newhospitals

ენტუქსოლ ჯუნიორი

ენტუქსოლ ჯუნიორი
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
4407ნახვა

(ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი) 15 მგ/5 მლ სიროფი

 

შემადგენლობა:

5 მლ სიროფი შეიცავს 15 მგ ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს (Ambroxoli hydrochloridum) და დანამატებს: თხევადი სორბიტოლი (არა-კრისტალური), გლიცეროლი 85%, ნატრიუმის საქარინი, ბენზოიდის მჟავა, პროპილენგლიკოლი, ჰიდროქსიეთილცელულოზა, ნატურალური ფორთოხლის არომატი 72 VP 100გ/100, მენთოლი და გაწმენდილი წყალი. ხელმისაწვდომი ფლაკონები: 120 მლ სავაჭრო უფლების მფლობელი: აფლოფარმ ფარმაცია, პოლონეთი Sp. z o.o პარტიზანსკაიას ქუჩა 133/151, 95-200 პაბიანიცე, პოლონეთი. წინამდებარე დანართ ფურცელში მოცემულია: 1. რა არის ენტუქსოლ ჯუნიორი და რისთვის გამოიყენება იგი. 2. ენტუქსოლ ჯუნიორის მიღებამდე. 3. როგორ მივიღოთ ენტუქსოლ ჯუნიორი. 4. შესაძლო გვერდითი მოვლენები. 5. როგორ შევინახოთ ენტუქსოლ ჯუნიორი. 6. სხვა ინფორმაცია.

 

1. რა არის ენტუქსოლ ჯუნიორი და რისთვის გამოიყენება იგი:

ენტუქსოლ ჯუნიორი არის სიროფის სახის ამოსახველებელი და მუკოლიზური (ნახველის გამათხიერებელი) პრეპარატი. ენტუქსოლ ჯუნიორი ნაჩვენებია როგორც: შემანარჩუნებელი მკურნალობა რესპირატორული ტრაქტის მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროს, რომლებსაც ახლავს სირთულეები ბლანტი ნახველის ამოხველებისას, მაგ. ემფიზემა, ბრონქიალური ასთმა, ბრონქოექტაზი, ცისტოზური ფიბროზი, ბრონქიტი და ლარინგიტი.

 

2. ენტუქსოლ ჯუნიორის მიღებამდე:

არ მიიღოთ ენტუქსოლ ჯუნიორი: თუ თქვენ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერებების (ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი) ან მისი ნებისმიერი დანამატის მიმართ. ენტუქსოლ ჯუნიორის გამოყენებისას გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე: ენტუქსოლ ჯუნიორის გამოყენება განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოხდეს პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ პეპსიური წყლული და ღვიძლის უკმარისობა. ენტუქსოლ ჯუნიორის გამოყენებისას ასევე სიფრთხილეა საჭირო პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ხველის შემცირებული რეფლექსი ან წამწამოვანი (ცილიარული) კუნთების აშლილობა, რადგან არსებობს სეკრეციის შეკავების რისკი. მკურნალობის დასაწყისში შესაძლოა წარმოიქმნას ჭარბი ბრონქიალური სეკრეცია. ასეთ შემთხვევებში სეკრეციის შემცირების მიზნით უნდა მოხდეს ხველის გამოწვევა ან მისი მოცილება გამწოვის საშუალებით. თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში სასურველია რეკომენდებული დოზის შემცირება. ენტუქსოლ ჯუნიორის დამხმარე პრეპარატის სახით გამოიყენებამ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ბრონქიალური ასთმა შესაძლოა თავდაპირველად გამოიწვიოს ხველის გაძლიერება და ამოხველების სტიმულირება. ამბროქსოლის გამოყენების შედეგად იშვიათ შემთხვევებში ადგილი ჰქონდა კანის რეაქციებს. ორსულობა: მოცემული პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს. მოცემული პრეპარატის გამოყენება ორსულებში მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში არის შესაძლებელი.

 

ძუძუთი კვება: მოცემული პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს. არ არსებობს ამბროქსოლის ძუძუთი კვების დროს გამოყენების საკმარისი მონაცემები. ამბროქსოლი გამოიყოფა რძეში და შესაბამისად, მეძუძურმა დედებმა უნდა გამოიჩინონ სიფრთხილე პრეპარატის გამოყენების დროს. გავლენა ავტომანქანისა და სხვა დანადგარების მართვის უნარზე: არ ახდენს გავლენას. მნიშვნელოვანი ინფორმაცია ენტუქსოლ ჯუნიორის ზოგიერთ ინგრედიენტზე: მოცემული სამკურნალო საშუალება შეიცავს სორბიტოლს. ფრუქტოზას შეუთავსებლობის იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემების მქონე პაციენტებმა არ უნდა მიიღონ მოცემული სამკურნალო საშუალება.

