ენტენორმი #20კაფს

ენტენორმი #20კაფს
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
12340ნახვა
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნაწლავის მიკროფლორის მარეგულირებელი პრეპარატები                                                                          

 

ქვეყანა: საქართველო

 

მწარმოებელი: ავერსი-რაციონალი

 

ჯენერიკი: L.acidophilus,bifibus,bulgaricus,S.them                                                             

 

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

 

 

ზოგადი დახასიათება:

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
გამჭვირვალე კრემისფერი მყარი ჟელატინის კაფსულები, შევსებული თეთრი ან მოყვითალო თეთრი ფერის ფხვნილით (დასაშვებია უფრო მუქი ფერის გრანულების არსებობა);

 

შემადგენლობა:
1 კაფსულა შეიცავს 2 მილიარდ ცოცხალ უჯრედს: ლაქტობაცილა აციდოფილუსი - 9.0 მგ, ლაქტობაცილა ბიფიდუსი - 5.0 მგ, იოგურტის კულტურა - 20.0 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: რძის მშრალი შრატი, ლაქტოზა, მაგნიუმის სტეარატი, ასკორბინის მჟავა.

 

გამოშვების ფორმა:
კაფსულები.

 

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ეუბიოტიკი, ნაწლავების მიკროფლორის მარეგულირებელი საშუალება.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოქმედების ნორმალიზაცია. პრეპარატში შემავალი რძემჟავა ბაქტერიები შედიან ნორმული ნაწლავების მიკროფლორის შემადგენლობაში. ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ იმუნიტეტის სტიმულაციაში, ვიტამინების წარმოქმნაში, დეტოქსიკაციური და საჭმლის მომნელებელი ფუნქციების უზრუნველყოფაში.
ენტენორმის ანტიმიკრობული აქტივობა გამოხატულია სტაფილოკოკების, პროტეუსის, ენტეროპათოგენური ნაწლავის ჩხირის მიმართ და დაკავშირებულია მიკრობთა უნართან წარმოქმნან რძემჟავა, ლაქტოცინი, წყალბადის ზეჟანგი, ლიზოციმი და სხვა.
რძემჟავა ბაქტერიები აქვეითებენ ნაწლავების pH-ს და ამით ხელს უშლიან პათოგენური და პირობით პათოგენური მიკროფლორის ზრდასა და განვითარებას.

 

ჩვენება:
ენტენორმი ინიშნება სხვადასხვა წარმოშობის დისბაქტერიოზის (ძირითადად გამოწვეული ანტიბიოტიკების და ქიმიოპრეპარატების მიღებით) პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის მოზრდილებსა და ბავშვებში; მწვავე და ქრონიკული გასტროენტეროკოლიტის და კოლიტის, დიარეის, მეტეორიზმის დროს; ანტიბიოტიკო-, ქიმიო- და სხივურ თერაპიასთან ერთად ან მათ შემდეგ; ალერგიული დაავადებების კომპლექსურ თერაპიაში.

 

მიღების წესი და დოზირება:
პროფილაქტიკის მიზნით მოზრდილებში და 12 წლის ასაკის ზევით მოზარდებში ინიშნება თითო კაფსულა დღეში ერთხელ ჭამის დროს.
სამკურნალოდ: 1 წლამდე ასაკის ბავშვებში __ 1/2 კაფსულა დღეში ერთხელ ჭამის დროს (კაფსულის შიგთავსი ერევა მცირე რაოდენობით სითხეს ან საკვებს);
1-3 წლამდე ასაკის ბავშვებში - 1-2 კაფსულა დღეში ერთხელ ჭამის დროს;
3-12 წლამდე ასაკის ბავშვებში __ 1 კაფსულა 3-ჯერ დღეში ჭამის დროს. მკურნალობის ხანგრძლივობაა 20-30 დღე;
მოზრდილებში და 12 წლის ასაკის ზევით მოზარდებში __ 1-2 კაფსულა 3-ჯერ დღეში ჭამის დროს, მკურნალობის ხანგრძლივობაა 25-30 დღე.
საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია კურსის გამეორება.

 

გვერდითი მოვლენები:
ინდივიდუალური მგრძნობელობა ჟელატინის კაფსულებისა და პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
უკუჩვენება:
არ არის გამოვლენილი.

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში სულფანილამიდებთან, ანტიბიოტიკებთან, მეტრონიდაზოლთან და სხვა ანტიბაქტერიულ პრეპარატებთან ერთად.

 

ჰიპერდოზირება:
არ არის გამოვლენილი.

 

ორსულობა და ლაქტაცია:
შეიძლება პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე ზემოქმედება:
ენტენორმის გამოყენება არ მოითხოვს უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების დაცვას.

 

შეფუთვა:
20 კაფსულა პოლიეთილენის ფლაკონში.
შენახვის პირობები:
ინახება მაცივარში (2-10)°C ტემპერატურაზე.

 

ვარგისიანობის ვადა:
3 წელი.

 

აფთიაქიდან გაცემის წესი:
ურეცეპტოდ.

 

მწარმოებელი:
შპს "ავერსი-რაციონალი" (საქართველო).
მისამართი:
საქართველო 0198, თბილისი, ჭირნახულის ქ. 14.
www.aversi.ge

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.