დოლიპრანი 1000 მგ შუშხუნა გასაყოფი ტაბლეტი
პარაცეტამოლი შუშხუნა გასაყოფი ტაბლეტი ყურადღებით წაიკითხეთ მოცემული ანოტაცია, რადგან მასში მოცემულია თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია. აღნიშნული პრეპარატი გაიცემა ურეცეპტოდ და შესაბამისად საშუალებას გაძლევთ იმკურნალოთ მსუბუქ დაავადებებზე ექიმის დახმარების გარეშე. თუმცა, სიფრთხილით გამოიყენეთ დოლიპრანი 1000 მგ, შუშხუნა გასაყოფი ტაბლეტი, რათა მიიღოთ საუკეთესო შედეგი. - შეინახეთ ანოტაცია, რადგან შეიძლება დაგჭირდეთ თავიდან წაკითხვა. - დამატებითი ინფორმაციისა და კონსლტაციის საჭიროების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს. თუ სიმპტომები გამწვავდება ან გაგრძელდება 5 დღეზე მეტ ხანს, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება:პარაცეტამოილი 1000 მგ დამხმარე კომპონენტებია: უწყლო ლიმონმჟავა, მანიტოლი, ნატრიუმის საქარინი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, პოვიდონი K90, ნატრიუმის ბიკარბონატი, უწყლო ნატრიუმის კარბონატი, ლეიცინი, ფორთოხლის არომატი ერთ შუშხუნა გასაყოფ ტაბლეტში. ნატრიუმის შემცველობა: 408 მგ. ერთ ტაბლეტში. 1. რა არის დოლიპრანი 1000 მგ, შუშხუნა გასაყოფი ტაბლეტი და რა შემთხვევებში გამოიყენება?
მოცემული პრეპარატი წარმოადგენს ტკივილგამაყუჩებელ, სიცხის დამწევ საშუალებას. პრეპარატი წარმოდგენილია შუშხუნა ტაბლეტების ფორმით (8 ცალი კოლოფში). აღნიშნული პრეპარატი შეიცავს პარაცეტამოლს. ნაჩვენებია ტკივილის და/ან სიცხის შემთხვევებში, როგორიცაა თავის ტკივილები, გრიპი, კბილის ტკივილი, ზედმეტი დაღლილობა, მენსტრუალური ტკივილები. აგრეთვე შესაძლებელია ექიმმა დაგინიშნოთ ართროზის ტკივილების დროს. ეს სახეობა განკუთვნილია მოზარდისთვის და 50 კილოგრამზე მეტი წონის ბავშვისთვის (ანუ დაახლოებით 15 წლის ზემოთ): ყურადღებით გაეცანით პუნქტს «როგორ მივიღოთ დოლიპრანი 1000 მგ, შუშხუნა გასაყოფი ტაბლეტი?». 15 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებისთვის არსებობს პარაცეტამოლის სხვა სახეობები. კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. 2. რა აუცილებელ ინფორმაციას უნდა გავეცნოთ დოლიპრანის 1000 მგ, შუშხუნა გასაყოფი ტაბლეტის მიღებამდე?