 

გამოყენება სხვა პრეპარატებთან ერთად:

შეატყობინეთ თქვენს ექიმს თუ იღებთ ან ბოლო დროს იღებდით რაიმე სხვა პრეპარატს, მათ შორის რეცეპტის გარეშე შეძენილ პრეპარატებს. ამბროქსოლის ანტიბიოტიკებთან (ამოქსაცილინი, ერითრომიცინი, ამპიცილინი, დოქსიციკლინი და ცეფუროქსიმი) ერთად გამოყენება ზრდის მათი ფილტვებში შეღწევის დონეს და აძლიერებს მათ ეფექტს. ამბროქსოლის და თეოფილინის ერთად გამოყენება აძლიერებს ორივე პრეპარატის ეფექტს. ამბროქსოლის გამოყენება დაუშვებელია ხველის საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად, რადგან მათ შესაძლოა შეამცირონ ხველის რეფლექსი და გამოიწვიონ სკრეციის დაგროვება სასუნთქ გზებში. მოცემულ დანართ ფურცელში არსებული ინფორმაცია ასევე შესაძლოა ეხებოდეს წარსულში მიღებულ ან შემდგომში გამოსაყენებელ პრეპარატებს.

 

3. როგორ მივიღოთ ენტუქსოლ ჯუნიორი:

მოცემული პრეპარატი განკუთვნილია პერორალური გამოყენებისთვის. თანდართული საზომი ჭიქა ამარტივებს 5 მლ სიროფის დოზირებას. - ბავშვები 2 წლამდე - 7.5 მგ (2.5 მლ სიროფი) 2 ჯერ დღეში - ბავშვები 3-5 წლამდე - 7.5 მგ (2.5 მლ სიროფი) 3 ჯერ დღეში - ბავშვები 6-12 წლამდე - 15 მგ (5 მლ სიროფი) 2-3 ჯერ დღეში

 

მიღების წესი:

რეკომენდებული დოზების მიღება უნდა მოხდეს დილის და შუადღის საკვების მიღების შემდეგ. არ მიიღოთ ძილის წინ. აღნიშნული დოზები გამოიყენება მწვავე მდგომარეობების სამკურნალოდ და ქრონიკული დაავადებების საწყის ეტაპებზე. ხანგრძლივი მკურნალობის დროს (14 დღეზე მეტი) შესაძლებელია დოზის განახევრება. პრეპარატის მიღება დასაშვებია დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის. თუ თქვენ მიიღებთ ენტუქსოლ ჯუნიორის რეკომენდებულზე მეტ დოზას: თუ თქვენ გადააჭარბეთ მოცემული პრეპარატის რეკომდენდებულ დოზას დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. თუ დაგავიწყდათ ენტუქსოლ ჯუნიორის მიღება: არ მიიღოთ პრეპარატის ორმაგი დოზა გამორჩენილი დოზის ასანაზღაურებლად. თუ თქვენ დაგავიწყდათ პრეპარატის რომელიმე დოზის მიღება და სიმპტომები კვლავ ვლინდება, დანიშნულ დროს მიიღეთ პრეპარატის შემდგომი დოზა.

 

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები:

ყველა პრეპარატის მსგავსად ენტუქსოლ ჯუნიორი შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი არ აღენიშნება ყველა პაციენტს. გასტროინტესტინალური დარღვევები: გულძმარვა, კუჭის მოუნელებლობა, გულისრევა, ღებინება, დიარეა და ყაბზობა. იმუნური სისტემის დარღვევები: ალერგიული რეაქციები (დაზიანებები კანზე, ჭინჭრის ციება, ანგიოედემა, ანაფილაქსიური შოკი, ცხელება, დისპნოე, ციება, სახის შეშუპება და თავის ტკივილი), ქსეროსტომია (პირის ლორწოვანი გარსის გამოშრობა). თირკმლის და საშარდე გზების დარღვევები: იშვიათად შესაძლოა გამოვლინდეს დისურია (შარდვის გაძნელება). ენტუქსოლ ჯუნიორის მიღების დროს ზოგიერთ პაციენტს შესაძლოა გამოუვლინდეს სხვა გვერდითუ ეფექტები. თუ თქვენ შენიშნავთ ისეთ გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის მოცემული ამ დანართ ფურცელში შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.


5. როგორ შევინახოთ ენტუქსოლ ჯუნიორი:

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ და დაფარულ ადგილას. არ გამოიყენოთ ენტუქსოლ ჯუნიორი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში 25C-ზე ნაკლებ ტემპერატურაზე. არ გააციოთ. არ გაყინოთ.

 

6. სხვა ინფორმაცია:

თუ თქვენ გესაჭიროებათ მეტად დეტალური ინფორმაცია პრეპარატის შესახებ დაუკავშირდით სავაჭრო უფლების მფლობელის წარმომადგენელს. აფლოფარმ ფარმაცია, პოლონეთი Sp. z o.o პარტიზანსკაიას ქუჩა 133/151, 95-200 პაბიანიცე, პოლონეთი. ტელ/ფაქსი: (+48) 42/22 53 100

 

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.