდიალიზით (სიჩქარე 62 მლ/წთ) და პეროტონეალური დიალიზით.
ინდაპამიდი
შიგნით მიღებისას სწრაფად და სრულად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. აქვს მაღალი ბიოშეღწევადობა (93%). საკვებსი მიღება რამდენამდე ამცირებს აბსორბციის სიჩქარეს, მაგრამ არ მოქმედებს აბსორბციის სისრულეზე. მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პალზმაში მიიღწევა შიგნით მიღებიდან 1-2 საათის შემდეგ. წონასწორული კონცენტრაცია მიიღწევა რეგულარული მიღებიდან 7 დღის შემდეგ. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს საშუალოდ 14-18 სათს, სისხლის პალზმის ცილებთან კავშირი -79%. უკავშირდება ასევე სისხლძრარვოვანი კედლის გლუვი კუნთების ელასტინს. გააჩნია განაწილების მაღალი მოცულობა, გადის ჰისტოჰემატიკურ ბარიერებს (მათ შორის პლაცენტარულს), აღწევს დედის რძეში.
მეტაბოილიზდება ღვიძლში. თირკმელებით გამოიყოფა 60-80% მეტაბოლიტების სახით (შეუცვლელი სახით გამოიყოფა დაახლოებით 5%), ნაწლავებით - 20%. თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ფარმაკოკინეტკა არ იცვლება. არ აკუმულრდება. გამოყენების ჩვენებები:
არტერიული ჰიპერტენზია. უკუჩვენებები:
ენალაპრილი
მომატებული მგრძნობელობა ენალაპრილის ან აგფ-ს სხვა ინჰიბიტორების მიმართ, ანამნეზში ანგიონევროზული შოკის არსებობა, რომელიც დაკავშირებულია აგფ-ებით მკურნალობასთან, პორფირია, ორსულობა, ლაქტაციიის პერიოდი, 18 წლამდე ასაკი (ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის დადგენილი).
სიფრთხილით გამოიყენება პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმის, თირკმლის არტერიის ორმხრივი სტენოზის, მოცირკულირე სისხლის მოცულობის დაქვეითებით მიმდინარე მდგოამრეობების (მათ შორის ღებინება, დაირეა), ერთადერთი თირკმლის არტერიის სტენოზის, ჰიპერკალიემიის, თირკლმის ტრანსპლანტაციის შემდგომი მდგომარეობების დროს; აორატალური სტენოზის, მიტრალური სტენოზის (ჰემოდინამიკის დარღვევით) იდიოპათიური ჰიპეტროფიული სუბაორტალური სტენოზის, შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადებების, გულის იშემიური დაავადების, ცერებროვასკულარული დაავადებების, შაქრიანი დიაბეტის, თირკმლის უკმარისობის - (პროტეინურია - 1გ/დღეშე მეტი), ღვიძლის უკმარისობის დროს, ასევე იმ პაციენტებში, რომელბიც იმყოფებიან შეზღუდული მარილის დიეტაზე ან ჰემოდიალიზზე, იმუნოდეპრესანტებთან ან სალურეტიკებთან ერთად მიღებისას, ხანდაზმულებში (65 წელზე უფროსი ასაკი).
ინდაპამიდი
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ, სულფონამიდის სხვა ნაწარმების ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ, ანურია, ჰიპოკალიემია, გამოხატული ღვიძლისმიერი (მათშორის ენცეფალოპათია) და/ან თირკმლის უკმარისობა, ორსულობა, ლაქტაცია, 18 წლამდე ასაკი (ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის დადგენილი.). იმ პრეპარტების იმავდროული მიღება, რომლებიც ახანგრძლივებენ Qთ ინტერვალს.
სიფრთხილით ინიშნება შაქრიანი დიაბეტის დროს დეკომპენსაციის სტადიაში, ჰიპერურიკემიის დროს (განსაკუთრებით როცა თან ახლავს პოდაგრა და ურატული ნეფროლითიაზი). პრეპარატის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში:
ენზიქს დუო ფორტეს გამოყენება, რომლის შემადგნელობაში შედის ენალაპრილი და ინდაპამიდი, უკუნაჩვენებია ორსულობისას და ლაქტაციის პერიოდში.
