newhospitals

ეფკამონის მალამო 25გ

ეფკამონის მალამო 25გ
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
8591ნახვა

 

შემადგენლობა:
ქაფური, მიხაკის ზეთი, მდოგვის ეთერ-ზეთი, ევკალიპტის ზეთი, მენთოლი, მეთილსალიცილატი, წიწაკის ნაყენი, სინთეზური თიმოლი, ქლორალჰიდრატი, დარიჩინის სპირტი, დისტილირებული მონოგლიცერიდები, მყარი პარაფინები და სამედიცინო ვაზელინი.

წარმოადგენს ღია-ყვითელი ფერის მძაფრი სპეციფიური სუნის მოქნე მალამოს.

 

ფორმა:
მალამო

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ადგილობრივ გამაღიზიანებელი და ტკივილდამაყუჩებელი საშუალება.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:
"ეფკამონის" მალამოს ახასიათებს ტკივილდამაყუჩებელი ეფექტი, რაც დაკავშირებულია მის "გადამტან" მოქმედებასთან. იგი იწვევს კანის ზედაპირული სისხლძარღვების გაფართოვებას, ჰიპერემიას, სითბოს შეგრძნებას და სისხლის მიმოქცევის პროცესის გაუმჯობესებას კანში და კანქვეშა ქსოვილში.

 

ჩვენება:
"ეფკამონის" მალამოს იყენებენ მწვავე ართრიტის, ინფექციური პოლიართრიტის, კისრის მიოზიტის, ალერგიული ნეირომიოზიტის, ლუმბაგოს, რევმატიზმის, გავა-წელის რადიკულიტის, შაკიკის, დაჟეჟილობის, დეფორმირებული სპონდილოზის, ტრუნციტის, კისრისა და გულმკერდის განგლიონიტების დროს.

 

წინააღმდეგჩვენება:
მალამოს წასმა კანის დაზიანებულ ზედაპირზე ნებადართული არ არის.

 

გვერდითი მოვლენები:
მალამოს მრავალჯერ გამოყენებისას შესაძლებელია ადგილობრივი პარესთეზია, კანის ქავილი და ჰიპერემია. აღნიშნულ შემთხვევაში საჭიროა მალამოს გამოყენების შეწყვეტა.

 

მიღების წესი და დოზირება:
2-3გ "ეფკამონის" მალამოს გულმოდგინედ შეიზელენ მტკივნეულ უბანზე 2-3-ჯერ დღეში და ადებენ თბილ ნახვევს. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების ხასიათზე და სიმძიმეზე. კანის ძლიერი გაღიზიანების დროს საჭიროა მალამოს შეზელვის შეწყვეტა.

 

შენახვის ვადა:
3 წელი და 6 თვე

 

შენახვის პირობები:
მშრალ, გრილ ადგილას.
ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

 

შეფუთვა:
10გ და 25გ მალამო ალუმინის ტუბში

 

მწარმოებელი:
შ.პ.ს "ნიჟფარმი"
რუსეთი

 

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.