ენტეროლი 250მგ პაკეტი #10
შემადგენლობა: თითოეული პაკეტი შეიცავს 282,5 მგ ლიოფილიზირებულ
Saccharomyces boulardii-ს (250 მგ სამკურნალო საფუარი და 32,5 მგ ლაქტოზა)დამხმარე ნივთიერება:
მაგნიუმის სტეარატი. გამოშვების ფორმა:
კოლოფი 10 პაკეტით და ფლაკონი 10 კაფსულით. ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ანტიდიარეული მიკრობული პრეპარატი ჩვენება:
-მწვავე ბაქტერიული და ვირუსული დიარეა.
-მწვავე და ქრონიკული გასტროენტერიტი და გასტროენტეროკოლიტი.
- ანტიბიოტიკების, ონკოსტატიკების, ქიმიოპრეპარატების მიღებითა და სხივური თერაპიით გამოწვეული დისბაქტერიოზის მკურნალობა და პროფილაქტიკა
-Clostridium difficile-თი გამოწვეული მორეციდივე ფსევდომემბრანოზული კოლიტი.
-შიდსთან ასოცირებული დიარეა.
-გაღიზიანებული მსხვილი ნაწლავის სინდრომი.
-დიარეა, რომელიც გამოწვეულია ზონდით ხანგრძლივი კვებით. უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტზე.
უკუნაჩვენებია პაციენტებისათვის ცენტრალური ვენური კათეტერით. სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება:
არ შეიძლება მიღება სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად. დოზირება და მიღების წესი:
1 წლამდე: 1/2 პაკეტი 2-ჯერ დღეში.
1-10 წლამდე: 1 პაკეტი ან კაფსულა 2-ჯერ დღეში.
10 წლის ზემოთ: 1-2 პაკეტი ან კაფსულა 2-ჯერ დღეში.
კაფსულა უნდა გადაიყლაპოს წყლის მიყოლებით. პაკეტის შიგთავსი უნდა გაიხსნას წყალსა ან რძეში. არ შეიძლება ძალიან ცივი ან ცხელი წყლის გამოყენება. გვერდითი მოვლენები:
იშვიათად, ცენტრალური ვენური კათეტერის მქონე პაციენტებში შესაძლებელია განვითარდეს ფუნგემია. ვარგისიანობის ვადა:
3 წელი. შენახვის პირობები:
ინახება ოთახის ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. გაცემის წესი:
ურეცეპტოდ მწარმოებელი:
ლაბორატორია ბიოკოდექსი. ბარბესი 19. 92120 მონრუჟი, პარიზი, საფრანგეთი