ენზიქს დუო ფორტეს გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს. მიღების წესები და დოზირება:
ენზიქს დუო ფორტე: 1 ტაბლეტი ენალაპრილი (20 მგ) და 1 ტაბლეტი აპკით შემოგარსული ინდაპამიდი (2.5 მგ) გამოიყენება შიგნით მისაღებად, დილით ერთდროულად. არტერიული წნევის მაჩვენებლების დინამიკაზე დამოკიდებულების მიხედვით ენალაპრილის დოზა შეიძლება გაიზარდოს დღეში ორჯერ მიღებამდე.
ენალაპრილის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 40 მგ, ხოლო ინდაპამიდის - 2.5 მგ.
თირკმლის ქრონიკული უკმარისობისას ენალაპრილის კუმულაცია დგება 10 მლ/წთ-ზე დაბალი ფილტრაციის დაქვეითებისას. 80-30 მლ/წთ კრეატინინის კლირენსის დროს ენალაპრილის დოზა უნდა შეადგენდეს 5-10 მგ/დღეს. გვერდითი მოქმედება:
ენალაპრილი
ცენტრალუირ ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივლი, თავბრუსხვევა, სისუსტე, უძილობა, მშფოთავრება, ცნობიერების დარღვევა, გადაღლა, ძილიანობა (2-3 %), ძალიან იშვაითად მაღალი დოზების მიღებისას ნევროზულობა, დეპრესია, პარესთეზიები. სასუნთქი სისტემის მხრივ: არაპროდუქტიული მშრალი ხველა, ინტერსტიციალური პნევმონიტი, ბრონქოსპაზმი/ბრონქიალური ასთმა, ქოშინი, რინორეა, ფარინგიტი.
გრძნობათა ორგანოების მხრივ: ვესტიბულური აპარატის დარღვევები, სმენის და მხედველობის დარღვევა, ხმაური ყურებში.
საჭმლის მომნელებელი ტარქტის მხრივ: პირის სიმშრალე, ანორექსია, დისპეფსიური დარღვევები (გულისრევა, დიარეა ან ყაბზობა, ტკივილი მუცლის არეში), ნაწლავთა გაუვალობა, პანკრეატიტი, ღვიძლის და ნაღვლის გამოყოფის ფუნქციის დარღვევები, ჰეპატიტი (ჰეპატოცელულარული და ქოლესტატიკური), სიყვითლე, სტომატიტი.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული წნევის გადაჭარბებული დაქვეითება, ორტოსტატიკული კოლაფსი, იშვიათად - ტკივილი მკერდუკანა არეში, სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი (რომელიც ჩვეულებრივ დაკავშირებულია არტერიული წნევის გამოხატულ დაქვეითებასთან), არითმიები (წინაგულოვანი ტაქი- და ბრადიკადია, წინაგულების ციმციმი), გულისცემის გახშირება, ფილტვის არტერიის განტოტების თრომბოემბოლია, ტკივილი გულის არეში, გულის წასვლა.
ლაბორატორიული მაჩვენებელების მხრივ: ჰიპეკრეატინემია, შარდოვანას შემცველობის მომატება, "ღვიძლის" ფერმენტების აქტივობის მომატება, ჰიპერბილირუბინემია, ჰიპერკალიემია, ჰიპონატრიემია. იშვიათ შემთხვევებში აღინიშნება ჰემატოკრიტის და ჰემოგლობინის კონცენტრაციის დაქვეითება, ერითროციტების დალექვის სიჩქარის მომატება, თრომბოციტოპენია, ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი (აუტოიმუნური დაავადების პაციენტებში), ეოზინოფილის, ჰიპოგლიკემია (შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში).
ალერგიული რეაქციები: კანის გამონაყარი, სახის, კიდურების, ტუჩების, ენის, სახმო იოგების და/ან ხორხის ანგიონევროზული შეშუპება, დისფონია, პოლიმორფული ერითემა, ექსფოლიაციური დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროლიზი, პემფიგუსი, ქავილი, ჭინჭრის ციება, ფოტოსენსიბილიზაცია, სეროზიტი, ვასკულიტი, მიოზიტი, ართრალგია, ართრიტი, სტომატიტი, გლოსიტი, ინტერსტინალური ანგიონევროზული შეშუპება (ძალიან იშვაითად).
შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: თირკმელების ფუნქციის დარღვევა, პროტეინურია.
სხვა: ალოპეცია, ლიბიდოს დაქვეითება, ცხელი ალები, პოტენციის დაქვეითება. ინდაპამიდი:
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: შესაძლებელია ღებინება/ანორექსია, პირის სიმშრალე, გასტრალგია, ღებინება, დიარეა, ყაბზობა, დისკომფორტის შეგრძნება მუცლის არეში.
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: ასთენია, ნევროზულობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, ვერტიგო, უძილობა, დეპრესია, იშვაითად - მომატებული გადაღლა, საერთო სისუსტე, აპათია, კუნთების სპაზმი, დაძაბულობა, გაღიზინებადობა, მშფოთვარება.
გრძნობათა ორგანოების მხრივ: კონიუნქტივიტი, მხედველობის დარღვევა.
სასუნთქი სისტემის მხრივ: ხველა, ფარინგიტი, სინუსიტი, იშვაითად - რინიტი.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ორთოსტატიული ჰიპოტენზია, ცვლილებები ელექტროკარდიოგრამაზე, რომელიც დამახასიათებელია ჰიპოკალიემიისთვის, არითმიები, გულისცემის გახშირება.
შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: ინფექციების განვითარების სიხშირის მომატება, ნიქტურია, პოლიურია.
ალერგიული რეაქციები: კანის გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ქავილი, ჰემორაგიული ვასკულიტი.
ლაბორატორიული მაჩვენებელები: ჰიპოკალიემია, ჰიპონატრიემია, ჰიპოქლორემიული ალკალოზი, სისხლის პლაზმაში შარდოვანას აზოტის მომატება, ჰიპერკრეატინინემია, გლუკოზურია, ჰიპერკალციემია.
სხვა: გრიპისმაგვარი სინდრომი, ტკივილი გულმკერდის არეში, ტკივილი ზურგში, ინფექციები, პოტენციის დაქვეითება, ლიბიდოს დაქვეითება რინორეა, ოფლიანობა, სხეულის მასის დაქვეითება, პარესთეზიები, პანკრეატიტი,სისტემური წითელი მგლურას გამწვავება. დოზის გადაჭარბება:
ენალაპრილი
სიმპტომები: არტერიული წნევის გამოხატული დაქვეითება კოლაფსის განვითარებამდე, მიოკარდიუმის ინფარქტი, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლა ან თრომბოემბოლიური გართულებები, კრუნჩხვები, სტუპორი.
მკურნალობა:
ავადმყოფი გადაყავთ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში თავის მცირეოდენი აწევით. მსუბუქ შემთხვევებში ნაჩვენებია კუჭის ამორეცხვა და მარილხსნარის მიღება შიგნით. უფრო მძიმე შემთხვევებში რეკომენდირებულია არტერიული წნევის დასტაბილიზების მიმართულებით მიმდინარე ღონისძიებები: ფიზიოლოგიური ხსნარის, პლაზმაშემცვლელების ინტრვენური შეყვანა, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში - ანგიოტენზინ II, ჰემოდიალიზი (ენალაპრილატის გამოძევების სიჩქარე საშუალოდ შეადგენს 32 მლ/წთ-ს.).
