ემფეტალი
პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია:
ემფეტალი / EMFETALსავაჭრო დასახელება:
ემფეტალი, Emfetal საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:
- წამლის ფორმა:
გარსით დაფარული ტაბლეტები.
აღწერილობა: მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, გარსით დაფარული ტაბლეტები, ღია ყავისფერი. შემადგენლობა:
გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები:
ვიტამინები
ვიტამინი A (რეტინოლის აცეტატის სახით) 400 მკგ
ვიტამინი B1 (თიამინის ჰიდროქლორიდის სახით) 1.1 მგ
ვიტამინი B 2 (რიბოფლავინი) 0.8 მგ
ვიტამინი B 5 (კალციუმის პანტოთენატის სახით) 4.5 მგ
ვიტამინი B 6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდის სახით) 1.5 მგ
ვიტამინი B 9 (ფოლის მჟავა) 200 მკგ
ვიტამინი B 12 (ციანოკობალამინი) 1.5 მკგ
ვიტამინი ჩ (ნატრიუმის ასკორბატის სახით) 45 მგ
ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) 5 მკგ
ვიტამინი E (DL-α ტოკოფეროლის აცეტატის სახით) 10 მგ
ვიტამინი PP (ნიკოტინამიდი) 13.5 მგ
ვიტამინი H (ბიოტინი) 75 მკგ მაკრო- და მიკროელემენტები:
კალციუმი (კალციუმის კარბონატის სახით) 160 მგ
მაგნიუმი (მაგნიუმის ოქსიდის სახით) 45 მგ
რკინა (რკინის ფუმარატის სახით) 13.5 მგ
თუთია (თუთიის ოქსიდის სახით) 7.5 მგ
მანგანუმი (მანგანუმის სულფატის სახით) 0.9 მგ
სპილენძი (სპილენძის სულფატის სახით) 0.45 მგ
იოდი (კალიუმის იოდიდის სახით) 100 მკგ
მოლიბდენი (ნატრიუმის მოლიბდატის სახით) 22.5 მკგ
სელენიუმი (ნატრიუმის სელენიტის სახით) 20 მკგ
ქრომი (ქრომის ქლორიდის სახით) 12.5 მკგ დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, კოლიდონი K25, კროსპოვიდონი.
გარსის შემადგენლობა: ჰიპრომელოზა, ფრაქციონირებული ქოქოსის ზეთი, მალტოდექსტრინი, პოლიდექსტროზა, ტალკი. პრეპარატის ათქ კოდი:
А11АА ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ვიტამინურ-მინერალური კომპლექსი. ფარმაკოლოგიური თვისებები:
ემფეტალი - კომბინირებული პრეპარატი ორსულთათვის და მეძუძური ქალებისათვის. პრეპარატის მოქმედება განპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალი ვიტამინებისა და მინერალების ეფექტებით.
ვიტამინები მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლაში ბიოქიმიური და ფიზიოლოგიური პროცესების კატალიზატორებისა და რეგულატორების სახით.
მინერალური ნივთიერებები ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესებისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ელემენტებია, რომლებიც მონაწილეობს უჯრედებისა და ქსოვილების შენებაში, ფერმენტული სისტემების ფუნქციონირებაში.
ვიტამინი A მონაწილეობს ჟანგვა-აღდგენით პროცესებში, ცილის სინთეზის რეგულაციაში, ხელს უწყობს ნივთიერებათა ნორმალურ ცვლას, უჯრედული და სუბუჯრედული მემბრანების ფუნქციონირებას; აუცილებელია ახალი უჯრედების ზრდისათვის, ანელებს დაბერების პროცესს.
ვიტამინი B1 წარმოადგენს უჯრედის ენერგიის წყაროს, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმის ზრდასა და განვითარებას, ამაღლებს გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას, აქვს დეტოკსიკაციური მოქმედება, ასევე აუმჯობესებს მეტაბოლიზმს ნერვულ ქსოვილში. თიამინი მონაწილეობს მრავალი ფერმენტული რეაქციის კოფერმენტების წარმოქმნაში, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნახშირწყლოვან და ენერგეტიკულ ცვლაში, განსაკუთრებით ნერვულ და კუნთოვან ქსოვილებში. თიამინის უკმარისობა იწვევს ბერი-ბერისა (სპეციფიური პოლინევრიტი) და ვერნიკეს (პოლინევრული ფსიქოზი) სინდრომების განვითარებას.
