newhospitals

დოლიპრანი 500 მგ კაფსულა

დოლიპრანი 500 მგ კაფსულა
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
9112ნახვა
[center][b]დოლიპრანი® 500 მგ[/b][/center] პარაცეტამოლი ჟელატინის კაფსულა პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით წაიკითხეთ სრული ანოტაცია. მასში მოცემულია თქვენი მკურნალობისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია. - ამ პრეპარატის მიღება შესაძლებელია თვითმკურნალობისას, ე.ი. გამოიყენება ექიმის კონსულტაციის და დანიშვნის გარეშე. - თუ სიმპტომები დიდხანს გაგრძელდება, გამწვავდება, ან ახალი სიმპტომები იჩენს თავს, მაშინ რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. - მოცემული ანოტაცია შედგენილია თქვენს დასახმარებლად, რათა კარგად გამოიყენოთ ეს პრეპარატი. შეინახეთ, შეიძლება დაგჭირდეთ თავიდან წაკითხვა. პრეპარატი არ დატოვოთ ბავშვებისთვის ხელმისაწვდომ ადგილას. [u][b]1. რა არის დოლიპრანი 500 მგ, ჟელატინის კაფსულა და რა შემთხვევებში გამოიყენება?[/b][/u] სხვა ტკივილგამაყუჩებლები და სიცხის დამწევი საშუალებები ეს პრეპარატი შეიცავს პარაცეტამოლს. მითითებულია ტკივილის და/ან სიცხის შემთხვევებში, როგორიცაა თავის ტკივილები, გრიპი, კბილის ტკივილები, ზედმეტად დაღლილობა, მენსტრუალური ტკივილები. ეს სახეობა განკუთვნილია მოზარდისთვის და 27 კილოგრამზე მეტი წონის ბავშვისთვის (ანუ დაახლოებით 8 წლის ზემოთ); ყურადღებით გაეცანით პუნქტს «დოზირება». ბავშვებისთვის, რომელთა წონაც 27კგ. ნაკლებია, არსებობს პარაცეტამოლის სხვა სახეობები: რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. [u][b]2. რა ინფორმაციას უნდა გავეცნოთ დოლიპრანის 500 მგ, ჟელატინის კაფსულა, მიღებამდე? [/b][/u] არასდროს მიიღოთ დოლიპრანი 500 მგ, ჟელატინის კაფსულა, შემდეგ შემთხვევებში: - დადგენილი ალერგია პარაცეტამოლზე ან სხვა კომპონენტებზე, - ღვიძლის მწვავე დაავადება. დაეჭვების შემთხვევაში აუცილებლად კითხეთ აზრი თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. გამოიჩინეთ სიფრთხილე პრეპარატთან დოლიპრანი 500 მგ ჟელატინის კაფსულა [u][b]საგანგებო გაფრთხილებები[/b][/u] გადაჭარბებული დოზის ან შეცდომით ძალიან დიდი დოზის მიღების შემთხვევაში, კონსულტაციისთვის დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს. ეს პრეპარატი შეიცავს პარაცეტამოლს. ის სხვა პრეპარატების შემადგენლობაშიც არის. არ მიიღოთ ერთად, რათა არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ ყოველდღიურ დოზას (იხილეთ პუნქტი “დოზირება”). ტაბლეტის ან ჟელატინის კაფსულის მიღება უკუჩვენებას იძლევა 6 წლამდე ასაკის ბავშვებში, რადგან ჩაყლაპვისას შეიძლება გადასცდეს და სუნთქვა შეეკრას. გამოყენების ზომები - თუ ტკვილი 5 დღეზე მეტ ხანს, ან სიცხე 3 დღეზე მეტ ხანს გაგრძელდება, ან არასაკმარისი ეფექტურობის და სრულიად სხვა სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში, არ გააგრძელოთ მკურნალობა Qთქვენი ექიმის რჩევის გარეშე. - ამ პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე, შეამოწმეთ ხომ არ იღებთ პარაცეტამოლის შემცველ სხვა პრეპარატებს. - ღვიძლის ან თირკმელების მწვავე დაავადების შემთხვევაში, ან ალკოჰოლის გადაჭარბებული მოხმარების შემთხვევაში, გააფრთხილეთ თქვენი ექიმი. - თქვენი ექიმი გააფრთხილეთ თუ იღებთ პარაცეტამოლის შემცველ სხვა მედიკამენტებს. - კვებასთან ან დეჰიდრატაციასთან დაკავშირებული პრობლემების (ცუდი კვება) შემთხვევაში, სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ დოლიპრანი 500 მგ, ჟელატინის კაფსულა. დაეჭვების შემთხვევაში, რჩევისთვის თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს მიმართეთ. [u][b]სხვა პრეპარატების მიღება ან გამოყენება[/b][/u] მიუთითეთ, რომ თქვენ ან თქვენი ბავშვი იღებთ ამ პრეპარატს, თუ თქვენი ექიმი დაგინიშნავთ სისხლში შარდმჟავას კოეფიციენტის დოზას. თუ თქვენ ან თქვენი ბავშვი იღებთ ან უახლოეს წარსულში მიიღეთ სხვა პრეპარატი, მათ შორის რეცეპტის გარეშე მიღებული პრეპარატი, ამის შესახებ ესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ორსულობა და ლაქტაცია ინფორმაციის სახით: პარაცეტამოლი, გამოყენების ნორმალურ პირობებში, შეიძლება გამოყენებული იყოს როგორც ორსულობის, აგრეთვე ლაქტაციის პერიოდში. ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. Q [u][b]3. როგორ მივიღოთ დოლიპრანი 500 მგ, ჟელატინის კაფსულა [/b][/u] დოზირება ეს სახეობა განკუთვნილია მოზარდისთვის და 27 კილოგრამზე მეტი წონის ბავშვისთვის (ანუ დაახლოებით 8 წლის ზემოთ). პარაცეტამოლის დოზირება დამოკიდებულია ბავშვის წონაზე; ასაკი მითითებულია ინფორმაციის სახით. თუ არ იცით ბავშვის წონა, მაშინ საჭიროა აწონოთ, რათა მისცეთ რაც შეიძლება მისთვის კარგად ადაპტირებული დოზა. პარაცეტამოლი არსებობს მრავალი დოზირების სახით, რაც საშუალებას იძლევა მკურნალობა ადაპტირებული იყოს თითოეული ბავშვის წონასთან. პარაცეტამოლის რეკომენდირებული ყოველდღიური დოზა დამოკიდებულია ბავშვის წონაზე: ის არის დაახლოებით 60მგ/კგ/დღეში 4 ან 6-ჯერ მიღების შემდეგ, დაახლოებით 15 მგ/კგ/ყოველ 6 საათში ან 10მგ/კგ/ყოველ 4 საათში მიღების შემდეგ. 27-40 კგ. წონის მქონე ბავშვებისთვის (დაახლოებით 8-13 წლის ბავშვებში) დოზირება არის 1 კაფსულა ერთ ჯერზე, საჭიროების შემთხვევაში 6 საათის გასვლის შემდეგ დოზა მეორდება, ისე რომ დღეში 4 კაფსულას არ უნდა აღემატებოდეს. 41-50 კგ. წონის ბავშვებისთვის (დაახლოებით 12-15 წლის ბავშვებში) დოზა არის 1 კაფსულა ერთ ჯერზე, საჭიროების შემთხვევაში დოზის გამეორება შეიძლება მინიმუმ 4 საათის გასვლის შემდეგ, ისე რომ დღეში 6 კაფსულას არ უნდა გადააჭარბოს. მოზარდებისა და 50 კგ. მეტი წონის ბავშვებისთვის (დაახლოებით 15 წელზე მეტის) ჩვეულებრივი დოზა არის 500 მგ. 1-2 კაფსულა ერთ ჯერზე (ტკივილის ინტენსივობის მიხედვით), საჭიროების შემთხვევაში