ინდაპამიდი
სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, სისუსტე, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის დარღვევა, წყალ-ელექტროლიტური დარღვევები, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში - - არტერიული წნევის გადაჭარბებული დაქვეითება, თავბრუსხვევა, ძილიანობა, ცნობიერების დარღვევა, სუნთქვის დათრგუნვა. ღვიძლის ციროზიან პაციენტებში შესაძლებელია თირკმლისმიერი კომის განვითარება. მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა და/ან გააქტივებული ნახშირის დანიშვნა, წყალ-ელექტროლიტური ბალანსის კორექცია, სიმპტომატური თერაპია, სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს. ურთერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
ენალაპრილი
ენალაპრილის თანმხლები გამოყენებისას არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარტებთან (აასპ), მათ შორის არჩევითი ციკლოოქსიგანეზა-2-ის (ცოგ-2-ის ინჰიბიტორები) შესაძლებელია ენალაპრილის ჰიპოტენზიური ეფექტის დაქვეითება; კალიუმდამზოგველ ნივთიერებებთან ერთად გამოყენებისას (სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი, ამილორიდი) შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერკალიემია. ლითიუმის მარილებთან- ლითიუმის გამოყოფის შემცირება (ლითიური ინტოქსიკაციის რისკი), ნაჩვენებია ლითიუმის კონტროლი სისხლის პლაზმაში.
ზოგიერთ პაციენტში თირკმელების დარღვეული ფუნქციით და რომლებიც იღებენ აასპ-ებს, მათ შორის ცოგ-2-ის ინჰიბიტორებს, აგფ-ს ინჰიბიტორების თანმხლებმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების ფუნქციების შემდგომი გაუარესება. ეს ცვლილებები შექცევადია.
ენელაპრილი ასუსტებს თეოფილინის შემცველი პრეპარატების მოქმედებას.
ენალაპრილის ჰიპოტენზიურ მოქმედებას აძლიერებს შრადმდენები, ბეტა-ადრენობლოკატორები, მეთილდოფა, ნიტრატები, დიჰიდროპირიდინის რიგის ‘ნელი" კალციუის არხების ბლოკატორები, ჰიდრალაზინი, პრაზოზინი.
იმუნოდეპრესანტები, ალოპურინოლი, ციტოსტატიკები აძლიერებენ ჰემატოტოქსიურობას. ძვლის ტვინის დათრგუნვის გამომწვევი პრეპარატები ზრდიან ნეიტროპენიის და/ან აგრანულოციტოზის განვითარების რისკს. აგფ ინჰიბიტორების და ჰიპოგლიკემიური საშუალეების ერთდროულმა გამოყენებამ, (ინსულინი, შიგნით მისაღები ჰიპგლიკემიური საშუალებები) შეიძლება გაზარდონ ამ უკანასკნელთა ჰიპოგლიკემიური ეფექტი ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკით. ეს მეტნაკლებად ხშირად აღინიშნება ერთდროული გამოყენბის პირველი კვირების განმავლობაში, ასევე თირიმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში, რომლებიც იღებენ შიგნით მისაღებ ჰიპოგლიკემიურ საშუალეებს და ინსულინს, აუცილებელია სისხლის გლუკოზის დონის კონტროლი, განსაკუთრებით აგფ ინჰიბიტორებთან ერთობლივი გამოყენების პირველ კვირებში.
სიმპტომოკომპლექსი რომელიც მოიცავს სახის გაწითლებას, ღებინებას, გულისრევას, და არტერიულ ჰიპერტენზაის, აღწერილია იშვაით შემთხვევებში პარენტერალური გამოყენების ოქროს პრეპარატებთან (ნატრიუმის აუროთიომალატი) და აგფ ინჰიბიტორებთან (ენალაპრილი) ერთდროული მოხმარებისას. ინდაპამიდი:
სალურეტიკები, საგულე გლიკოზიდები, გლუკო-და მენერალოკორტიკოსტეროიდები, ტეტრაკოზაქტიდი, ამფოტერიცინი B (ინტარვენური) საფაღარათო საშუალებები ზრდიან ჰიპოკალიემიის განვითარების რისკს.
საგულე გლიკოზიდებთან ერთად გამოყენბისას იზრდება დიგიტალისური ინტოქსიკაციის განვითარების ალბათობა; კალციუმის პრეპარატებთან - ჰიპერკალცემიის; მეტფორმინთან - შესაძლებელია რძემჟავური აციდოზის გაღრმავება.
ზრდის სისხლის პლაზმაში ლითიუმის იონების კონცენტრაციას (შარდით გამოყოფის შემცირება), ლითიუმი ახდენს ნეფროტოქსიუირ ზემოქმედებას.