ვიტამინი B2 წარმოადგენს უჯრედოვანი სუნთქვის და მხედველობითი აღქმის პროცესების უმნიშვნელოვანეს კატალიზატორს. რიბოფლავინი, არეგულირებს რა ჟანგვა-აღდგენით პროცესებს, მონაწილეობს ნახშირწყლოვან, ცილოვან და ცხიმოვან ცვლაში, მნიშვნელოვან როლს თამაშობს დნმ-ის ფორმირებაში, ჰემოგლობინის სინთეზში, ხელს უწყობს ქსოვილების (მ.შ., კანის უჯრედების) რეგენერაციის პროცესებს, უჯრედებში ტროფიკული დარღვევების კორექციას.
ვიტამინი B5 შედის კოფერმენტ A-ს შემადგენლობაში (არაცილოვანი ბუნების ორგანული ნაერთი, რომელიც აუცილებელია ფერმენტების აქტივობის გამოსავლენად). მნიშვნელოვან როლს თამაშობს აცეტილირებისა და ჟანგვის პროცესებში. მონაწილეობს ნახშირწყლების და ცხიმების ცვლასა და აცეტილქოლინის სინთეზში.
ვიტამინი B6 ამაღლებს გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას, არეგულირებს გლუკოზის დონეს სისხლში, ახდენს ფარისებრი, თირკმელზედა და სასქესო ჯირკვლების მუშაობის ნორმალიზებას, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას ტვინის ქსოვილებში, ნერვული სისტემის ფუნქციას, წარმოადგენს ანტიდეპრესანტს.
ვიტამინი B9 აუცილებელია ქსოვილების ზრდის, განვითარების და პროლიფერაციის პროცესების ნორმალური მიმდინარეობისათვის, კერძოდ, ჰემოპოეზის და ემბრიოგენეზისათვის, ამაღლებს გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას, ასტიმულირებს მარილმჟავას გამომუშავებას კუჭში.
ვიტამინი B12 ხასიათდება იმუნომოდულაციური, ანტიალერგიული და ანტიათეროსკლეროზული მოქმედებით. არეგულირებს არტერიულ წნევას, აღადგენს ნერვული უჯრედის სტრუქტურას, აუმჯობესებს რეპროდუქციულ ფუნქციას, მადას. ვიტამინი B12 მონაწილეობს სხვადასხვა ამინომჟავების სინთეზში, დადებით გავლენას ახდენს ღვიძლის, ნერვული სისტემის ფუნქციებზე, ააქტიურებს სისხლის შედედების პროცესებს, ნახშირწყლებისა და ლიპიდების ცვლას.
ვიტამინი ჩ ხასიათდება აღმდგენი თვისებებით, კერძოდ, აღადგენს იმ ფერმენტებს, რომლებიც აუვნებელყოფს ტოქსიურ ნივთიერებებს. აუცილებელია კოლაგენის (სისხლძარღვთა კედლების, მყესების, ხრტილებისა და ძვლების ერთერთი სტრუქტურული კომპონენტი) სინთეზისათვის, ქოლესტერინის ნაღვლის მჟავებად გარდაქმნისათვის, რომლებიც, თავის მხრივ, ხელს უწყობს ცხიმების მონელებას და აძლიერებს პერისტალტიკას.
