newhospitals

დოპეგიტი 250მგ #50ტ

დოპეგიტი  250მგ #50ტ
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
5586ნახვა

ყოველი ტაბლეტი შეიცავს მეთილდოფას 250 მგ.

 

დამხმარე ნივთიერებები: ეთილცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, სიმინდის სახამებელი, სტეარინის მჟავა, ნატრიუმის სახამებელის გლიკოლატი, ტალკი.

რა არის დოპეგიტი და რისთვის მიიღება იგი
დოპეგიტი ტაბლეტის აქტიური ნივთიერება - მეთილდოფა - არის ცენტრალური მოქმედების ანტიჰიპერტენზიული საშუალება.
დოპეგიტი გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ (ჰიპერტენზია).

 

დოპეგიტის ტაბლეტების მიღებამდე:
არ მიიღოთ ეს ტაბლეტები:
- თუ თქვენ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) ტაბლეტების აქტიური ნივთიერების მიმართ ან ნებისმიერ სხვა ზემოთ ხსენებულ კომპონენტზე;
- თუ თქვენ გაქვთ ღვიძლის დაავადება აქტიურ სტადიაში (მწვავე ჰეპატიტი, ციროზი აქტიურ სტადიაში;
- თუ ადრე მეთილდოფამ გამოიწვია ღვიძლის დაზიანება;
- თუ თქვენ ერთდროულად იღებთ მაო-ს ინგიბიტორებს (მაგალითად მოკლობემიდი, სელეგილინი);
- თუ თქვენ გაქვთ ფსიქიური დეპრესია;
- თუ ექიმმა აღმოგიჩინათ თირკმელზედა ჯირკვლის (ფეოქრომოციტომა) განსაკუთრებული სიმსივნე;
თუ თქვენ ზუსტად არ იცით თუ რა დაავადებები გაქვთ გადატანილი და რა პრეპარატებს ღებულობთ, ექიმთან გაიარეთ კონსულტაცია.

 