ასთემიზოლი, ინტრავენური ერითრომიცინი, პენტამიდინი, სულტოპრიდი, ტერფენადინი, ვინკამინი, Iა კლასის (ქინიდინი, დიზოპირამიდი) და III კლასის (ამიოდარონი, ბრეტილიუმი, სოტალოლი) ანტიარითმიული საშუალებები და შეიძლება გამოიწვიონ "პირუეტის" ტიპის არითმიის განვითარება.
არასტეროიდული ანთების სააწინააღმდეგო პრეპარატები, გლუკოკორტიკოსტეროიდულიო საშუალებები, ტეტრაკოზაქტიდი, სიმპატომიმეტიკები ამცირებენ ჰიპოტენზიურ ეფექტს, ბაკლოფენი - აძლიერებს. კალიუმდამზოგველ შარდმდენებთან კომბინაცია შეიძლება ეფექტური იყოს ავადმყოფების გარკვეულ კატეგორიაში, ამასთან სრულებით არ ირიცხება ჰიპო-და ჰიპერაკალიემიის განვითარების შესაძლებლობა, განსაკუთრებით შაქრიანი დიაბეტით და თირკმლის უკმარისობით დაავადებულებში. ანგიოტემზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები ზრდიან არტერიული ჰიპოტენზიის და/ან თირკმლის მწვავე უკამრისობის განვითარების რისკს (განსაკუთრებით უკვე არსებული თირკმლის არტერიის სტენოზის დროს).
მაღალი დოზებით იოდშემცველი საკონტრასტო ნივთიერებების გამოყენებისას ზრდის თირკმელების ფუნქციის დარღვევის რისკს (ორგანიზმის გაუწყლოვნება). იოდშემცველი საკონტრასტო ნივთიერებების გამოყენებამდე პაციენტებში აუცილებელია დაკარგული სითხის აღდგენა. იმიპრამინული (ტრიციკლური) ანტიდეპრესანტები და ანტიფსიქოტური პრეპარატები აძლიერებენ ჰიპოტენზიურ მოქმედებას და ზრდიან ორთოსტატიული ჰიპოტენზიის განვითარების რისკს. ციკლოსპორინი ზრდის ჰიპერკრეატინინემიის განვითარების რისკს.
აქვეითებს არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების (კუმარინის და ინდანდიონის ნაწარმები) ეფექტს შედედების ფაქტორების კონცენტრაციის მომატების ხარჯზე მოცირკულირე სისხლის მოცულობის შემცირების შედეგად და ღვიძლში მათი პროდუქციის გაზრდის შედეგად (შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის კორექცია).
აძლიერებს ნერვ-კუნთოვანი გადაცემის ბლოკადას, რომელიც ვითარდება არამადეპოლარიზებელი მიორელაქსანტების მოქმედებით. განსაკუთრებული მითითებანი:
ენალაპრილი
პაციენტები უნდა იმყოფებდონენ სამედიცინო მეთავლყურეობის ქვეშ პრეპარატის საწყისი დოზის მიღებიდან
2 საათის განმავლობაში და კიდევ დამატებით 1 საათი არტერიული წნევის სტაბილიზაციამდე. აუცილებელია სიფრთხილის დაცვა იმ პაციენტებში დანიშვნისას, რომლებსაც აქვთ მოცირკულირე სისხლის შემცირებული მოცულობა. (შარდმდენებით თერაპიის შედეგად, სუფრის მარილის შეზღუდული მოხმარებისას, ჰემოდიალიზის განხორცეილებისას, დიარეის და ღებინების შემთხვევაში) მომატებულაი არტერიული წნევის უცაბედი და გამოხატული დაქვიეთების რისკი აგფ-ს ინჰიბიტორის საწყისი დოზის გამოყენების შემდეგაც კი. ტრანზიტორული არტერიული ჰიპოტენზია არ წარმოადგენს პრეპარატით მკურნალობის გაგრძელების უკუჩვენებას არტერიული წნევის სტაბილიზაციის შემდეგ. არტერიული წნევის მეორადად გამოხატული დაქვეითების დროს, საჭიროა დოზის შემცირება ან პრეპარატის მოხსნა.
