ენკო ბაქტერიოფაგი თხიერი
აღწერა:
ენკო ბაქტერიოფაგი წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს, რომელიც შეიცავს ფაგოლიზატების სტერილურ ნარევს, აქტიურს შიგელების (Shigella flexneri 1.2.3.4 da Shigella zonnei), სალმონელების (S.typhimurium, S.enteritidis, S.newport, S.heidelberg, S.cholera suis S.oranienburg, S.dublin, S.anatum), აგრეთვე ფართოდ გავრცელებული ენტეროპათოგენური ნაწლავის ჩხირისა და პათოგენური სტაფილოკოკების მიმართ. მოყვითალო-ღია ყავისფერი,კონსერვანტად გამოყენებულია ქინაზოლი.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
იწვევს ოქროსფერი და ეპიდერმალური სტაფილოკოკების, შიგელების, ნაწლავის ჩხირის და სხვადასხვა სეროტიპის სალმონელების სპეციფიკურ ლიზისს.
დანიშნულება:
ენკო ბაქტერიოფაგი გამოიყენება ზემოთ აღნიშნული მიკროორგანიზმებით გამოწვეული ნაწლავური ინფექციების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის.
გამოყენების ჩვენება:
ენტერალური ინფექციები: დიზენტერია, სალმონელოზი, დისპეპსია, კოლიტი, გასტროენტეროკოლიტი, ქოლეცისტიტი, სტაფილოკოკური ტოქსიკოინფექციები, დისბაქტერიოზი და სხვა.
გამოყენების წესი და დოზირებ:.
ენკო ფაგი მკურნალობის მიზნით გამოიყენება Per os დაავადებების პირველივე დღიდან 5-6 დღის განმავლობაში შემდეგი დოზირებით: ბავშვებში 3 წლის ასაკამდე -5 მლ-ის ოდენობით ერთ მიღებაზე. ბავშვებში 3 წლის ასაკის ზევით და მოზრდილებში -10 მლ-10 მლ-ის ოდენობით ერთ მიღებაზე, დღეში 4 -ჯერ საკვების მიღებამდე 30 წუთით ადრე. დალევის წინ რეკომენდებულია 2-3% სასმელი სოდიანი ხსნარის მიღება. ამავე დროს დეკომენდებულია დღეში ერთხელ ( უმჯობესია საღამოს, სოდიანი ხსნარით გამწმენდი ოყნის შემდეგ) ბაქტერიოფაგის შეყვანა Per rectum 10 მლ-ის რაოდენობით ბავშვებში და 20 მლ-ის რაოდენობით მოზრდილებში. მასიური ნაწლავური ინფექციების გამოვლინების დროს სტაციონარში მყოფ ყველა ავადმყოფს კლინიკური დიაგნოზის მიუხედავად უტარდება ფაგირება დღეში, 10-20 მლ-ის ოდენობით 5 დღის განმავლობაში.
განსაკუთრებული მითითებები:
გამოყენების წინ ამპულა უნდა შვანჯღრიოთ, სითხე უნდა იყოს გამჭვირვალე და ნალექის გარეშე. შეფუთვის დაზიანებისას ან ამპულაში ფაგის შეღვრევის შემთხვევაში პრეპარატი არ გამოიყენოთ!!! არ შეიძლება პრეპარატის შენახვა ამპულის გახსნის შემდეგ!!! ენკო ფაგის გამოყენება არ გამორიცხავს სხვა ანტიბაქტერიული საშუალებების ხმარებას. ენკო ბაქტერიოფაგის გამოყენებას უკუჩვენება არ გააჩნია.
შეფუთვა და შენახვის პირობები:
პრეპარატი გამოდის 5 მლ-იან ამპულებში (ერთ ყუთში 10 ამპულაა ). ინახება ბნელ და მშრელ ადგილას, +4 +22 C შენახვის ვადაა 1 წელი.
პრეპარატი შემუშავებულია და დამზადებულია:
გ.ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტში, შპს „ბაქტერიოფაგის ბიოპრეპარატები"
საქართველო, 0160, თბილისი, გოთუას ქ N 3, ტელეფონი: +99532 519623