დოპეგიტის ტაბლეტების მიღება საჭიროებს სიფრთხილეს:
• აცნობეთ ექიმს თუ თქვენ ადრე გქონდათ აღმოჩენილი ღვიძლის დაავადებები ან მისი ფუქციური სინჯების გადახრები, თირკმელების ყველანაირი დაავადება, რადგან ასეთ შემთხვევებში შეიძლება დაგჭირდეთ დოზირების შემცირება;
• აცნობეთ ექიმს იმის შესახებ თუ თქვენ ან რომელიმე თქვენ ნათესავს გააჩნია ნივთირებათა ცვლის განსაკუთრებული დაავადება (ღვიძლის პორფირია), რადგან ამ შემთხვევაში მეთილდოფას გამოყენება საჭიროებს სიფრთხილეს.
სიფრთხილის ზომები, რომელიც საჭიროა ტაბლეტების მიღების დროს
• მკურნალობის კურსის დროს - განსაკუთრებით სადღეღამისო დოზებით, რომელიც აღემატება 1000 მგ. და მკურნალობის ხანგრძლივობით, რომელიც აღემატება 12 თვეს - პაციენტების 10-20%-ს შეიძლება აღენიშნოს ლაბორატორიულ გამოკვლევებში განსაკუთრებული პარამეტრის შეცვლა (კუმბსის დადებითი სინჯი). ასეთ პაციენტთა 5%-ზე ნაკლებს შეიძლება განუვითარდეს ჰემოლიზური ანემია (ანემია, რომელიც გამოწვეულია სისხლის წითელი უჯრედების ნაადრევი დაშლით). ამიტომ, პრეპარატით მკურნალობის კურსის დაწყებამდე და ყოველი 6-12 თვეში ერთხელ საჭიროა სისხლის უჯრედების დათვლა და კუმბსის სინჯის ჩატარება. სიფერმკთალე, სისუსტე და სიყვითლე შეიძლება იყოს ანემიის სიმპტომები. ასეთი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში შეწყვიტეთ ტაბლეტების მიღება და მიმართეთ ექიმს. თუ ეს სიმპტომები გამოწვეულია მეთილდოფას მიღებით, მაშინ თქვენ არასოდეს არ უნდა მიიღოთ ეს პრეპარატი.
• მეთილდოფაზე ჰიპერმგრძნობელობის ერთ-ერთი გამოვლენა შეიძლება იყოს ღვიძლის უჯრედების დაზიანება, იშვიათად მძიმე შედეგით. ამიტომ საწყისი 6-12 კვირის განმავლობაში საჭიროა ღვიძლის ფუნქციის გამოკვლევა, პერიოდულობით, რომელიც დანიშნულია ექიმის მიერ, ასეთივე გამოკვლევა უნდა ჩატარდეს უცნობი ეტიოლოგიის ციების და სიყვითლის დროს. ციების, სიყვითლისა და ღვიძლის ფუნქციური სინჯების გაუარესების დროს მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. თუ ღვიძლის დაზიანება გამოწვეულია მეთილდოფით, არასოდეს არ უნდა მიიღოთ დოპეგიტი.
• იშვიათ შემთხვევებში პრეპარატის მიღების დროს შეიძლება გამოვლინდეს სისხლწარმოქმნის დარღვევები (სისხლის თეთრი უჯრედების ან სისხლის ფირფიტების რაოდენობის შემცირება). პირის ლორწოვან გარსზე წყლულების, ხახის ტკივილის, კანზე პატარა სისხლნაჟღენთების, შავი განავლის, შარდში სისხლისა და უჩვეულო თუ გაუჩერებელი სისხლდენების გამოვლენისთანავე დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და ჩაიტარეთ ექიმის კონსულტაცია. ჩვეულებრივ ეს სიმპტომები სპონტანურად გაივლის მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.
• ზოგიერთ პაციენტს დოპეგიტის ტაბლეტების მიღების დროს აღენიშნება შეშუპება და სხეულის წონის მომატება. ეს სიმპტომები ჩვეულებრივ ადვილად ქრება შარდმდენი საშუალებების შეყვანისას. მიმართედ ექიმს, თუ ეს სიმპტომები ძლიერდება, იმის მიუხედავათ მიიღება თუ არა შარდმდენი საშუალებები და ჩნდება ქოშინი (გაძნელებული სუნთქვა) და დაღლილობა, რადგან შეიძლება საჭირო გახდეს მკურნალობის შეწყვეტა
• რადგან მეთილდოფა გამოიყოფა ორგანიზმიდან დიალიზის დროს, შესაძლებელია თქვენ დაგჭირდეთ დამატებითი დოზის მიღება ჰემოდიალიზის შემდეგ, თუ ეს პროცედურა გიტარდებათ რეგულარულად.
• აცნობეთ ექიმს იმის შესახებ იღებთ თუ არა დოპეგიტს სისხლის გადასხმამდე, საერთო ანესთეზიამდე, თირკმელზედა ჯირკვალის სიმსივნეზე (ფეოქრომოციტომა) დიაგნოსტიკურ ტესტამდე.

 

დოპეგიტის ტაბლეტების მიღება საკვებთან და სასმელებთან:
არ მიიღოთ ალკოჰოლური სასმელები ამ პრეპარატით მკურნალობის დროს.
ტაბლეტების მიღება შეიძლება როგორც ჭამის წინ ასევე ჭამის შემდეგ.

 

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:
მიუხედავად იმისა, რომ დოპეგიტის მიღება საჭიროებისამებრ შეიძლება ორსულობის დროს, მაინც შეატყობინეთ ექიმს თქვენი ფეხმძიმობის შესახებ. ამ პრეპარატის აქტიური ნივთიერება გამოიყოფა დედის რძით. ამიტომ ქალებმა ლაქტაციის პერიოდში არ უნდა მიიღონ ეს პრეპარატი, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც ექიმი ნიშნავს პრეპარატს რისკისა და სარგებლის შეფასების შემდეგ.
თუ თქვენ ხართ ფეხმძიმედ ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ - ნებისმიერი სამკურნალო საშუალების მიღების წინ გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან,.

 

ტრანსპორტის და სხვა მექანიზმების მართვა:
მკურნალობის კურსის დასაწყისში - იმ პერიოდის განმავლობაში, რომელიც განსაზღვრულია ექიმის მიერ - არ ღირს ავტომობილის მართვა ან იმ ტიპის სამუშაოს შესრულება, რომელიც დაკავშირებულია ტრავმირების დიდ რისკთან. შემდგომში შეზღუდვები ისაზღვრება ყოველი პაციენტისათვის ინდივიდუალურად.