მაღალი სიმკვრივის დიალიზური მემბრანების გამოყენება ზრდის ანაფილაქსიური რეაქციების განვითარების რისკს. დოზირების რეჟიმის კორექცია დიალიზისგან თავისუფალ დღეებში უნდა განხორციელდეს არტერიული წნევის დონეზე დამოკიდებულების მიხედვით.
აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობამდე და მკურნალობის პროცესში აუცილებელია არტერიული წნევის კონტროლი, ასევე სისხლის მაჩვენებლების (ჰემოგლობინი, კალიუმის, კრეატინინი, შარდოვანა, "ღვიძლის" ფერმენტების აქტივობა), შარდში ცილის კონტროლი.
საჭიროა სიფრთხილით დაკვირვება იმ პაციენტებზე, რომლებსაც აქვთ გულის მწვავე უკამრისობა, გულის იშემიური დაავდება და თავის ტვინის სისხლძარღვების დაავადებები, რომლებშიც არტერიული წნევის მკვეთრმა დაქვეითებამ შეიძელბა გამოიწვიოს მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი ან თირკმლის ფუნქციების დარღვევა.
მკურნალობის უცაბედი მოხსნა არ იწვევს "რიკოშეტის" სინდრომის განვითარებას (არტერიული წნევის მკვეთრი დაცემა).
ახალშობილებში ად ძუძუთაAასაკის ბავშვებში, რომლებიც ექვემდებარებოდნენ აგფ ინჰიბიტორების ინტრაუთერინულ ზემოქმედებას, რეკომედნირებულია რეგულარული დაკვირვება არტერიული წნევის გამოხატული დაცემის, ოლიგურიის, ჰიპერკალიემიის და ნევროლოგიური დარღვევებეს გამოსავლენად, რომლებიც შეიძლება განვიათარდეს თირკმლის ან თავის ტვინის სისხლის მიდინების შემცირების შედეგად არტერული წნევის დაქვეითებისას, რომელიც გამოწვეულია აგფ-ით. ოლიგურიის დროს აუცილებელია არტერიული წნევის შენარჩუნება და თირკმლისმიერი პერფუზია შესაბამის სითხეების და სისხლძარღვთა შემავიწროვებელი საშუალებების შეყვანით.
პარათირეოდული ჯირკვლების ფუნქციის გამოკვლევამდე უნდა შეწყდეს პრეაპარატის გამოყენაება.
ქირურგიულ ჩარევამდე (მათ შორის სტომატოლოგიური) აუცილებელია ქირურგის/ანესთეზიოლოგის გაფრთხილება აგფ ინჰიბიტორების გამოყენების შესახებ. ინდაპამიდი:
პაციენტებში, რომლებიც იღებენ საგულე გლიკოზიდებს, საფაღარათოებს ჰიპერაალდოსტერონიზმის ფონზე, აგრეთვე ხანდაზმულ პაციენტებში ნაჩვენებია K+იონების და კრეატინინის შემცველობის რეგულარული კონტროლი.
ინდაპამიდის მიღების ფონზე საჭიროა K+ Na+, Mg2+ იონების კონცენტრაციის რეგულარული კონტროლი (შეიძლება განვითარდეს ელექტროლიტური დარღვევები), ასევე პH, გლუკოზის, შარდმჟავის და სისხლის პლაზმაში ნარჩენი აზოტის რეგულარული კონტროლი.
განსაკუთრებული კონტროლია საჭირო ღვიძლის ციროზიან პაციენტებში (განაკუთრებით შეშუპებით ან ასციტით - მეტაბოლური ალკალოზის განვითარებსი რისკი, რომელიც აძლეირებს ღვიძლსიმიერი ენცეფალოპათიის გამოვლენას), გულის იშემიური დაავადებებით, გულის უკმარისობით, დაავადებულ, აგრეთვე ხანდაზმულ პაციენტებში. მომატებული რისკის ჯგუფს ასევე მიეკუთვნება პაციენტები ელექტროკარდიოგრამაზე მომატებული Qთ ინტერვალით (თანდაყოლილი ან რაიმე პათოლოგიური პროცესის ფონზე განვითარებული)
სისხლში K+ კონეცენტრაციის პირველი გაზომვა უნდა განხორციელდეს მკურნალობის პირველი კვირის განმავლოაბში. ჰიპერკალციემია ინდაპამიდის მიღების ფონზე შეიძლება იყოს ადრეული არადიაგნოსტირებული ჰიპერპარათირეოზის შედეგი.