დოზის გამეორება შეიძლება მინიმუმ 4 საათის გასვლის შემდეგ. ზოგადად, არ არის აუცილებელი დღეში გადააჭარბოთ 3 გ. პარაცეტამოლს, ანუ დღეში 6 კაფსულას. ამავდროულად, უფრო ინტენსიური ტკივილების შემთხვევაში და თქვენი ექიმის რჩევის საფუძველზე, მთლიანი დოზა შეიძლება გაიზარდოს დღეში 4 გრამამდე, ანუ დღეში 8 კაფსულამდე. ამავდროულად: - დღეში პარაცეტამოლის 3 გრამზე მეტ დოზას სჭირდება ექიმის რჩევა, - არასდროს მიიღოთ დღეში 4 გ. მეტი პარაცეტამოლი (ყველა პრეპარატის გათვალისწინებით, რომლის ფორმულაშიც პარაცეტამოლი შედის). პრაეპარატის მიღებებს შორის ყოველთვის დაიცავით არა ნაკლებ 4 საათის ინტერვალი. თირკმელების მწვავე დაავადების შემთხვევაში (თირკმლის მწვავე უკმარისობა), პრეპარატის მიღებებს შორის შუალედი უნდა იყოს მინიმუმ 8 საათი და მთლიანი დღიური ნორმა არ უნდა აღემატებოდეს 6 კაფსულას (3 გ). დღიური მაქსიმალური ნორმა არ უნდა აჭარბებდეს დღეში 60მგ/კგ (3 გ. გადაჭარბების გარეშე) შემდეგ შემთხვევებში: - 50კგ. ნაკლები წონის მოზარდებში, - ღვიძლის მწვავე შეტევა, - ქრონიკული ალკოჰოლიზმი, - ქრონიკული ცუდი კვება, - დეჰიდრატაცია. თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ ამ პრეპარატის ეფექტი ძალიან ძლიერია, ან ძალიან სუსტი, მაშინ კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. დაეჭვების შემთხვევაში, რჩევისთვის თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს მიმართეთ. [u][b]მიღების ფორმა და გზა[/b][/u] მიიღება პერორალური გზით. კაფსულა უნდა გადაყლაპოთ, როგორი სახითაც არის სასმელთან ერთად (მაგალითად: წყალი, რძე, ხილის წვენი). ტაბლეტის ან ჟელატინის კაფსულის მიღება უკუჩვენებას იძლევა 6 წლამდე ასაკის ბავშვებში, რადგან ჩაყლაპვისას შეიძლება გადასცდეს და სუნთქვა შეეკრას. [u][b]მიღების სიხშირე [/b][/u] სისტემატიური მიღება საშუალებას იძლევა თავიდან იქნეს აცილებული ტკივილების ან სიცხის ცვალებადობა ბავშვში, ის უნდა იყოს დარეგულირებული დროის შუალედებით, მათ შორის ღამით, სასურველია 6 საათის და არა ნაკლებ 4 საათის შუალედებით. მოზარდებში დროის შუალედები უნდა იყოს მინიმუმ 4 საათი. თირკმელების მწვავე დაავადების შემთხვევაში (თირკმელებს მწვავე უკმარისობა), პრეპარატის მიღების შუალედებია მინიმუმ 8 საათი. [u][b]მკურნალობის ხანგრძლივობა[/b][/u] მკურნალობის ხანგრძლივობა შემოიფარგლება: - 5 დღით ტკივილების შემთხვევაში, - 3 დღით სიცხის შემთხვევაში. თუ ტკივილები 5 დღეზე მეტი ხნით და სიცხე 3 დღეზე მეტი ხნით გაგრძელდება, ან გართულდება, მაშინ არ გააგრძელოთ მკურნალობა თქვენი ექიმის კონსულტაციის გარეშე (იხილეთ “გამოყენების ზომები”) თუ ჭარბი დოზით მიიღეთ დოლიპრანი 500 მგ, ჟელატინის კაფსულა: ჭარბი დოზის, ან შემთხვევითი მოწამვლის შემთხვევაში, სასწრაფოდ აცნობეთ ექიმს. თუ დაგავიწყდათ დოლიპრანის 500 მგ, ჟელატინის კაფსულა, მიღება : არ მიიღოთ გაორმაგებული დოზა, გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით. [u][b]4. რომლებია სავარაუდო არასასურველი ეფექტები?