ელკოპას პლუსი 200მლ სუსპენზია
ელკოპას-პლუსი
Elkopas-Plus
პერორალური სუსპენზია
ალუმინის ჰიდროქსიდი 310 მგ/5მლ + მაგნიუმის ტრისილიკატი 620 მგ/5მლ
შემადგენლობა:
აქტიური ინგრედიენტები: ალუმინის ჰიდროქსიდი 310 მგ/5მლ
მაგნიუმის ტრისილიკატი 620მგ/5მლ.
დამხმარე ნივთიერებები: სორბიტოლის 70%-ანი ხსნარი, ნატრიუმის საქარინი, მეთილ პარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილ პარაჰიდროქსიბენზოატი, პიტნის ზეთი, წყალბადის ზეჟანგი 30%, მანიტოლი, ეთანოლი, გამოხდილი წყალი.
ფარმაკოტექნიკური ფორმა:
პერორალური სუსპენზია.
შეფუთვა:
ელკოპას პლუსი წარმოადგენს თეთრი ფერის სუსპენზიას დამახასიათებელი სუნით და ტკბილი არომატით. ის იმყოფება გაუმჭვირვალე პოლიეთილენის
240 მლ ან 200 მლ-ან ბოთლში.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ანტაციდური საშუალება.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ელკოპას პლიუსი წარმოადგენს ალუმინის ჰიდროქსიდისა და მაგნიუმის ტრისილიკატის ბალანსირებულ კომბინაციას, რაც უზრუნველყოფს პრეპარატის სწრაფ და გახანგრძლივებულ მოქმედებას. პრეპარატი აქვეითებს მარილმჟავას შემცველობას ოპტიმალურ დონემდე. ალუმინის ჰიდროქსიდი ანეიტრალებს მარილმჟავას (1 გ ალუმინის ჰიდროქსიდი ანეიტრალებს 250 მლ 0,1N-იან მარილმჟავას ხსნარს), წარმოიქმნება ალუმინის ქლორიდი, რომელიც შემდგომში ტუტე გარემოში გარდაიქმნება ალუმინის ფუძე მარილად. ავლენს ადბსორბციულ და შემომგარსველ მოქმედებას, იგი შთანთქავს ნაწლავებში წარმოქმნილ გოგირდწყალბადს, რომელიც წარმოადგენს მოტორიკის ბუნებრივ სტიმულატორს. ელკოპას პლიუსის გასტროპროტექტორული მოქმედება განპირობებულია ალუმინის იონებით, რომლებიც ასტიმულირებენ ლორწოს წარმოქმნასა და Pg E2-ის სინთეზს.
მაგინუმის ტრისილიკატი - ადსორბციული, შემომგარსველი და ანტაციდური საშუალებაა. (1 გ მაგნიუმის ტრისილიკატი ანეიტრალებს 155 მლ 0,1N-ის მარილმჟავას ხსნარს). მაგნიუმის ტრისილიკატის განსაკუთრებული უნარი მდგომარეობს იმაში, რომ ის არის ხანგრძლივად მოქმედი ანტაციდური საშუალება.
მარილმჟავასა და მაგნიუმის ტრისილიკატის ურთიერთქმედების შედეგად წარმოქმნილ კოლოიდს _სილიკოგელს აქვს ძლიერ გამოხატული ადსორბციული თვისება და ლორწოვან გარსს იცავს მარილმჟავას აგრესიული ზემოქმედებისაგან, ამასთანავე აძლიერებს კუჭის საკუთარ დამცველობით ფუნქციებს.
დ-სორბიტი – ხასიათდება ნაღვლმდენი მოქმედებით.
ჩვენება:
-თორმეტგოჯა ნაწლავისა და კუჭის წყლულოვანი დაავადება (პროფილაქტიკა და სიმპტომური თერაპია);
-მწვავე გასტრიტი;
-მწვავე დუოდენიტი;
-ქრონიკული გასტრიტი გამწვავების ფაზაში კუჭის ნორმალური ან მომატებული სეკრეტორული აქტივობით;
-რეფლუქს-ეზოფაგიტი;
-მწვავე დუოდენიტი;
-საკვებისმიერი ტოქსიკოინფექცია;
-მჟავებითა და ტოქსიური ნივთიერებებით მოწამვლები;
-დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარი;
-ნაწლავების ფუნქციონალური დარღვევები, კოლიტი;
-გულძმარვა, დისკომფორტი და ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში: დიეტის დარღვევის შემდეგ, გარკვეული მედიკამენტების მიღებისას, ალკოჰოლის, ყავის, თამბაქოს ხშირი მოხმარებისას;
-გლუკოკორტიკოსტეროდებითა და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით ხანგრძლივი მკურნალობისას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებების პროფილაქტიკა.
განსაკუთრებული მითითებები:
ორსულობის დროს მისი გამოყენება დასაშვებია 3 დღის განმავლობაში. სიფრთხილით ინიშნება ლაქტაციის პერიოდში. ძუძუთი კვების დროს ქალებმა პრეპარატის მიღების დაწყებამდე სავალდებულოა გაიარონ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან. მიუხედავად იმისა, რომ ალიმინის იონები გადადიან დედის რძეში, მათი კონცენტრაცია საკმაოდ მცირეა ახალშობილზე მავნე ზემოქმედებისათვის.
არ არსებობს რაიმე სპეციალური სიფრთხილის ზომები მანქანის ან სხვა დანადგარების მართვის უნართან დაკავშირებით.