დაუშვებელია დოლიპრანი 1000 მგ, შუშხუნა გასაყოფი ტაბლეტის მიღება შემდეგ შემთხვევებში: დადგენილი ალერგია პარაცეტამოლის ან პრეპარატის შემადგენელი სხვა კომპონენტის მიმართ, ღვიძლის მწვავე დაავადება, 15 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებისთვის. გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე პრეპარატთან დოლიპრანი 1000 მგ, შუშხუნა გაყოფადი ტაბლეტი: საგანგებო გაფრთხილებები: - იმ შემთხვევაში, თუ ტკვილი 5 დღეზე მეტ ხანს, ან სიცხე 3 დღეზე მეტ ხანს გაგრძელდება, ან არასაკმარისი ეფექტურობის და სრულიად სხვა სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში, არ შეიძლება მკურნალობის გაგრძელებაQთქვენი ექიმის რჩევის გარეშე. - ღვიძლის ან თირკმელების მწვავე დაავადების შემთხვევაში პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს. - აღნიშნული პრეპარატი შეიცავს ნატრიუმს. პრეპარატი შეიცავს ყოველ ტაბლეტზე 408 მგ. ნატრიუმს. აღნიშნული მხედველობაში უნდა იქნას მიღებული იმ პაციენტებში, რომლებიც საკვებში ნატრიუმის წილს აკონტროლებენ. პრეპარატის მიღების ზომები:
გადაჭარბებული დოზის ან შეცდომით ძალიან დიდი დოზის მიღების შემთხვევაში, კონსულტაციისთვის დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს. პრეპარატი შეიცავს პარაცეტამოლს. ის სხვა პრეპარატების შემადგენლობაშიც არის. არ მიიღოთ ერთად, რათა არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ ყოველდღიურ დოზას (იხილეთ პუნქტი «როგორ მივიღოთ დოლიპრანი 1000 მგ, შუშხუნა გასაყოფი ტაბლეტი?».
ორსულობა/ლაქტაცია:
პარაცეტამოლი, მიღების ნორმალურ პირობებში, შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ორსულობის, აგრეთვე ლაქტაციის პერიოდში. ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. Q საყოველთაოდ ცნობილი ეფექტის მქონე დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი. წინამდებარე პრეპარატი შეიცავს მარილს (ნატრიუმს). სხვა პრეპარატებთან მიღება ან გამოყენება და ურთიერთმოქმედების სხვა ფორმა იმ შემთხვევაში, თუ ღებულობთ ან უახლოეს წარსულში ღებულობდით სხვა პრეპარატს, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემულ პრეპარატს, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. მიუთითეთ, რომ თქვენ ან თქვენი ბავშვი ღებულობთ ამ პრეპარატს, თუ თქვენი ექიმი დაგინიშნავთ სისხლში შარდმჟავას კოეფიციენტის დოზას. 3. როგორ მივიღოთ დოლიპრანი 1000 მგ, შუშხუნა გასაყოფი ტაბლეტი?
მნიშვნელოვანია: აღნიშნული სახეობა შეიცავს ყოველ ტაბლეტში 1000 მგ. პარაცეტამოლს: დაუშვებელია ერთ ჯერზე 2 ტაბლეტის მიღება. მისი დოზიდან გამომდინარე, ეს სახეობა განკუთვნილია მოზარდისთვის და 50 კილოგრამზე მეტი წონის ბავშვისთვის (დაახლოებით 15 წლის ზემოთ). ჩეულებრივი დოზა შეადგენს 1000 მგ 1/2-1 ტაბლეტს ერთ მიღებაზე, გამეორება შეიძლება 6-8 საათის გასვლის შემდეგ. საჭიროების შემთხვევაში პრეპარატის მიღება შესაძლებელია მინიმუმ 4 საათის გასვლის შემდეგ. ზოგადად, არ არის აუცილებელი დღეში გადააჭარბოთ პარაცეტამოლის 3000 მგ. დოზას, ანუ დღეში 3 ტაბლეტს. ამავდროულად, უფრო ინტენსიური ტკივილების შემთხვევაში და თქვენი ექიმის რჩევის საფუძველზე, დოზა შეიძლება გაიზარდოს პარაცეტამოლის 