დოლიპრანი 1000 მგ ტაბლეტი
პარაცეტამოლი ტაბლეტი პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით წაიკითხეთ სრული ანოტაცია. მასში მოცემულია თქვენი მკურნალობისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია. თუ გქავთ სხვა შეკითხვები ან ეჭვი, მეტი ინფორმაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. - შეინახეთ, შეიძლება დაგჭირდეთ თავიდან წაკითხვა. - თუ გჭირდებათ მეტი ინფორმაცია და რჩევა, მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს. თუ სიმპტომები გამწვავდება ან 5 დღეზე მეტ ხანს გაგრძელდება, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს. შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება: პარაცეტამოილი 1000 მგ დამატებითი კომპონენტები: პოვიდონი, პრეჟელატინიზირებული სახამებელი, ნატრიუმის კარბოქსიდის მეთილამიდონი (ტიპი A), მაგნიუმის სტეარატი ერთ ტაბლეტში.
1. რა არის დოლიპრანი 1000 მგ, ტაბლეტი და რა შემთხვევებში გამოიყენება?ეს პრეპარატი შეიცავს პარაცეტამოლს და წარმოდგენილია ტაბლეტების ფორმით (8 ც. ყუთში) მითითებულია ტკივილის და/ან სიცხის შემთხვევებში, როგორიცაა თავის ტკივილები, გაცივება, კბილის ტკივილები, ზედმეტი დაღლილობა, მენსტრუალური ტკივილები. აგრეთვე შესაძლებელია ექიმმა დაგინიშნოთ ართროზის ტკივილების დროს. ეს სახეობა განკუთვნილია მოზარდისთვის და 50 კილოგრამზე მეტი წონის ბავშვისთვის (ანუ დაახლოებით 15 წლის ზემოთ): ყურადღებით გაეცანით პუნქტს «3. როგორ მივიღოთ დოლიპრანი 1000 მგ, ტაბლეტი?». ბავშვებისთვის, რომელთა წონაც 50კგ. ნაკლებია, არსებობს პარაცეტამოლის სხვა სახეობები. რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
2. რა ინფორმაციას უნდა გავეცნოთ დოლიპრანის 1000 მგ, ტაბლეტის მიღებამდე?
არასდროს მიიღოთ დოლიპრანი 1000 მგ, ტაბლეტი, შემდეგ შემთხვევებში: - გამოვლენილი ალერგია პარაცეტამოლზე ან სხვა კომპონენტებზე, - ღვიძლის მწვავე დაავადება. გამოიჩინეთ სიფრთხილე პრეპარატთან დოლიპრანი 1000 მგ, ტაბლეტი საგანგებო გაფრთხილებები - თუ ტკვილი 5 დღეზე მეტ ხანს, ან სიცხე 3 დღეზე მეტ ხანს გაგრძელდება, ან არასაკმარისი ეფექტურობის და სრულიად სხვა სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში, არ გააგრძელოთ მკურნალობა Qთქვენი ექიმის რჩევის გარეშე. - ღვიძლის ან თირკმელების მწვავე უკმარისობის შემთხვევაში პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს. გამოყენების ზომები:
გადაჭარბებული დოზის ან შეცდომით ძალიან დიდი დოზის მიღების შემთხვევაში, კონსულტაციისთვის დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს. ეს პრეპარატი შეიცავს პარაცეტამოლს. ის სხვა პრეპარატების შემადგენლობაშიც არის. არ მიიღოთ ერთად, რათა არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ ყოველდღიურ დოზას (იხილეთ პუნქტი «3. როგორ მივიღოთ დოლიპრანი 1000 მგ, ტაბლეტი?».
ორსულობა/ლაქტაცია:
პარაცეტამოლი, გამოყენების ნორმალურ პირობებში, შეიძლება გამოყენებული იყოს როგორც ორსულობის, აგრეთვე ლაქტაციის პერიოდში. ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. Q სხვა პრეპარატების მიღება ან გამოყენება და სხვა ფორმის ურთიერთმოქმედებები თუ თქვენ იღებთ, ან უახლოეს წარსულში მიიღეთ სხვა პრეპარატი, მათ შორის რეცეპტის გარეშე მიღებული პრეპარატი, ამის შესახებ კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. მიუთითეთ, რომ თქვენ ან თქვენი ბავშვი იღებთ ამ პრეპარატს, თუ თქვენი ექიმი დაგინიშნავთ სისხლში შარდმჟავას კოეფიციენტის დოზას. 3. როგორ მივიღოთ დოლიპრანი 1000 მგ, ტაბლეტი?