 

სხვა სამკურნალო საშუალებების მიღება:
გთხოვთ შეატყობინოთ ექიმს, ან ფარმაცევტს იმის შესახებ იღებთ თუ არა თქვენ ამჟამად ან ცოტა ხნის წინ იღებდით რომელიმე სამკურნალო საშუალებას, მათ შორის ურეცეპტოსაც.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეს ეხება ასევე პრეპარატებს, რომლებსაც იღებდით ადრე ან მათი მიღება იგეგმება მომავალში.
ამ პრეპარატის მიღება არ შეიძლება მაო-ს ინჰიბიტორებთან ერთად (მაგალითად, მოკლობემიდთან, რომელიც ინიშნება დეპრესიის სამკურნალოდ, ან სელეგილინთან, რომელიც პარკინსონის და ალცჰეიმერის დაავადებების სამკურნალო საშუალებაა).
ზოგიერთ პრეპარატს შეუძლია შეამციროს დოპეგიტის ჰიპოტენზიური ეფექტი, ამიტომ მათი ერთდროული მიღება საჭიროებს სიფრთხილეს და სამედიცინო კონტროლს:
• ზოგიერთი პრეპარატები, რომლებიც მოქმედებენ ვეგეტატიურ ნერვულ სისტემაზე და შეიცავენ ისეთ ნივთიერებებს, როგორიცაა ადრენალინი, ეფედრინი, ფსევდოეფედრინი, ასევე გაციების, ხველისა და ასთმის სამკურნალო საშუალებები;
• ზოგიერთი პრეპარატი, რომელიც ინიშნება დეპრესიის სამკურნალოდ (მაგალითად, იმიპრამინი, ამიტრიპტილინი);
• ზოგიერთი ფსიქიური დაავადებების სამკურნალო პრეპარატები (მაგალითად, ქლორპრომაზინი, ტრიფტაზინი);
• პერორალური რკინის პრეპარატები (რკინის გლუკონატი და რკინის სულფატი ამცირებენ მეტილდოფას შეწოვას);
• პრეპარატები, რომლებიც ინიშნება საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებების, ციებისა და ტკივილის სამკურნალოდ (მაგალითად, პიროქსიკამი, დიკლოფენაკი, ნაპროქსენი)
• ესტროგენები (ქალის სასქესო ჰორმონების პრეპარატები).
სხვა პრეპარატების ერთდროულად მიღებამ შეიძლება გაზარდოს დოპეგიტის ჰიპოტენზიური ეფექტი.
• სხვა ჰიპოტენზური საშუალებები;
• პრეპარატები საერთო ანესთეზიისათვის.
მეთილდოფას და ქვემოდჩამოთვლილი პრეპარატების ერთდროულად მიღებამ შეიძლება შეცვალოს ყოველი მათგანის თერაპიული ეფექტი და გამოავლინოს ახალი არასასურველი ეფექტები. ამიტომ მათი ერთდროული მიღება საჭიროებს სიფრთხილეს:
• ლითიუმი (ინიშნება ექიმის მიერ ფსიქიური დაავადებების სამკურნალოდ);
• ლევოდოპა (ინიშნება ექიმის მიერ პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ);
• სედატიური, საძილე და ზოგიერთი ალერგიის საწინაამღდეგო საშუალება;
• ანტიკოაგულანტები (მაგალითად, აცენოკუმაროლი) - მათი და დოპეგიტის ტაბლეტების ერთდროული გამოყენება ზრდის სისხლდენის რისკს);
• ბრომოკრიპტინი;
• ჰალოპერიდოლი.

 