შაქრიანი დიაბეტით დაავდებულებში მნშვნელოვანია სისხლში გლუკოზის კონტროლი, განსაკუთრებით ჰიპოკალიემიის არსებობისას.
მნიშვნელოვანმა დეჰიდრატაციამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის მწვავე უკამრისობის განვითარება (გორგლოვანი ფილტრაციის დაქვეითება). ავადმყოფებში აუცილებლად უნდა აღდგეს სითხის დანაკარგი ინდაპამიდის გამოყენების დაწყებამდე, ასევე მკურნალობის დასაწყისში აუცილებელია თირკმელების ფუნქციის რეგულარული კონტროლი.
ინდაპამიდმა შეიძლება მოგვცეს დადებითი შედეგი დოპინგ-კონტროლის ჩატარების დროს.
არტერიული ჰიპერტენზიის და ჰიპონატრიემიის დროს (შარდმდენების შედეგად) აუცილებელია ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორების მიღებამდე 3 დღით ადრე შეწყდეს შარდმდენების მიღება (აუცილებლობის შემთხევვაში შარდმდენების მიღების განახლება შესაძლებელია რამდენადმე მოგვიანებით, ან მათ უნიშნავენ ანგიოტენზინ-გარდმაქნელი ფერმენტის ინჰიბიტორების დაბალ საწყის დოზებს.
სულფონამიდების ნაწარმებმა შეიძლება გაამწვავონ სისტემური წითელი მგლურას მიმდინარეობა (აუცილებელია ამის გათვალისწინება ინდაპამიდის დანიშვნისას).
პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში დადგენილი არ არის.
ენალაპრილისა და ინდაპამიდის ერთდროული დანიშვნა იწვევს ენალაპრილის ანტიჰიპერტენზიული ეფექტის გაძლიერებას. პრეპარატის ზეგავლენა ავტომანქანის ან სხვა მექანიზმების მართვაზე:
მკურანალობის დასაწყისში, დოზის შერჩევის დასრულებამდე, აუცილებელია თავის შეკავება მანქანის და სხვა მექანიზმების მათვისგან., რომლებიც საჭიროებენ ყურადღების გაზრდილ კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს, იმდენად რამდენადაც შესაძლებელია თავბრუსხვევა, განსაკუთრებით პრეპარატის საწყისი დოზის მიღების შემდეგ. გამოშვების ფორმა:
ენზიქს დუო ფორტე, ტაბლეტების ნაკრები: ინდაპამიდი, აპკით დაფარული ტაბლეტები 2.5 მგ + ენალაპრლი, ტაბლეტები 20 მგ.
ენალაპრილის 10 ტაბლეტი და ინდაპამიდის 5 ტაბლეტი AL/AL ბლისტერში, რომელიც ლამინირებულია პოლივინილქლორიდით და პოლიამიდის აპკით. 3 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს შეფუთვაში. შენახვის პირობები:
B სია.
ინახება მშრალ ადგილას 15-25°C.
ინახება ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა
3 წელი
არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ. აფთიაქიდან გაცემის პირობები:
რეცეპტით მწარმოებელი:
ჰემოფარმი ა.დ. სერბეთი
26300 წ. ვრშაცი, ბეოგრადსკი პუტ ბბ, სერბია
ტელ: 13/803100 ფაქსი: 13/8034724
წარმაომდგენლობა რუსეთის ფედერაციაში, რომელიც იღებს მომხმარებლების პრეტენზიებს:
12972, ქალაქი მოსკოვი, ტრიფონვსკაიას ქუჩა, სახლი 45 ბ, ტელ : (495) 221-70-40, 221-70-46