მნიშვნელოვანია: ეს სახეობა შეიცავს ყოველ ტაბლეტში 1000 მგ. პარაცეტამოლს: ერთ ჯერზე არ მიიღოთ 2 ტაბლეტი. მისი დოზიდან გამომდინარე, ეს სახეობა განკუთვნილია მოზარდისთვის და 50 კილოგრამზე მეტი წონის ბავშვისთვის. ჩვეულებრივი დოზა არის 1000 მგ. 1 პაკეტი ერთ მიღებაზე, გამეორება შეიძლება 6-8 საათის გასვლის შემდეგ. საჭიროების შემთხვევაში, ეს პრეპარატი შეიძლება ისევ მიიღოთ მინიმუმ 4 საათის გასვლის შემდეგ. ზოგადად, არ არის აუცილებელი დღეში გადააჭარბოთ პარაცეტამოლის 3000 მგ. დოზას, ანუ დღეში 3 ტაბლეტს. ამავდროულად, უფრო ინტენსიური ტკივილების შემთხვევაში და თქვენი ექიმის რჩევის საფუძველზე, დოზა შეიძლება გაიზარდოს პარაცეტამოლის 4000 მგ-მდე დღეში, ანუ დღეში 4 ტაბლეტამდე. დღეში პარაცეტამოლის 3000 მგ. მეტ დოზისთვის აუცილებელია ექიმის რჩევა. - არასდროს მიიღოთ დღეში პარაცეტამოლის 4000 მგ. მეტი (ყველა მიღებული პრეპარატის გათვალისწინებით, რომლის ფორმულაშიც პარაცეტამოლი შედის). პრეპარატის მიღებებს შორის ყოველთვის დაიცავით არა ნაკლებ 4 საათის შუალედი. თირკმელების მწვავე დაავადების შემთხვევაში (თირკმლის მწვავე უკმარისობა), პრეპარატის მიღებებს შორის შუალედი უნდა იყოს მინიმუმ 8 საათი. არ გადააჭარბოთ დღეში 3 ტაბლეტს. მიიღება პერორალურიი გზით. ტაბლეტები უნდა გადაყლაპოთ მთლიანად სითხესთან ერთად (მაგალითად: წყალი, რძე, ხილის წვენი). თუ ჭარბი დოზით მიიღეთ დოლიპრანი 1000 მგ, ტაბლეტი: კონსულტაციისთვის დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. თუ დაგავიწყდათ დოლიპრანის 1000 მგ, ტაბლეტის მიღება: არ მიიღოთ გაორმაგებული დოზა, გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით. 4. რომლებია სავარაუდო არასასურველი ეფექტები?
როგორც ყველა პრეპარატს, დოლიპრანს 1000 მგ, ტაბლეტი, შეუძლია გამოიწვიოს არასასურველი ეფექტები: - იშვიათ შემთხვევებში, შესაძლებელია გამოვლინდეს გამონაყარი, ან კანის სიწითლე, ან ალერგიული რეაქცია, რომელიც შესაძლებელია გამოვლინდეს სახის და კისრის უეცარი შეშუპებით, ან უეცარი თავის ცუდად გრძნობით, არტერიული წნევის დაცემასთან ერთად. საჭიროა მკურნალობის დაუყოვნებლივ შეწყვეტა, გააფრთხილეთ თქვენი ექიმი და არასდროს მიიღოთ პარაცეტამოლის შემცველი პრეპარატები. - გამონაკლისის სახით, ბიოლოგიური ცვლილებები, რომლებიც საჭიროებენ სისხლის ბალანსის შემოწმებას, შეიძლება გამოვლინდეს: ზოგიერთი თეთრი სხეულის (ლეიკოციტების) ან სისხლის ზოგიერთი უჯრედის, როგორებიცაა თრომბოციტები, არანორმალურად დაბალი მაჩვენებელი, შეიძლება გამოვლინდეს ცხვირიდან ან ღრძილებიდან სისხლდენით. ამ შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს. თუ აღგენიშნებათ არასასურველი ეფექტები, რომლებიც არ არის მითითებული ამ ანოტაციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. 5. როგორ შევინახოთ დოლიპრანი 500 მგ, ტაბლეტი?
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. შენახვის განსაკუთრებული ზომები არ არის მითითებული. არ გამოიყენოთ კოლოფზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ. ანოტაციის დამტკიცების ბოლო თარიღია: 2008 წლის მაისი. მფლობელი და დისტრიბუტორი:
სანოფი ავენტის საფრანგეთი - რომენ როლანის ბულვარი #1-13 è- 75014 პარიზი - საფრანგეთი სამედიცინო ინფორმაცია: ტელეფონის ნომერი (ზარი უფასოა) : 0 800 222 555 სატელეფონო ზარი საზღვარგარეთიდან: + 33 1 57 63 23 23
მწარმოებელი:
SANOFI WINTHROP INDSTRIE 14100 ლიზიე - საფრანგეთი