როგორ უნდა მიიღოთ დოპეგიტის ტაბლეტები:
ყოველთვის მიიღეთ დოპეგის ტაბლეტები ექიმის დანიშნულების მიხედვით. ყოველგვარი ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ტაბლეტების მიღება შეიძლება ჭამამდე და ჭამის შემდეგ. არტერიული წნევის ცვლილების მიხედვით, ინტერვალებით არა ნაკლებ 2 დღე, ექიმს შეუძლია თანდათან გაგიზარდოთ დოზა საწყის დოზასთან შედარებით. მომატებული დოზის მიღება რეკომენდებულია საღამოს. დღე-ღამის დოზა უნდა გაანაწილოთ 2-4 მიღებაზე. პრეპარატის საწყისი დოზაა - 250 მგ, დღეში 2-3 ჯერ პირველი ორი დღის განმავლობაში. ჩვეულებრივი შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 500-2000 მგ დღე-ღამეში (დოპეგიტის 2-8 ტაბლეტი), რომელიც უნდა მიღებულ იქნას 2-4 მიღებით. მაქსიმალური დღე-ღამის დოზა არ უნდა აღემატოს 3000 მგ-ს.
ხანდაზმული პაციენტების მკურნალობა უნდა დაიწყოს შესაძლებელი მინიმალური დოზით (დოპეგიტის 1ტაბ. 2 ჯერ დღეში). სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატოს 2000 მგ-ს.
ბავშვებს დოპეგიტი ენიშნებათ ინდივიდუალურად ბავშვის სხეულის წონის მიხედვით. ჩვეულებრივი საწყისი დოზა შეადგენს 10 მგ/კგ სხეულის წონის, დღე-ღამეში 2-4 მიღებით. მაქსიმალური დღე-ღამის დოზაა - 65 მგ/კგ. სხეულის წონის. სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატოს 3000 მგ-ს.
თირკმელების უკმარისობის დროს ექიმი ამცირებს დოპეგიტის დოზას თირკმელების უკმარისობის ხარისხის პროპორციულად.
თუ თქვენ გაგიჩნდებათ შთაბეჭდილება, რომ დოპეგიტი ავლენს ძალიან ძლიერ ან სუსტ ეფექტს, მიიღეთ ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია.
თუ თქვენ მიიღეთ უფრო მეტი დოპეგიტის ტაბლეტი, ვიდრე დანიშნულია, და თუ ვინმემ შემთხვევით მიიღო ტაბლეტების ნებისმიერი რაოდენობა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ახლომდებარე საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას. თან იქონიეთ ეს ინსტრუქცია და დოპეგიტის დარჩენილი ტაბლეტები, რათა ანახოთ ექიმს.
გადაჭარბებული დოზირების სიმპტომები: არტერიული წნევის მკვეთრი ვარდნა, გამოხატული უძილობა, სისუსტე, ბრადიკარდია, თავბრუსხვევა, ყაბზობა, მუცლის შებერილობა, მეტეორიზმი (გაზებით გადავსება), ფაღარათი, გულისრევა, ღებინება.
მკურნალობა: დაუყოვნებლივ - კუჭის ამორეცხვა, ღებინების სტიმულაცია. ამ ღონისძიებებმა შეიძლება შეამცირონ პრეპარატის შეწოვა. პრეპარატის შეწოვის შემდეგ მისი თირკმელებიდან გამოყოფის სტიმულირება შესაძლებელია სითხის გადასხმით. საჭიროა გულისცემის სიხშირის, სისხლის მოცულობის, ელექტროლიტური ბალანსის, ნაწლავური და თირკმელების ფუნქციების მუდმივი კონტროლი, ასევე აუცილებელია თავის ტვინის ფუნქციის კონტროლი. საჭიროებისამებრ, შეიძლება სიმპათომიმეტური საშუალებების შეყვანა (მაგალითად, ადრენალინი).
თუ თქვენ დაგავიწყდათ დოპეგიტის ტაბლეტის მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა, იმისათვის რომ აინაზღაუროთ გამოტოვებული დოზები.
ექიმი განგიმარტავთ დოპეგიტის ტაბლეტებით საჭირო სამკურნალო კურსის ხანგრძლივობას. აუცილებლად შეასრულეთ ექიმის მითითება.

 