ვიტამინი D3 აუმჯობესებს კალციუმის შეწოვას წვრილ ნაწლავებში, კალციუმის შემაკავშირებელი ცილების სინთეზის სტიმულირებით ზრდის კალციუმის რეაბსორბციას თირკმლის მილაკებში. ვიტამინი D3 ააქტიურებს ძვლის ქსოვილის რემოდელირების პროცესებს I ტიპის კოლაგენისა და მატრიცული ცილების სინთეზის გაძლიერების გზით, ასევე ოსტეობლასტების სინთეზის აქტივაციის ხარჯზე. ფარისებრი, პარათირეოიდული და სასქესო ჯირკვლების ფუნქციურ მდგომარეობაზე ზეგავლენით უზრუნველყოფს ჩონჩხის ძვლების კალციფიკაციას.
ვიტამინი E ანტიოქსიდანტური ნივთიერებაა, რომელიც იცავს უჯრედებს დაზიანებისა და სიბერისაგან, ხელს უშლის თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას, ასტიმულირებს კუნთების მუშაობას და სასქესო ჯირკვლების ფუნქციას. მონაწილეობს უჯრედშორისი ნივთიერების, შემაერთებელი ქსოვილის ბოჭკოების, სისხლძარღვთა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გლუვკუნთოვანი გარსის ფორმირებაში.
ვიტამინი PP შედის უჯრედულ სუნთქვასა და ცილების ცვლაში მონაწილე ფერმენტების შემადგენლობაში, რომლებიც, თავის მხრივ, არეგულირებს უმაღლეს ნერვულ მოქმედებას და საჭმლის მომნელებელი ორგანოების ფუნქციას.
ვიტამინი H შედის ფერმენტების შემადგენლობაში, რომლებიც არეგულირებს ამინომჟავებისა და ცხიმოვანი მჟავების ცვლას.
კალციუმი ძვლის ქსოვილის საფუძველია, ააქტიურებს რიგ უმნიშვნელოვანეს ფერმენტებს, ხელს უწყობს ორგანიზმში იონური წონასწორობის შენარჩუნებას, ზეგავლენას ახდენს ნერვ-კუნთოვან და გულ-სისხლძარღვთა სისტემებში მიმდინარე პროცესებზე.
მაგნიუმი აკონტროლებს ცილოვან და ნახშირწყლოვან ცვლას, ხასიათდება სისხლძარღვთა გამაფართოებელი (ხსნის სპაზმებს) თვისებებით, აუმჯობესებს ნაღვლის გამოყოფას, აგრეთვე, ამცირებს ნერვულ აგზნებულობას. მონაწილეობს დნმ-ისა და რნმ-ის სინთეზში, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას სისხლძარღვთა კედელში. მაგნიუმი ხელს უწყობს კალციუმის, ფოსფორის, კალიუმის, B ჯგუფის, ჩ და E ვიტამინების ათვისებას, ნერვ-კუნთოვანი სისტემის ფუნქციონირებას, სისხლში არსებული შაქრის ენერგიად გარდაქმნას. რკინა - ერითროპოეზის მასტიმულირებელი მიკროელემენტი. შედის ჰემოგლობინის, მიოგლობინის, სხვადასხვა ფერმენტების შემადგენლობაში; შექცევითად იკავშირებს ჟანგბადს და მონაწილეობს რიგ ჟანგვა-აღდგენით რეაქციებში; მნიშვნელოვან როლს თამაშობს სისხლწარმოქმნის პროცესში. მარილის სახით რკინის მიღებისას სწრაფად ხდება ორგანიზმში რკინის დეფიციტის შევსება.
თუთია ადამიანის ორგანიზმში 80-ზე მეტი ფერმენტის შემადგენელი ნაწილია, ის აუცილებელია ერითროციტებისა და სისხლის სხვა ფორმული ელემენტების წარმოქმნისათვის. მონაწილეობს მხედველობის ფოტოქიმიურ რეაქციებში, შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების Fფუნქციონირებაში.
მანგანუმი აუცილებელია ცხიმის ნორმალური მეტაბოლიზმისათვის, ძვლების და შემაერთებელი ქსოვილების შენებისათვის, ქოლესტერინისა და ნუკლეოტიდების (დნმ) სინთეზისათვის.
