newhospitals

დრამინა 50მგ #5ტ

დრამინა 50მგ  #5ტ
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
5088ნახვა

 

შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს 50 მგ დიმენჰიდრინატს; დამხმარე ნივთიერება (შემავსებელი): ლაქტოზა მონოჰიდრატი

ფარმაკოლოგიური მოქმედება: დრამინა პირველ რიგში გამოიყენება, როგორც ღებინების საწინააღმდეგო საშუალება, განსაკუთრებით ზღვისა და "ჰაერის" დაავადებების (თვითმფრინავში ფრენის აუტანლობა) დროს. პრეპარატის მოქმედების მექანიზმი ძირითადად განპირობებულია მისი მოქმედებით შიგნითა ყურის აპარატზე.

 

ჩვენება: ზღვისა და "ჰაერის" დაავადებების პროფილაქტიკა და მკურნალობა, მენიერის დაავადება, აგრეთვე გამოიყენება ვესტიბულარული და ლაბირინთული დარღვევების დროს (გულისრევა, ღებინება, თავბრუ) სიმსივნის საწინააღმდეგო თერაპიით გამოწვეული სიმპტომების გარდა.

 

უკეჩვენება: პრეპარატის ინდივიდუალური აუტანლობა; 1 წლამდე ბავშვები; ორსულობა; ლაქტაცია;

 

 

სიფრთხილის ზომები: სიფრთხილით ინიშნება კრუნჩხვითი სინდრომის, დახურულკუთხოვანი გლაუკომის, პროსტატის ჰიპერტროფიის, ბრონქული ასთმის დროს.
საჭიროა სიფრთხილე სატრანსპორტო საშუალებების მართვისას.

 

ურთიერთქმედება: აძლიერებს სედატიური და ძილისმომგვრელი პრეპარატების, ანტიდეპრესანტების, ამინოგლიკოზიდებისა და ალკოჰოლის მოქმედებას

 

 

დოზირება და გამოყენების წესი: პრეპარატი უნდა მიღებულ იქნეს ჭამამდე გამგზავრებამდე 30 წუთით ადრე მოზრდილებში: 1-2 ტაბლეტი 2-3 ჯერ დღეში.
1-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვები: 1/4-1/2 ტაბლეტი 2-3 ჯერ დღეში 7-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები:1/2-1 ტაბლეტი 2-3 ჯერ დღეში მაქსიმალური დღიური დოზა მოზრდილთათვის არ უნდა აჭარბებდეს 7 ტაბლეტს.

ჰიპერდოზირება: ჰიპერდოზირების სიმპტომები: პირისა და ყელის სიმშრალე, სახის სიწითლე., სუნთქვის გაძნელება, ცნობიერების აღრევა. ჰიპერდოზირების სიმპტომების გავითარების შემთხვევაში აუცილებელია დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს.

 

გვერდითი ეფექტები: ძილიანობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ზოგადი სისუსტე, პირის სიმშრალე, გულისრევა, მხედველობის დაბინდვა, მოძრაობითი რეაქციების შეფერხება.

გვერდითი ეფექტების შესახებ საჭიროა დაუყოვნებლივ აცნობოთ ექიმს.

 

ვარგისიანობა: დამზადების მომენტიდან 3 წელიწადი. დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება ვარგისიანობის პერიოდის ამოწურვის შემდეგ

 

შენახვის წესი: შეინახეთ მშრალ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

 

აფთიაქებიდან გაცემის წესი: გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.

 

მწარმოებელი: სს"იადრანი", პულაც რიეკა, ხორვატია

 

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.