newhospitals

დოქტორ სონი

დოქტორ სონი
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
3988ნახვა

ყოველი მკვრივი ჟელატინის კაფსულა შეიცავს შემდეგ ექსტრაქტებს:

VALERIANA WALLIACH, 200 მგ WITHANIA SOMNIFERA, 150 მგ COPNVOLVULVUS PLURICAULIS,50მგ BECOPA MONIERY,50მგ CENTELLA ASIATICA,50მგ მასის დანარჩენი შემკავებლები

 

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სედაციური საშუალება

 

ფარმაკოლოგიური მახასიათებლები:

1. VALERIANA WALLIACH -ს გააჩნია სედაციური მოქმედება. იგი ასევე სპაზმოლიზური საშუალებაა და გამოიყენება უძილობის, ისტერიის, ნერვული აღგზნებადობის და გახშირებული გულისცემის სამკურნალოდ.

2. WITHANIA SOMNIFERA -ს გააჩნია საძილე მოქმედება და როგორც სედაციური საშუალება უძილობისას, ხელს უწყობს ძილის დადგომას.

3. COPNVOLVULVUS PLURICAULIS - გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის დროს როგორც დამამშვიდებელი საშუალება. არის ტვინის მატონიზირებელი საშუალება და გამოიყენება მეხსიერების გაუმჯობესების მიზნით, ასევე ხელს უწყობს ძილს.

4. BECOPA MONIERY -ს გააჩნია სედაციური და ტრანკვილიზური მოქმედება. ის გამოიყენება დეპრესიებისას და ისტერიებისას.

5. CENTELLA ASIATICA - გააჩნია სედაციური და სპაზმოლიზური თვისებები, გამაძლიერებელი და ანტისტრესული მოქმედებით.

 

ჩვენებები:

სამკურნალო სასუალება ნაჩვენებია ძილის დარღვევის, უძილობის დროს, ემოციური სტრესის,მოუსვენრობის, ფსიქიური გაღიზიანების, დეპრესიის, ნერვული აგზნებადობის დროს და სხვ.

 

უკუჩვენებები:

მომატებული მგრძნობელობა სამკურნალო საშუალების კომპონენტების მიმართ. პრეპარატის გამოყენება იკრძალება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

 

დოზები და მიღების წესი:

1-2 კაფსულა 2 ან 3-ჯერ დღეში. -უძილობის ან ძილის დარღვევის დროს 1-2 კაფსულა 1 საათით ადრე დაძინებამდე. - თერაპიაში არ არის დადგენილი მკურნალობის კურსი აღნიშნული სამკურნალო საშუალებით. პრეპარატის მიღბის შეწყვეტის შემდეგ არ აღინიშნება მოხსნის სინპტომი. - საუკეთესო შედეგის მისაღწევად არ უყუროთ ტელევიზორს და არ მოუსმინოთ რადიო პროგრამებს ან კასეტებს სამკურნალო საშუალების მიღების შემდეგ.

 

გვერდითი მოვლენები:

შესაძლოა გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები, მომატებული დაღლილობა, კუჭის აშლილობა.

 

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:

სამკურნალო საშუალების გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში შესწავლილი არ არის. გადაწყვწტილებას პრეპარატის მიღების ან მოხსნის შესახებ იღებს ექიმი.

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

სამკურნალო საშუალებას გააჩნია სედაციური მოქმედება, ამიტომ სხვა მსგავსი სამკურნალო საშუალებები, რომლებიც მიიღება აღნიშნულ პრეპარატთან ერთად, უნდა მიიღოთ დოზირების კონტროლის ქვეშ. ანტიჰიპერტონული საშუალებების ან საანესთეზიო საშუალებების დოზირება უნდა ჩატარდეს დოზირების კონტროლის ქვეშ.

 

ჭარბი დოზირება:

დოზის გადაჭარბებამ შესაძლოა გამოიწვიოს კუჭის აშლილობა, სპაზმი, დაღლილობა, ხელების კანკალი და სხვ. ეს ეფექტები ქრება 24 სთ-ის განმავლობაში. თუ ასეთი სიმპტომები გამოვლინდება შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება. სიმპტომების შესუსტების შემდეგ შეგიძლიათ ისევ მიიღოთ პრეპარატი დაბალი დოზებით და ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.

 

სპეციალური მითითებები:

სამკურნალო საშუალების მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ფსიქომოტორული შეფერხება, რამაც შესაძლოა უარყოფითი ზეგავლენა იქონიოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

 

შენახვის პირობები:

შეინახეთ მშრალ ადგილას არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე. [i]შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას.

 

ვარგისიანობის ვადა:

3 წელი.

არ გამოიყენოთ აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

 

გამოყენების ფორმა:

2X10 კაფსულა კოლოფში.


აფთიაქიდან გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III - გამოიყენება ექიმის დანიშნულების გარეშე.

 

მწარმოებელი:

ნაბროს ფარმა პვტ.ლტდ ნ.ხ.N8 კაჯიპურა, კხედა 387411, ინდოეთი

 

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.