შესაძლებელი გვერდითი ეფექტები:
როგორც ყველა სხვა სამკურნალო პრეპარატს, დოპეგიტის ტაბლეტებს შეუძლიათ გვერდითი ეფექტების გამოწვევა.
ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენების დროს, შეწყვიტეთ დოპეგიტის მიღება და მიმართეთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:
- ტუჩებისა და ხახის შეშუპება, ყლაპვისა და სუნთქვის გაძნელება;
- კოლაფსი;
ეს გვერდითი ეფექტები მძიმეა, მაგრამ ვლინდება იშვიათად. მათი არსებობა შეიძლება მიუთითებდეს, რომ თქვენ გაგაჩნიათ ძალიან მძიმე ალერგიული რეაქცია დოპეგიტზე. თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია. ჭინჭრის ციება ასევე შეიძლება იყოს ალერგიული რეაქციის გამოვლენა. დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და ექიმთან გაიარეთ კონსულტაცია მკურნალობის გაგრძელების თაობაზე. სერიოზული შედეგების თავიდან ასაცილებლად, დაუყოვნებლივ მიმართედ ექიმს სხეულზე გამონაყარის შემთხვევაში.
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ნებისმიერი შემდეგი სიმპტომის გამოვლენისას:
• სიფერმკთალე, სისუსტე
• ინფექციის სიმპტომები: ციება, ყელის ტკივილი, წყლულები პირის ლორწოვან გარსზე;
• კანზე პატარა სისხლნაჟღენთები, შავი განავალი, სისხლი შარდში;
• უჩვეულო ან გახანგრძლივებული სისხლდენა;
• თვალის თეთრი გარსის და კანის სიყვითლე, შარდის გამუქება;
• გამოხატული დაღლილობა;
• გულმკერდის არეში ტკივილის შეტევების გახშირება ან გახანგრძლივება (სტენოკარდია);
• ქოშინი (სუნთქვის გაძნელება), ფეხის ტერფის შეშუპება, წონის მომატება;
• კანზე ბუშტუკოვანი გამონაყარი ან აქერცვლა.
ასეთი სიმპტომები შეიძლება იყოს გვერდითი ეფექტების შედეგი სისხლწარმომქმნელ ორგანოებზე, გულის უკმარისობაზე ან ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია. ამ მდგომარეობებს შეიძლება ჰქონდეთ მძიმე შედეგი. თუ თქვენ ასრულებთ ექიმის რეკომენდაციებს, იტარებთ დანიშნულ ლაბორატორიულ გამოკვლევებს და მიმართავთ ექიმს ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენისთანავე, თქვენ თავიდან აიცილებთ მძიმე შედეგს.
იშვიათ შემთხვევებში ეს პრეპარატი აზიანებს იმუნურ სისტემას (რომელიც იცავს ორგანიზმს ინფექციებისაგან) მიოკარდიტის, პერიკარდიტის ან ვასკულიტის განვითარებით.
მკურნალობის კურსის დასაწყისში ან დოზის მომატების დროს შეიძლება გამოვლინდეს გარდამავალი გვერდითი ეფექტები: ძილიანობა, თავის ტკივილი ან სისუსტე.
ავადმყოფებს, რომლებიც იღებენ ამ პრეპარატს არ არის აუცილებელი აღენიშნოთ ყველა ქვემოთჩამოთვლილი გვერდითი ეფექტი. დოპეგიტის მიღების დროს შესაძლოა გამოვლინდეს რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მოვლენა.
ნერვული სისტემა: პარესთეზია, თავბრუსხვევა, ტრემორი, ფლატუნით სიარული, სახის კუნთების დამბლა, უნებური მოძრაობა, ხასიათის მერყეობა, შფოთვა, ღამის კოშმარები, ლიბიდოს დაქვეითება, იმპოტენცია და გულ-სისხლძარღვთა უკმარისობის სიმპტომები.
გულ-სისხლძარღვთა სისტემა: გულისცემის სიხშირის დაქვეითება, თავბრუსხვევა წამოდგომის დროს;
კუჭ-ნაწლავის ტრაქტი: პირის სიმშრალე, ენის გამუქება ან ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, ყაბზობა, მეტეორიზმი, სანერწყვე ჯირკვლების ანთება, ტკივილი მუცელში, პანკრეატიტი, კოლიტი;
ჰორმონალური სისტემა: სარძევე ჯირკვლების შესივება, ლაქტაცია, ქალებში მენსტრუაციის არ არსებობა;
სხვა სიმპტომები: კანის ერითემა, სახსრების ტკივილი და შეშუპება, კუნთების ტკივილი და ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება;
ნებისმიერი ზემოდჩამოთვლილი სიმპტომების გამოვლენის დროს მიმართედ ექიმს.
სავსებით შესაძლებელია, რომ თქვენ არ გამოგივლინდეთ არც ერთი გვერდითი ეფექტი.
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის დროს, რომელიც არ არის მოხსენებული ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ მიმართოდ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

გამოშვების ფორმა:
50 ტაბლეტი ყავისფერი შუშის ქილაში ეტიკეტით. ქილა დახუფულია პლასტმასის ხუფით. ქილა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს ყუთში.

 

შენახვის პირობები:
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე 15°C-25°C.
შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

 

ვარგისიანობა:
ვარგისიანობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.
არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ყუთზე.

 

აფთიაქებიდან გაცემიც წესი:
რეცეპტით.

 

მწარმოებელი:
ფარმაცევტული ქარხანა ეგის სს
უნგრეთი

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.