newhospitals

ეგისეპტი

ეგისეპტი
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
12734ნახვა

კანის სადეზინფექციო აეროზოლი 65 გ ბალონში 105 მლ ნომინალური მოცულობით. გარეგანი გამოყენებისათვის! ეგისი

 

შემადგენლობა:
ქლორჰექსიდინის დიგლუკონატის 1% სპირტიანი ხსნარი

 

ანტიმიკრობული სპექტრი: ბაქტერიციდი, ფუნგიციდი, ვირუსიდი (მაინაქტივირებელი მოქმედებით B-ჰეპატიტისა და შიდსის ვირუსებთან მიმართებაში).


გამოყენების სფერო: კანის გაუსნებოვნებისთვის პუნქციის, აცრების, ინიექციების, ინფუზიების ჩატარებისას და სისხლის შერჩევისას.
გამოყენებული კონცენტრაციები, მოქმედების დრო:ვერტიკალურად განთავსებული ბალონიდან 6 სმ მანძლიდან ხსნარი იდება შესაბამის ადგილას და 10 წამის განმავლობაში ვლინდება გამაუსნებოვნებელი მოქმედება. ცოცხალი მიკროორგანიზმებით ვაქცინაციისას აუცილებელია 1 წუთით დაცდა დადებული ხსნარის გამოსაშრობად.

 

გაფრთხილება: უკუნაჩვენებია გამოყენება ქლორჰექსიდინის ან იზოპროპილის სპირტისადმი მგრძნობელობისას.

 

ფეთქებადსაშიშროება: აალებადი და ფეთქებადსაშიშია. კლასი F.

 

საშიშროება პრეპარატის გამოყენებისას: R11 აალებადია R36 იწვევს თვალების გაღიზიანებას. R52/53 საშიშია წყალში მცხოვრები ორგანიზმებისათვის, შეიძლება გამოიწვიოს წყლის გარემოს ხანგრძლივი დაზიანება.

 

უსაფრთხოება პრეპარატის გამოყენებისას: S2 მოარიდეთ ბავშვებს. S3 შეინახეთ გრილ ადგილას. S13 არ შეინახოთ საკვებ პროდუქტებთან ერთად. S21 არ მოწიოთ პრეპარატის გამოყენებისას. S25 მოერიდეთ თვალებში მოხვედრას. S37 პრეპარატთან მუშაობისას აუცილებლად გამოიყენეთ სპეციალური ხელთათმანები. S29/35 არ უნდა მოხვდეს გამდინარე წყალში. აუცილებელია პრეპარატის სათანადო წესით გაუვნებელყოფა.

 

შენახვის პირობები: ინახება თავდაპირველ შეფუთვაში მშრალ, გრილ, კარგად ვენტილირებად ადგილას, ღია ალის მოქმედებისა და აფეთქების წყაროებისაგან დაცულ ადგილას.

 

შენახვის ვადა: 3 წელი

 

უტილიზაცია: პროდუქტის ნარჩენების უტილიზაცია უნდა მოხდეს როგორც საშიში ნარჩენების უტილიზაცია შესაფუთ მასალებთან ერთად. შეძლებისდაგვარად, გადაყარეთ ამ მიზნით აფთიაქებში არსებულ სპეციალურ კონტეინერებში.

 

ეკოტოქსიკოლოგია: დაუშვებელია პრეპარატის ნარჩენების გადაყრა ბუნებრივ წყალსაცავებში, არხებში ან გამდინარე წყლის კომუნალურ ქსელში. სერიის ნომერი და შენახვის ვადა მითითებულია ბალონის ძირზე.

 

შეფუთვა: 105 მლ მოცულობის ლითონის ბალონი, რომელიც შიგნიდან დაფარულია ლაქით. მოყვება მისაწოდებელი საქაჩი და ფრქვევანა.

 

მწარმოებელი: სს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი, სამკურნალო საშუალებების მწარმოებელი გალენური საამქრო ლაქტა 9900 კერმენდი, მატიაშ კირაის ქ. 65

 

სავაჭრო მიმოქცევაში გაშვება: ეგისის ემბლემა სს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი, H-1106 კერესტურის ქ. 30-38. ბუდაპეშტი სანიტარული ზედამხედველობის სახელმწიფო სამმართველოს სარეგისტრაციო ნომერი: OTH 3340-4/2008

 

 

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.