ელკოპას-პლუსის მიღება სიფრთხილით უნდა მოხდეს თირკმლის უკმარისობის დროს, განსაკუთრებით მისი ხანგრძლივი გამოყენებისას ალუმინის იონით მიმდინარე ჰემოდიალიზის ქვეშ მყოფ პაციენტებში. არსებობს ფოსფორის გამოფიტვის ან დემენციის აგრავაციის სინდრომის განვითარების მაღალი რისკი.
პაციენტებს ეძლევათ მითითებები 24 საათის განმავლობაში არ მიიღონ 12 ჩაის კოვზზე (60მლ) მეტი ელკოპას-პლუსი, არ გამოიყენონ მაქსიმალური დოზა 2 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში ან თირკმლის დაავადების დროს ექიმის დანიშნულების გარეშე.
პაციენტებმა, რომლებიც იღებენ სხვა მედიკამენტებს თავი უნდა აარიდონ კონკურენტი პრეპარეტების გამოყენებას. მიღებებს შორის დროის ინტერვალი უნდა იყოს 2 საათი და რეკომენდირებული დოზის გადაჭარბება არ უნდა უნდა მოხდეს ექიმის მითითების გარეშე. თირკმლის უკმარისობის დროს ალუმინის შემცველი ანტაციდის გახანგრძლივებულმა მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს თვით ჰემოდიალიზით განპირობებული ოსტეომალაციის აგრავაცია. ქსოვილებში ალუმინის მაღალი დონე განაპირობებს ჰემოდიალიზის დროს ენცეფალოპათიის და ოსტეომალაციის სინდრომის განვითარებას. ალუმინის მცირე რაოდენობა შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და გაუარესებულია ალუმინის თირკმლისმიერი გამოყოფა თირკმლის უკმარისობის დროს. ანტაციდების ხანგრძლივი გამოყენება პლაზმის შრატში განაპირობებს ალუმინის დონის გაზრდას. დიალიზის დროს ალუმინი კარგად არ სცილდება, ვინაიდან ის იბოჭება ალბუმინითა და ტრანსფერინით და ვერ გადის დიალიზურ მემბრანაში. საბოოლოოდ, ალუმინი ლაგდება ძვლებში და თირკმლის უკმარისობის დროს პერორალურად დიდი რაოდენობით ალუმინის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს დიალიზური ოსტეომალაცია.
სხვა წამლებთან ან ნივთიერებებთან ურთიერთქმედება:
ერთდროული მიღებისას პრეპარატი აინჰიბირებს ტეტრაციკლინის აბსორბციას. შეუძლია შეამციროს ან შეაფერხოს ისეთი მედიკამენტების შეწოვა, როგორიცაა ანტიქოლინერგული პრეპარატები, ციმეტიდინი, კარბენოქსოლონი, სალიცილატი, დიგიტოქსინი, იზონიაზიდი, რკინის მარილები, ფენობარბიტალი. მას ასევე შეუძლია გაზარდოს ქინიდინის დონე სისხლში ან პირიქით, შეამციროს სალიცილატების დონე.
მიღების წესი და დოზირება:
-მოზრდილებში: 1-2 ჩაის კოვზი 3-4 ჯერ დღეში, კვებამდე 30წთ-ით ადრე ან კვებიდან 1-2 სთ-ის შემდეგ და საღამოს ძილის წინ.
აუცილებლობის შემთხვევაში დოზა შეიძლება გაიზარდოს 3 ჩაის კოვზამდე თითო მიღებაზე.
-ბავშვებში 10 წლამდე: 1/2 ჩაის კოვზი 3-4 ჯერ დღეში კვებამდე 30წთ-ით ადრე ან კვებიდან 1-2 საათის შემდეგ;
-ბავშვებში 10-დან 15 წლამდე: 1/2-1 ჩაის კოვზი 3-4 ჯერ დღეში კვებამდე 30წთ-ით ადრე ან კვებიდან 1-2 საათის შემდეგ;
-ორსულებში: 1-2 ჩაის კოვზი 3-4 ჯერ დღეში, კვებამდე 30წთ-ით ადრე ან კვებიდან 1-2 საათის შემდეგ და საღამოს ძილის წინ; მკურნალობის ხანგრძლივობა 3 დღე;
პრეპარატის მიღების წინ აუცილებელია ფლაკონის შენჯღრევა.
ჭარბი დოზირება:
დოზის გადაჭარბების სიმტომები არ დაფიქსირებულა.
გვერდითი მოვლენები:
ელკოპას პლიუსი არაა ტოქსიური. იგი კარგად გადაიტანება. არ იწვევს შეკრულობას. იშვიათ შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს გულისრევა და პირღებინება, ხანშიშესულ პირებში შეიძლება აღინიშნოს შეკრულობა, კოპროლითების ფორმირებით; ძალიან იშვიათად, ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში, შესაძლოა განვითარდეს ფოსფორის გამოფიტვის სინდრომი (ალუმინის ჰიდროქსიდით).
შენახვის პირობები:
25°C ტემპერატურაზე. გამოყენების შემდეგ ბოთლს თავსახური მჭიდროდ უნდა დაეხუროს.
გაცემის წესი:
ურეცეპტოდ.
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი.
მწარმოებელი:
Demo S.A
21 St.Km National Road Athens-Lamia
145 68 ათენი, საბერძნეთი
ტელ: + 30 210 8161802