ენტუქსოლ მაქსი
(Ambroxoli hydrochloridum) 30მგ/5მლ, სიროფი
შემადგენლობა: სიროფის 5 მლ შეიცავს 30 მგ ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს (Aმბროხოლი ჰყდროცჰლორიდუმ) და დამხმარე ნივთიერებებს: თხევადი არამაკრისტალებელი სორბიტოლი, გლიცერინი 85%, ნატრიუმის საქარინი, ბენზოის მჟავა, პროპილენგლიკოლი, ჰიდროქსიეთილცელულოზა, ფორთოხლის ნატურალური არომატი 72 VP 100გ/100, მენთოლი, გაწმენდილი წყალი. ხელმისაწვდომი შეფუთვა: 120 მლ. პასუხისმგებელი სუბიექტი: შპს აფლოფარმ პოლონური ფარმაცია პარტიზანცკას ქ. 133/151 95 200 პაბიანიცე, პოლონეთი ჩანართი ფურცლის შინაარსი: 1. რას წარმოადგენს პრეპარატი ენტუქსოლ მაქსი და რა მიზნით გამოიყენება 2. პრეპარატ ენტუქსოლ მაქსის გამოყენების წინ 3. როგორ გამოიყენება პრეპარატი ენტუქსოლ მაქსი 4. შესაძლო გვერდითი მოქმედებები 5. პრეპარატ ენტუქსოლ მაქსის შენახვა 6. სხვა ინფორმაცია 1. რას წარმოადგენს პრეპარატი ენტუქსოლ მაქსი და რა მიზნით გამოიყენება: ენტუქსოლ მაქსი სიროფის სახით არსებული პრეპარატია ამოსახველებელი და მუკოლიზური (სასუნთქი გზების სეკრეტის გაჯირჯვება) მოქმედებით. პრეპარატი ენტუქსოლ მაქსი ნაჩვენებია: როგორც დამხმარე საშუალება ზემო სასუნთქი გზების ბრონქული სეკრეტის გამოდევნის გაძნელებიტთ მიმდინარე მწვავე და ქრონიკული ანთების, მაგ. ფილტვების ემფიზემის, ბრონქული ასთმის, ბრონქოექტაზიის, მუკოვისციდოზის, ბრონქიტის, ლარინგიტის დროს. 2. პრეპარატ ენტუქსოლ მაქსის გამოყენების წინ: არ შეიძლება პრეპარატ ენტუქსოლ მაქსის გამოყენება: მოქმედი ნივთიერების (ამბროქსოლის ჰიდროქლორიდის) ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს. უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების დაცვა პრეპარატ ენტუქსოლ მაქსის გამოყენების დროს პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებით, ღვიძლის უკმარისობით დაავადებულინ პაციენტების მკურნალობისას. საჭიროა სიფრთხილე პრეპარატ ენტუქსოლ მაქსით მკურნალობისას ხველის დასუსტებული რეფლექსის ან ბრონქის წამწამოვანი ეპითელით სეკრეტის გამოდევნის შესუსტების დროს სეკრეტის შესაძლო დაგროვების გამო. მკურნალობის დასაწყისში შესაძლებელია დიდი რაოდენობით ბრონქული სეკრეტის გამოყოფა. ასეთ შემთხვევაში საჭიროა გაჯირჯვებული სეკრეტის ამოხველების მიზნით ხველის რეფლექსის გამოწვევა ან სეკრეტის ამოტუმბვა. თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში საჭიროა რეკომენდებული დოზის შემცირება. ბრონქული ასთმით დაავადებულ პაციენტებში დამხმარე საშუალებად გამოყენებულმა ენტუქსოლ მაქსმა შეიძლება დასაწყისში ხველის გაძლიერება და დიდი რაოდენობით სეკრეტის ამოხველება გამოიწვიოს. ამბროქსოლის გამოყენების შე3მდეგ აღწერილია კანის რეაქციების ძალიან იშვიათი შემთხვევები. ორსულობა: პრეპარატის გამოყენების წინ მიმართეთ ექიმს სამკურნალწამლო პრეპარატის გამოყენება ორსულობისას შეიძლება მხოლოდ უკიდურესი საჭიროებისას. ძუძუთი კვება: პრეპარატის გამოყენების წინ მიმართეთ ექიმს არ არსებობს ძუძუთი კვების დროს აბბროქსოლის გამოყენების საკმარისი მონაცემები.ამბროქსოლი აღწევს დედის რძეში. ძუძუთი კვების დროს პრეპარატი გამოიყენება სიფრთხილით. ავტოტრანსპორტის მართვა და მექანიზმების მომსახურება: პრეპარატი არ მოქმედებს ავტოტრანსპორტის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრეპარატ ენტუქსოლ მაქსის ზოგიერთი კომპონენტის შესახებ სამკურნალო საშუალება შეიცავს სორბიტოლს, ამიტომ არ შეიძლება მისი გამოყენება პაციენტებში, რომელთაც აქვთ ფრუქტოზის იშვიათი მემკვიდრეობითი აუტანლობა. პრეპარატი შეიცავს ბენზოის მჟავას და პროპილენგლიკოლს, რომლებმაც ზემგრძნობელობის მქონე პაციენტებში შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები. სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენება: აუცილებელია შეატყობინოთ ექიმს ბოლო დროს გამოყენებული ყველა სამკურნალო საშუალების შესახებ, მათიც კი, რომელიც გაიცემა რეცეპტის გარეშე. ანტიბიოტიკებთან (ამოქსიციკლინი, ერითრომიცინი, ამპიცილინი, დოქსაციკლინი და ცეფუროქსიმი) ერთდროულად პერორალურად მიღებული ამბროქსოლი აძლიერებს მათ შეღწევას ფილტვებში და მათ მოქმედებას. ამბროქსოლი და თეოფილინი აძლიერებენ ერთმანეთის მოქმედებას. არ შეიძლება ამბროქსოლის გამოყენება ხველის საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად,იმდენად, რამდენადაც ისინი თრგუნავენ ხველას და შესაძლოა სეკრეტის სასუნთქ გზებში დაგროვება. მოცემულ ჩანართ ფურცელში არსებული ინფორმაცია შეიძლება ეხებოდეს როგორც წარსულში გამოყენებულ, ასევე მომავალში გამოსაყენებელ პრეპარატებს. 3. როგორ გამოიყენება პრეპარატი ენტუქსოლ მაქსი: პრეპარატი განკუთვნილია პერორალური მიღებისათვის. შეფუთვას ახლავს საზომი, რომელიც საშუალებას იძლევა განისაზღვროს სიროფის 5 მლ. მოზრდილები და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვები: 30 მგ (5 მლ სიროფი) 3-ჯერ დღეში მკურნალობის პირველი 2-3 დღის განმავლობაში, შემდეგ კი 30მგ (5მლ სიროფი) 2-ჯერ დღეში. გამოყენების მეთოდი: რეკომენდებული დოზები მიიღება ჭამის შემდეგ დილით და ნასადილევს. არ გამოიყენოთ ძილის წინ. მითითებული დოზები გამოიყენება მწვავე მდგომარეობებისა და ქრონიკული მდგომარეობის მკურნალობის დასაწყისში, გახანგრძლივებული მკურნალობისას (14 დღეზე მეტი) შეიძლება მათი სანახევროდ შემცირება. სიროფის მიღება შეიძლება დიაბეტით დაავადებულებისათვის. რეკომენდებულ დოზაზე მეტი რაოდენობით პრეპარატ ენტუქსოლ მაქსის მიღებისას: რეკომენდებულ დოზაზე მეტი რაოდენობით პრეპარატ ენტუქსოლ მაქსის მიღებისას უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს. პრეპარატ ენტუქსოლ მაქსის დოზის გამოტოვებისას: არ უნდა მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის შესავსებად. პრეპარატის დოზის გამოტოვებისას და სიმპტომების არსებობისას მიიღება პრეპარატის მომდევნო დოზა დანიშნულ დროს. 4. შესაძლო გვერდითი მოქმედებები: პრეპარატმა ენტუქსოლ მაქსმა, ისევე, როგორც სხვა სამკურნალო საშუალებებმა, შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა შემთხვევაში. დარღვევები კუჭ-ნაწლავის მხრივ: გულძმარვა, დისპეფსია, გულისრევა, ღებინება, დიარეა და ყაბზობა. დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ: ალერგიული რეაქციები (კანის ცვლილებები, ჭინჭრის ციება, ანგიონევროტული შეშუპება, ანაფილაქსიური შოკი, ცხელება, ქოშინი, შემცივნება, სახის შეშუპება, თავის ტკივილი), ქსეროსტომია (პირის ღრუს ლორწოვანი გარსის სიმშრალე). თირკმლებისა და საშარდე გზების მუშაობის დარღვევა: იშვიათ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს დიზურია(შარდვის გაძნელება). ზოგ პირებში პრეპარატ ენტუქსოლ მაქსის გამოყენებისას შეიძლება გამოვლინდეს სხვა გვერდითი მოქმედებები. იმ გვერდითი მოვლენების შესახებ, რომლებიც არ არის აღწერილი მოცემულ ჩანართ ფურცელში, უნდა აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს. 5. პრეპარატ ენტუქსოლ მაქსის შენახვა: პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას. არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. პრეპარატი ინახება ორიგინალურ შეფუთვაში, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. არ ინახება მაცივარში. არ გაყინოთ. 6. სხვა ინფორმაცია: უფრო დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ პასუხისმგებელ სუბიექტს: შპს აფლოფარმ პოლონური ფარმაცია პარტიზანცკას ქ. 133/151 95 200 პაბიანიცე, პოლონეთი