დოლიპრანი 300 მგ
[center][b]დოლიპრანი® 300 მგ[/b][/center]
პარაცეტამოლი
ფხვნილი დასალევი ხსნარისთვის დოზირებულ პაკეტში
[u][b]შემადგენლობა: [/b][/u]
პარაცეტამოლი 300 მგ
აქტიური ნივთიერებები: ნატრიუმის ბენზოატი, პოვიდონი K30, აცეტილის მონოგლიცერიდები, ტიტანის დიოქსიდი, საქარინი, ფორთოხლის არომატი*, საქაროზა ერთი დოზირებული პაკეტისთვის.
* ფორთოხლის არომატის შემცველობა: წყალი, მალტოდექსტრინი, გუმიარაბიკი; ფორთოხლის ესენცია.
ფარმაცევტული ფორმა და სახეობა
ფხვნილი დასალევი ხსნარისთვის (ყუთი 12 დოზირებული პაკეტით).
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
სხვა ტკივილგამაყუჩებლები და სიცხის დამწევი საშუალებები
[u][b]რა შემთხვევებში გამოიყენება ეს პრეპარატი?[/b][/u]
ეს პრეპარატი შეიცავს პარაცეტამოლს.
მითითებულია ტკივილის და/ან სიცხის შემთხვევებში, როგორიცაა თავის ტკივილები, გაცივება, კბილის ტკივილები, ზედმეტად დაღლილობა.
ეს სახეობა განკუთვნილია 16-30 კგ. წონის ჩვილებისთვის; ყურადღებით გაეცანით პუნქტს «დოზირება».
ბავშვებისთვის, რომელთა წონაც 16 კგ. ნაკლებია, ან 30 კგ. აღემატება, არსებობს პარაცეტამოლის სხვა სახეობები. რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
[u][b]ყურადღება! [/b][/u]
თუ ექიმმა მოგაწოდათ ინფორმაცია ზოგიერთ შაქარზე შეუწყნარებლობის შესახებ, მაშინ დაუკავშირდით მას ამ პრეპარატის მიღებამდე.
რა შემთხვევებში არ გამოიყენება ეს პრეპარატი?
ეს პრეპარატი არ შეიძლება გამოიყენოთ შემდეგ შემთხვევებში:
- დადგენილი ალერგია პარაცეტამოლზე ან სხვა კომპონენტებზე,
- ღვიძლის მწვავე დაავადება.
დაეჭვების შემთხვევაში აუცილებლად კითხეთ აზრი თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
საგანგებო გაფრთხილებები
გადაჭარბებული დოზის ან შეცდომით ძალიან დიდი დოზის მიღების შემთხვევაში, კონსულტაციისთვის დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს.
ეს პრეპარატი შეიცავს პარაცეტამოლს. ის სხვა პრეპარატების შემადგენლობაშიც არის. არ მიიღოთ ერთად, რათა არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ ყოველდღიურ დოზას (იხილეთ თავი “დოზირება”).
[u][b]გამოყენების ზომები[/b] [/u]
- თუ ტკვილი 5 დღეზე მეტ ხანს, ან სიცხე 3 დღეზე მეტ ხანს გაგრძელდება, ან არასაკმარისი ეფექტურობის და სრულიად სხვა სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში, არ გააგრძელოთ მკურნალობა Qთქვენი ექიმის რჩევის გარეშე.
- ღვიძლის ან თირკმელების მწვავე დაავადების შემთხვევაში, პარაცეტამოლის მიღებამდე აუცილებელია კონსულტაციისთვის მიმართოთ თქვენს ექიმს.
- ეს პრეპარატი შეიცავს საქაროზას. მისი გამოყენება არ არის რეკომენდირებული პაციენტებში, რომლებსაც საქაროზაზე არატოლერანტულობა აღენიშნებათ (იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადება).
დაეჭვების შემთხვევაში, რჩევისთვის თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს მიმართეთ.
მედიკამენტოზური ურთიერთმოქმედება და სხვა სახის ურთიერთმოქმედებები
მიუთითეთ, რომ თქვენი ბავშვი იღებს ამ პრეპარატს, თუ თქვენი ექიმი მას დაუნიშნავს სისხლში შარდმჟავას კოეფიციენტის დოზას.
სხვადასხვა პრეპარატების სავარაუდო ურთიერთმოქმედებების თავიდან ასაცილებლად საჭიროა თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს სისტემატიურად მიუთითოთ ნებისმიერი სხვა მიმდინარე მკურნალობის შესახებ.
[u][b]ორსულობა და ლაქტაცია[/b][/u]
ინფორმაციის სახით: პარაცეტამოლი, გამოყენების ნორმალურ პირობებში, შეიძლება გამოყენებული იყოს როგორც ორსულობის, აგრეთვე ლაქტაციის პერიოდში. ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. Q
ზოგადად, მიზანშეწონილია, რომ ორსულობის ან ლაქტაციის დროს რომელიმე პრეპარატის გამოყენების წინ რჩევა ჰკითხოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ინდიფერენტული ნივთიერებების ჩამონათვალი, რომლის ცოდნაც აუცილებელია გამოყენების დროს, ზოგიერთ პაციენტში რისკის თავიდან ასაცილებლად
საქაროზა
[u][b]როგორ გამოვიყენოთ ეს პრეპარატი[/b][/u]
დოზირება
პარაცეტამოლის დოზირება დამოკიდებულია ბავშვის წონაზე; ასაკი მითითებულია ინფორმაციის სახით.
თუ არ იცით ბავშვის წონა, მაშინ საჭიროა აწონოთ, რათა მისცეთ რაც შეიძლება მისთვის კარგად ადაპტირებული დოზა.
პარაცეტამოლი არსებობს მრავალი დოზირების სახით, რაც საშუალებას იძლევა მკურნალობა ადაპტირებული იყოს თითოეული ბავშვის წონასთან.
პარაცეტამოლის რეკომენდირებული ყოველდღიური დოზა დამოკიდებულია ბავშვის წონაზე: ის არის დაახლოებით 60მგ/კგ/დღეში 4 ან 6-ჯერ მიღების შემდეგ, დაახლოებით 15 მგ/კგ/ყოველ 6 საათში ან 10მგ/კგ/ყოველ 4 საათში მიღების შემდეგ.
16-24 კგ. წონის მქონე ბავშვებისთვის (დაახლოებით 9-11 წლის) დოზირება არის 1 პაკეტი ერთ ჯერზე, საჭიროების შემთხვევაში 4 საათის გასვლის შემდეგ დოზა მეორდება, ისე რომ დღეში 6 პაკეტს არ უნდა აღემატებოდეს.
ყველა შემთხვევაში მკაცრად უნდა შეესაბამებოდეს სამედიცინო დანიშნულებას.
დაეჭვების შემთხვევაში, რჩევისთვის თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს მიმართეთ.
[u][b]მიღების ფორმა და გზა[/b][/u]
მიიღება პერორალური გზით.
პაკეტის შიგთავსი ჩაყარეთ ჭიქაში, შემდეგ დაამატეთ მცირე რაოდენობის სასმელი (მაგალითად წყალი, რძე, ხილის წვენი). აურიეთ და დალიეთ მაშინვე.
ამასთან ერთად, თუ ბავშვს აღენიშნება 38,5°ჩ მეტი სიცხე, მაშინ შეგიძლიათ გააუმჯებესოთ მედიკამენტოზური მკურნალობის ეფექტურობა შემდეგი ზომებით: გახადეთ ბავშვს, დაალევინეთ პრეპარატი, არ დატოვოთ ბავშვი ძალიან თბილ ადგილას.
ყველა შემთხვევაში მკაცრად უნდა შეესაბამებოდეს სამედიცინო დანიშნულებას.
მიღების სიხშირე და დრო, როდესაც ეს პრეპარატი უნდა იყოს დანიშნული
სისტემატიური მიღება საშუალებას იძლევა თავიდან იქნეს აცილებული ტკივილების ან სიცხის ცვალებადობა
ბავშვში, ის უნდა იყოს დარეგულირებული დროის შუალედებით, მათ შორის ღამით, სასურველია 6 საათის და არა ნაკლებ 4 საათის შუალედებით.
მოზარდებში დროის შუალედები უნდა იყოს მინიმუმ 4 საათი.
თირკმელების მწვავე დაავადების შემთხვევაში (თირკმელებს მწვავე უკმარისობა), პრეპარატის მიღების შუალედებია მინიმუმ 8 საათი.
[u][b]მკურნალობის ხანგრძლივობა[/b][/u]
ყველა შემთხვევაში მკაცრად შესაბამისობაში უნდა იყოს სამედიცინო დანიშნულებასთან.
როგორ იმოქმედოთ ჭარბი დოზი მიღების შემთხვევაში
ჭარბი დოზის, ან შემთხვევითი მოწამვლის შემთხვევაში, სასწრაფოდ აცნობეთ ექიმს.
[u][b]არასასურველი და შემაწუხებელი ეფექტები[/b][/u]
როგორც ყველა აქტიურს პროდუქტს, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს მეტ-ნაკლებად შემაწუხებელი ეფექტები :
- იშვიათ შემთხვევებში, შესაძლებელია გამოვლინდეს გამონაყარი, ან კანის სიწითლე, ან ალერგიული რეაქცია, რომელიც შესაძლებელია გამოვლინდეს სახის და კისრის უეცარი შეშუპებით, ან უეცარი თავის ცუდად გრძნობით, არტერიული წნევის დაცემასთან ერთად. საჭიროა მკურნალობის დაუყოვნებლივ შეწყვეტა, გააფრთხილეთ თქვენი ექიმი და არასდროს მიიღოთ პარაცეტამოლის შემცველი პრეპარატები.
- გამონაკლისის სახით, ბიოლოგიური ცვლილებები, რომლებიც საჭიროებენ სისხლის ბალანსის შემოწმებას, შეიძლება გამოვლინდეს: ზოგიერთი თეთრი სხეულის (ლეიკოციტების) ან სისხლის ზოგიერთი უჯრედის, როგორებიცაა თრომბოციტები, არანორმალურად დაბალი მაჩვენებელი, შეიძლება გამოვლინდეს ცხვირიდან ან ღრძილებიდან სისხლდენით. ამ შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ნებისმიერი არასასურველი და შემაწუხებელი ეფექტის დროს, რომლებიც არ არის მითითებული ამ ანოტაციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
[u][b]შენახვა[/b] [/u]
არ გადააცილოთ გარე შეფუთვაზე მითითებულ საბოლოო თარიღს.
შენახვის განსაკუთრებული ზომები არ არის მითითებული.
[u][b]მფლობელი და დისტრიბუტორი[/b][/u]
სანოფი ავენტის საფრანგეთი - რომენ როლანის ბულვარი #1-13 è- 75014 პარიზი – საფრანგეთი
სამედიცინო ინფორმაცია: ტელეფონის ნომერი (ზარი უფასოა) : 0 800 222 555
სატელეფონო ზარი საზღვარგარეთიდან: + 33 1 57 63 23 23
მწარმოებელი
SANOFI WINTHROP INDSTRIE
14100 ლიზიე – საფრანგეთი