ენტოფიტი
შემადგენლობა:
ენტოფიტის თითოელი საშე შეიცავს შემდეგი მცენარეების ექსტრაქტს: სააფთიაქო კამა (foeniculum vulgare) - 31 მგ ბაღის პიტნა (Mentha piperita)- 25 მგ ასაფეტიდა (ფერულა) (Ferulla assa-foetida)- 0.05 მგ აჟგონი (ინდოეთის კვლიავი) (Trachyspermum copticum) - 25 მგ ძირტკბილა (Clycyrhizza glabra) - 20 მგ ილი ნამდვილი (Ellettaria cardamonum) - 12.5 მგ სამკურნალო კოჭა (Zingiber officinale) - 50 მგ კვლიავი (Cumulum)- 25 მგ სააფთიაქო გვირილა (Matricaria chamomilla) - 100 მგ ჩინური ჩაის ბუჩქი (Camellia sinensis)- 15 მგ ენტოფიტი აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს, ამსუბუქებს აბდომინალურ დისკომფორტს, არეგულირებს ნაწლავების სეკრეციას, ამცირებს დისპეფსიას და მეტეორიზმს. ახდენს პერესტალტიკის ნორმალიზაციას და ხელს უწყობს ნაწლავის ჭვალის შემცირებას. ჩვენებები: საჭმლის მონელების დარღვევა გულისრევა მეტეორიზმი ნაწლავის ჭვალი. წინააღმდეგჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. გვერდითი მოვლენები: ცნობილი არ არის.მიღების წესი და დოზირება: მოზრდილებში 1 საშე 2-3ჯერ დღეში, ბავშვებში 1 საშე 1-2ჯერ დღეში, 1 საშე იხსნება 1 ჭიქა ცხელ წყალში ან ჩაიში და მიიღება დაუყოვნებლივ. განსაკუთრებული მითითებები: შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებმა ენტოფიტის მიღებისას უნდა აკონტროლონ გლუკოზის დონე. გამოშვების ფორმა, დოზა, რაოდენობა: პაკეტი, №5 მწარმოებელი: HERBION, პაკისტანი.