სპილენძი ხელს უწყობს ორგანიზმში მიმდინარე ანაბოლიურ პროცესებს, მონაწილეობს ზოგიერთი ფერმენტის (ციტოქრომოქსიდაზები, ტიროზინაზები და სხვა) ფუნქციონირებაში, კანის, თვალისა და თმების პიგმენტების, ჰემოგლობინის სინთეზში, ზეგავლენას ახდენს შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ფუნქციებზე.
იოდი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის - თიროქსინის წარმოქმნაში. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები არეგულირებს ორგანიზმში მიმდინარე ენერგეტიკულ პროცესებს - სითბოს წარმოქმნა, ზრდა და განვითარება.
მოლიბდენი ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლას, ხელს უწყობს რკინის მეტაბოლიზმს ღვიძლში და ორგანიზმში მიმდინარე ფერმენტული რეაქციების აუცილებელი კოფერმენტია. აჩქარებს შარდმჟავას მეტაბოლიზმსა და გამოყოფას.
სელენიუმი ანელებს დაბერების პროცესს და აძლიერებს იმუნურ სისტემას. ბუნებრივი ანტიოქსიდანტია - იცავს უჯრედებს კიბოსგან. ხელს უწობს ვიტამინი E-ს შეწოვას.
ქრომი აკონტროლებს შაქრისა და სხვა ნახშირწყლების გადამუშავებას, ინსულინის ცვლას. გამოყენების ჩვენებები:
- ორსულობისათვის მზადების პერიოდი;
- ორსულთა ტოქსიკოზების გაფრთხილება;
- ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტით განპირობებული ნაყოფის განვითარების თანდაყოლილი მანკების პროფილაქტიკა;
- ორსულებში ანემიის პრევენცია და მკურნალობა;
- ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა. უკუჩვენებები:
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. გვერდითი მოქმედება:
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები პრეპარატის კომპონენტების მიმართ. მიღების წესი და დოზირება:
ემფეტალი მიიღება შიგნით 2 ტაბლეტი დღეში ჭამის დროს.
პრეპარატის მიღებამდე რეკომენდებულია ექიმთან მიმართვა. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
ემფეტალის ანტაციდებთან ერთდროული გამოყენებისას მცირდება პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი რკინის შეწოვა.
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ვიტამინი B6 ამცირებს ლევოდოპას ეფექტურობას.
საფაღარათო სამკურნალო საშუალებები, რომელთა შემადგენლობაშიც შედის მინერალური ზეთი და კოლესტირამინი, ამცირებს A, D და E ვიტამინების შეწოვას.
ფტორურაცილი, ვინბლასტინი, ბლეომიცინი, ცისპლატინი აფერხებს A, B1 და B6 ვიტამინების შეწოვას.
პენიცილინი, იზონიაზიდი ამცირებს B1 ვიტამინის ეფექტურობას მისი გამოყოფის გაძლიერების გზით.
იზონიაზიდი აქვეითებს პირიდოქსინის ეფექტურობას.
ვიტამინი E აძლიერებს საგულე გლიკოზიდების, გლუკოკორტიკოსტერიოდებისა და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ეფექტს.
ემფეტალის გამოყენება არ არის რეკომენდებული პოლივიტამინების სხვა კომპლექსთან ერთად ჭარბი დოზირების თავიდან აცილების მიზნით.
განსაკუთრებული მითითებები:
არ უნდა გადავაჭარბოთ რეკომენდებულ დოზას.
შესაძლებელია შარდის შეფერადება ყვითელ ფერად, რაც განპირობებულია პრეპარატის შემადგენლობაში რიბოფლავინის არსებობით.
შესაძლებელია განავლის შეფერადება მუქ ფერად, რაც განპირობებულია პრეპარატის შემადგენლობაში რკინის არსებობით. გამოშვების ფორმა:
გარსით დაფარული ტაბლეტები.
15 ტაბლეტი ბლისტერში. 4 ბლისტერი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად. შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25ºС ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ვარგისიანობის ვადა:
3 წელი წარმოების თარიღიდან.
პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ. აფთიაქიდან გაცემის პირობა:
გაიცემა რეცეპტის გარეშე.