[/b][/u] როგორც ყველა პრეპარატს, დოლიპრანს 500 მგ, ჟელატინის კაფსულა, შეუძლია გამოიწვიოს არასასურველი ეფექტები, რა თქმა უნდა ეს არ ეხება ყველა პირს. - იშვიათ შემთხვევებში, შესაძლებელია გამოვლინდეს გამონაყარი, ან კანის სიწითლე, ან ალერგიული რეაქცია, რომელიც შესაძლებელია გამოვლინდეს სახის და კისრის უეცარი შეშუპებით, ან უეცარი თავის ცუდად გრძნობით, არტერიული წნევის დაცემასთან ერთად. საჭიროა მკურნალობის დაუყოვნებლივ შეწყვეტა, გააფრთხილეთ თქვენი ექიმი და არასდროს მიიღოთ პარაცეტამოლის შემცველი პრეპარატები. - გამონაკლისის სახით, ბიოლოგიური ცვლილებები, რომლებიც საჭიროებენ სისხლის ბალანსის შემოწმებას, შეიძლება გამოვლინდეს: ზოგიერთი თეთრი სხეულის (ლეიკოციტების) ან სისხლის ზოგიერთი უჯრედის, როგორებიცაა თრომბოციტები, არანორმალურად დაბალი მაჩვენებელი, შეიძლება გამოვლინდეს ცხვირიდან ან ღრძილებიდან სისხლდენით. ამ შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს. არ შეყოვნდეთ რჩევისთვის მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. თუ აღგენიშნებათ არასასურველი ეფექტები, რომლებიც არ არის მითითებული ამ ანოტაციაში, ან თუ რომელიმე არასასურველი ეფექტი გამწვავდება, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. [u][b]5. როგორ შევინახოთ დოლიპრანი 500 მგ, ჟელატინის კაფსულა?[/b][/u] შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ დოლიპრანი 500 მგ, ჟელატინის კაფსულა, ყუთზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის განსაკუთრებული ზომები არ არის მითითებული. პრეპარატები არ უნდა გადააგდოთ გამდინარე წყლის მილში ან სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს თუ რა უნდა უყოთ გამოუყენებელ მედიკამენტებს. ეს ზომები გარემოს დაცვის საშუალებას იძლევა. [u][b]6. დამატებითი ინფორმაცია. [/b][/u] რას შეიცავს დოლიპრანი 500 მგ, ჟელატინის კაფსულა? აქტიური ნივთიერებაა: პარაცეტამოლი 500 მგ სხვა კომპონენტებია: ბრინჯის სახამებელი, გლიცერინის დისტეარატი, მაგნიუმის სტეარატი ერთ კაფსულაში. კაფსულის საფარი: ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი (E171), ქინოლინის ყვითელი პიგმენტი (E104), ჟანგის დიოქსიდი (E172), პატენტირებული ლურჯი V (E131). რა არის დოლიპრანი 500 მგ, ჟელატინის კაფსულა და გარე შეფუთვის შემადგენლობა? ეს პრეპარატი მოცემულია ჟელატინის კაფსულის ფორმით (16 ც. ყუთში). [u][b]მფლობელი და დისტრიბუტორი[/b][/u] სანოფი ავენტის საფრანგეთი - რომენ როლანის ბულვარი #1-13 è- 75014 პარიზი – საფრანგეთი სამედიცინო ინფორმაცია: ტელეფონის ნომერი (ზარი უფასოა) : 0 800 222 555 სატელეფონო ზარი საზღვარგარეთიდან: + 33 1 57 63 23 23 [u][b]მწარმოებელი[/b][/u] SANOFI WINTHROP INDSTRIE 60205 კომპიენი - საფრანგეთი
ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.