4000 მგ-მდე დღეში, ანუ დღეში 4 ტაბლეტამდე. ამავდროულად: - დღეში პარაცეტამოლის 3000 მგ. მეტ დოზისთვის აუცილებელია ექიმის რჩევა. - არასდროს მიიღოთ დღეში პარაცეტამოლის 4 გრამზე (4000 მგ) მეტი (ყველა მიღებული პრეპარატის გათვალისწინებით, რომლის ფორმულაშიც პარაცეტამოლი შედის). პრეპარატის მიღებებს შორის ყოველთვის დაიცავით არა ნაკლებ 4 საათიანი შუალედი. თირკმელების მწვავე დაავადების შემთხვევაში (თირკმლის მწვავე უკმარისობა), პრეპარატის მიღებებს შორის შუალედი უნდა იყოს მინიმუმ 8 საათი. არ გადააჭარბოთ დღეში 3 ტაბლეტს (3000 მგ). თუ ფიქრობთ, რომ დოლიპრანის 1000 მგ, შუშხუნა გასაყოფი ტაბლეტის ეფექტი ძალიან ძლიერია ან ძალიან მცირეა, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. პრეპარატი მიიღება პერორალური გზით. დაიცადეთ რომ ტაბლეტი მთლიანად გაიხსნას ერთ ჭიქა წყალში; შემდეგ მაშინვე დალიეთ. სისტემატიური მიღება საშუალებას იძლევა თავიდან აირიდოთ ტკივილი და ტემპერატურის ცვალებადობა. დოლიპრანი 1000 მგ, შუშხუნა გასაყოფი ტაბლეტის ჭარბი დოზით მიღების შემთხვევაში: ჭარბი დოზის ან შემთხვევითი ინტოქსიკაციის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს. დოლიპრანის 1000 მგ, შუშხუნა გასაყოფი ტაბლეტის დოზის გამოტოვების შემთხვევაში: არ მიიღოთ გაორმაგებული დოზა, გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით. 4. რომლებია სავარაუდო არასასურველი ეფექტები?
როგორც ყველა პრეპარატს, დოლიპრანს 1000 მგ, შუშხუნა გასაყოფი ტაბლეტი, შეუძლია გამოიწვიოს არასასურველი ეფექტები: - იშვიათ შემთხვევებში, შესაძლებელია გამოვლინდეს გამონაყარი, კანის სიწითლე ან ალერგიული რეაქცია, რომელიც შესაძლებელია გამოვლინდეს სახის და კისრის უეცარი შეშუპებით, ან უეცარი სისუსტის შეგრძნებით, არტერიული წნევის დაცემასთან ერთად. საჭიროა მკურნალობის დაუყოვნებლივ შეწყვეტა, გააფრთხილეთ თქვენი ექიმი და აღარ გააგრძელოთ პარაცეტამოლის შემცველი პრეპარატების მიღება. - გამონაკლისის სახით, შეიძლება გამოვლინდეს ბიოლოგიური ცვლილებები, რომლებიც საჭიროებენ სისხლის ბალანსის შემოწმებას: ზოგიერთი თეთრი სხეულის (ლეიკოციტების) ან სისხლის ზოგიერთი უჯრედის, როგორებიცაა თრომბოციტები, არანორმალურად დაბალი მაჩვენებელი, შეიძლება გამოვლინდეს ცხვირიდან ან ღრძილებიდან სისხლდენით. ამ შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს. თუ აღგენიშნებათ არასასურველი ეფექტები, რომლებიც არ არის მითითებული ამ ანოტაციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. 5. როგორ შევინახოთ დოლიპრანი 1000 მგ, შუშხუნა გასაყოფი ტაბლეტი?
შეინახეთ პირველადი სახით მოცემული ფორმით, სინათლისგან დაცულ, მშრალ ადგილზე. პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე. არ გამოიყენოთ კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ანოტაციის დამტკიცების ბოლო თარიღია: 2008 წლის ივლისი - EEN. მფლობელი და დისტრიბუტორი:
სანოფი ავენტის საფრანგეთი - რომენ როლანის ბულვარი #1-13 è- 75014 პარიზი - საფრანგეთი სამედიცინო ინფორმაცია: ტელეფონის ნომერი (ზარი უფასოა): 0800 222 555 სატელეფონო ზარი საზღვარგარეთიდან: + 33 1 57 63 23 23 მწარმოებელი:
A. NATTERMANN & Cle GmbH - კიოლნი - გერმანია