ეკოსისი
ალენდრონის მჟავა ეკოსისი 70 მგ ტაბლეტები
შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება- ალენდრონატის ნატრიუმის ტრიჰიდრატი.
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 91.37 მგ ალენდრონატის ნატრიუმის ტრიჰიდრატს, რაც ექვივალენტურია 70მგ ალენდრონის მჟავის. ჩვენება:
ალენდრონის მჟავა ეკოსისი მიეკუთვნება იმ პრეპარატების ჯგუფს, რომლებიც მოქმედებენ ძვლისა და კალციუმის მეტაბოლიზმზე (ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: 9.6.2 ბისფოსფონატები). ალენდრონის მჟავა ეკოსისი გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში: პოსტმენოპაუზური ოსტეოპოროზის მკურნალობა. ალენდრონის მჟავა ეკოსისი ამცირებს ხერხემლისა და მენჯის ძვლის მოტეხილობის რისკს. უკუჩვენება:
ალერგია (ჰიპერსენსიტიურობა) ალენდრონის მჟავა ეკოსისში შემავალი აქტიური ნივთიერების ან სხვა ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ. საყლაპავთან დაკავშირებული პრობლემები ან სხვა ნებისმიერი ფაქტორი, რაც შეაფერხებს საყლაპავის დაცლას, როგორიც არის მაგალითად სტრიქტურა და აქალაზია. თუ შეუძლებელია ჯდომა ან დგომა სულ მცირე 30 წუთის განმავლობაში. ჰიპოკალციემია. ალენდრონატი არ არის რეკომენდებული პაციენტებში თირკმლის უკმარისობით, რომელთა გფს (გლომერულური ფილტრაციის სიჩქარე) შეადგენს 35 მლ წთ-ზე ნაკლებს. ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: ექიმის დანიშნულების გარეშე არ შეიძლება ალენდრონატის გამოყენება ორსულობის დროს.
არ არის ცნობილი გადადის თუ არა ალენდრონატი დედის რძეში. ექიმის დანიშნულების გარეშე ალენდრონატი არ მიიღება ლაქტაციის პერიოდში. ბავშვები: ალენდრონატის გამოყენება არ არის შესწავლილი ბავშვებში, შესაბამისად იგი არ ინიშნება ამ ჯგუფში. მიღების წესი:
რეკომენდებული დოზა შეადგენს ერთი 70 მგ ტაბლეტი კვირაში 1-ჯერ. ალენდრონის მჟავა ეკოსისი ინიშნება საკვების, სასმელის ან სხვა პრეპარატის მიღებამდე სულ მცირე 30 წუთით ადრე. იგი მიიღება მხოლოდ სასმელ წყალთან ერთად. ეკოსისი უნდა გადაიყლაპოს დილით უზმოზე ერთი ჭიქა წყალთან ერთად (არანაკლებ 200მლ). პაციენტმა არ უნდა დაღეჭოს და არ უნდა გახსნას ტაბლეტი პირში.
პაციენტი არ უნდა დაწვეს ალენდრონატის მჟავა ეკოსის მიღებიდან სულ მცირე 30 წუთის განმავლობაში. ალენდრონატის მჟავა ეკოსისი არ მიიღება ძილის წინ ან გაღვიძების შემდეგ. არ შეიძლება გაორმაგებული დოზის მიღება გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ. გამოტოვებული დღის მეორე დღეს მიიღება 1 ტაბლეტი დილით. არ შეიძლება ორი ტაბლეტის მიღება იმავე დღეს. შენახვის წესი:
შენახვისას არ არის საჭირო განსაკუთრებული სიფრთხილის ზომების დაცვა. ვარგისიანობის ვადა:
3 წელი. არ ინახება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.